თიბისი IT აკადემიის კიბერუსაფრთხოების კურსი ქალები...
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
|
გლოვოს და თიბისის ერთობლივი ინიციატივით, მალე, ქართული სტარტაპების პროდუქცია გლოვოს აპლიკაციაში იქნება ხელმისაწვდომი. 15 დეკემბრიდან, აპლიკაციას ახალი, სტარტაპების კატეგორია დაემატება და მომხმარებელი მცირე მეწარმეების პროდუქციის შეძენას მარტივად, უფასო მიწოდების სერვისით შეძლებს.
ბიზნესის მხარდასაჭერად, თიბისის პროგრამა „სტარტაპერი“ უზრუნველყოფს სტარტაპერებისთვის როგორც საოპერაციო ხარჯების დაფარვას, ისე მათ მარკეტინგულ მხარდაჭერას და გაყიდვების სტიმულირებას. დამწყები ბიზნესების წარმომადგენლები გლოვოს აპლიკაციაში საკუთარი პროდუქციის განთავსებას უფასოდ შეძლებენ.
გლოვოს და თიბისის ინიციატივის მიზანი ერთი მხრივ, არსებული გამოწვევის ფონზე, სტარტაპების მხარდაჭერა, მეორე მხრივ კი, - მომხმარებლის ცხოვრების გამარტივება და მათთვის კომფორტული სერვისის შეთავაზებაა.
გლოვოს აპლიკაციაში სტარტაპ პროდუქტების განსათავსებლად რეგისტრაცია უკვე დაიწყო, ამისთვის დამწყები ბიზნესების წარმომადგენლებმა ონლაინ აპლიკაცია უნდა შეავსონ.
„ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ, ძალიან შეიცვალა. ამ გამოწვევის ფონზე, ბიზნესების მხარდაჭერამ და მომხმარებელზე ზრუნვამ კიდევ უფრო განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. გვიხარია, რომ თიბისის და გლოვოს თანამშრომლობის ფარგლებში, ჩვენ ერთობლივად შევძლებთ სადღესასწაულო განწყობის შექმნას და მომხმარებლის და სტარტაპების გვერდით დგომას. ვფიქრობთ, ეს ინიციატივა იქცევა საახალწლო ბაზრობის ონლაინ ალტერნატივად და მომხმარებლები საყვარელი ადამიანების გახარებას ჩვენი პლატფორმის დახმარებით შეძლებენ“, - გიორგი ქერქაძე, გლოვო საქართველოს გენერალური მენეჯერი.
“ბიზნესების მხარდაჭერა თიბისის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენი გუნდი მუდმივად მუშაობს იმისთვის, რომ ბიზნესებს მათზე მორგებული პროდუქტები და მომსახურება შევთავაზოთ და გავუმარტივოთ საქმიანობა. გლოვოს და თიბისის ინიციატივა ერთი მხრივ, სტარტაპერებისთვის საკუთარი პროდუქციის რეალიზებასა და მარკეტინგულ მხარდაჭერას შეუწყობს ხელს, მეორე მხრივ კი, მომხმარებლებს მისცემს შესაძლებლობას, მარტივად და კომფორტულად მიიღონ სასურველი პროდუქტი. ეს ინიციატივა, ვფიქრობ, არსებულ რეალობაში ძალიან მნიშვნელოვანია, - ნათია ვაჭარაძე, თიბისის მიკრო მცირე და საშუალო ბიზნესის განყოფილების ხელმძღვანელი.
შეთავაზებით სარგებლობა სტარტაპერებს ერთი თვის განმავლობაში, 15 იანვრამდე შეეძლებათ.
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
● Taycan-მა ელექტრომობილების ისტორიაში მე-4 გინესის რეკორდი დაამყარა ● 17,503-კილომეტრიანი დრიფტი 59-მეტრიანი დიამეტრის წრეზე შ...
თიბისის საგანმანათლებლო პლატფორმის - თიბისი კამპუსის პირველ ეტაპს რომელიც განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით სტუდენტებისთვის შეიქმნა, უკვე 202 კურსდამთავრებული ჰყავს. ახალგაზრდების ცოდნ...
თიბისი მეორე წელია საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის) სასტიპენდიო პროგრამის მთავარი მხარდამჭერია. პროგრამის ფარგლებში, თიბისის ფინანსური მხარდ...
Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები