თიბისი IT აკადემიის კიბერუსაფრთხოების კურსი ქალები...
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
|
16 დეკემბერი, 2020- საქართველოს ბანკმა ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB) 25 მილიონი ევროს მოცულობის მულტისავალუტო სასესხო ხელშეკრულება გააფორმა. აღნიშნული ხელშეკრულება 7 წლიანია და ის 2019 წლის დეკემბერში EIB-სთან გაფორმებული 50 მილიონი ევროს მოცულობის მულტისავალუტო სესხის ლიმიტის ზრდაა (Top-up). აღნიშნული სესხის მიღება შესაძლებელია, როგორც ევროსა და აშშ დოლარში, ასევე ლარში. ლარის ტრანშის მობილიზება ნაწილობრივ ხდება ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში.
სესხის მიზანია, მხარი დაუჭიროს მიკრო, მცირე და საშუალო (MSME) ბიზნესებსა და საშუალო კაპიტალიზაციის საწარმოებს (MidCaps) COVID-19-ით გამოწვეული სირთულეების დაძლევაში და ხელი შეუწყოს ადგილობრივი კერძო სექტორის განვითარებას. აღნიშნული ტრანზაქცია Team Europe-ის COVID-19-ზე საპასუხო გეგმის ნაწილია, რომელიც სამუშაო ადგილების შენარჩუნებას, ლიკვიდურობისა და ოპერაციების უწყვეტობას და საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღებას ისახავს მიზნად.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკს და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის წარმატებული პარტნიორობა გრძელდება. გვეძლევა მეტი შესაძლებლობა MSME და MidCap მომხმარებლებს მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტი შევთავაზოთ, რაც მნიშვნელოვანია კერძო სექტორისთვის, განსაკუთრებით ამ რთულ პერიოდში. მადლობას ვუხდი ევროპის საინვესტიციო ბანკს და ვიმედოვნებ, რომ ჩვენი თანამშრომლობით კიდევ მრავალი წარმატებული პროექტი განხორციელდება“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
„როგორც ევროკავშირის ბანკი, ჩვენ ვამაყობთ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა, გვერდით დავუდგეთ საქართველოს ეკონომიკას ამ რთულ პერიოდში. EIB-ს დაფინანსება ხელს შეუწყობს, როგორც მცირე და საშუალო ბიზნესს, ასევე საქართველოს ფინანსურ სექტორს, რათა პანდემიის მიუხედავად, გააგრძელონ ოპერირება და შეძლონ ეკონომიკის გაჯანსაღება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შევძლებთ შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები, ხელფასები და შემოსავალი. ჩვენი ძალისხმევა ჩვენს ქართველ პარტნიორებთან ერთად, საჯარო თუ კერძო სექტორებიდან, მიმართულია იქითკენ, რომ ვუზრუნველვყოთ შესაძლებლობებით სავსე და მდგრადი მომავალი“, - განაცხადა ტერეზა ცერვიშკამ, ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა და საქართველოში ოპერაციების ხელმძღვანელმა.
„ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს პანდემიის დროს. ქვეყნისთვის განკუთვნილი COVID-19 მხარდაჭერის პაკეტის ფარგლებში, ევროკავშირმა შეძლო უპრეცედენტო, 1.5 მილიარდი ლარის ოდენობის რესურსის მობილიზება, რომლის ძირითადი ნაწილი ბიზნესის აღდგენას მოხმარდება. აღნიშნული ხელშეკრულებისა და ქართული ბანკების მეშვეობით კიდევ უფრო მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს გაუჩნდება წვდომა ფინანსურ რესურსებზე, რაც მათ საშუალებას მისცემს გაუმკლავდნენ ამ რთულ პერიოდს“,- განაცხადა კარლ ჰერცელმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
● Taycan-მა ელექტრომობილების ისტორიაში მე-4 გინესის რეკორდი დაამყარა ● 17,503-კილომეტრიანი დრიფტი 59-მეტრიანი დიამეტრის წრეზე შ...
თიბისის საგანმანათლებლო პლატფორმის - თიბისი კამპუსის პირველ ეტაპს რომელიც განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით სტუდენტებისთვის შეიქმნა, უკვე 202 კურსდამთავრებული ჰყავს. ახალგაზრდების ცოდნ...
თიბისი მეორე წელია საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის) სასტიპენდიო პროგრამის მთავარი მხარდამჭერია. პროგრამის ფარგლებში, თიბისის ფინანსური მხარდ...
Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები