თიბისი IT აკადემიის კიბერუსაფრთხოების კურსი ქალები...
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
|
“ლელოს” ლიდერებმა ანა ნაცვლიშვილმა და გრიგოლ გეგელიამ თეა წულუკიანს ჰააგის სასამართლოში აგვისტოს ომთან დაკავშირებით გამოძიების თაობაზე 10 კითხვით მიმართეს.
ანა ნაცვლიშვილის თქმით, ამ კითხვებზე პასუხით საზოგადოებისთვის აღნიშნული საგამოძიებო პროცესი გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული გახდება.
“2015 წელს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაიწყო გამოძიება რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში ჩადენილ საერთაშორისო დანაშაულებთან მიმართებაში. ეს არის მნიშვნელოვანი პროცესი, ამ პროცესის ფარგლებში, სასამართლოს ბუნებიდან გამომდინარე, საქართველო, როგორც სახელმწიფო, არ არის მხარე, იმიტომ რომ ეს სისხლის სამართლის პროცესია და პროკურორი ადგენს, კონკრეტული პირების მიერ ჩადენილი იყო თუ არა საერთაშორისო დანაშაულები, მაგრამ როგორ წარიმართება და რა შედეგი დადგება ჰააგის გამოძიების შემდეგ, ამას ექნება პირდაპირი და ძალიან გრძელვადიანი გავლენა საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, ტერიტორიულ მთლიანობასა და ნდობის აღდგენის პროცესზე, ეს საქართველოსთვის არის საუკუნის პროცესი. 5 წელია, ეს პროცესი მიმდინარეობს და საქართველოს ხელისუფლება არ გრძნობს თავს ვალდებულად, რომ საზოგადოებას ანგარიში ჩააბაროს, რამდენად კომპეტენტურად, კეთილსინდისიერად იცავს იუსტიციის სამინისტრო და მთავრობა საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს გამოძიების ფარგლებში. ამიტომ ჩვენ მივმართავთ იუსტიციის მინისტრს 10 კითხვით. ამ კითხვებზე პასუხი საზოგადოებას მისცემს იმის საშუალებას, რომ პროცესი გახდეს გამჭვირვალე,”-აცხადებს ნაცვლიშვილი.
“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი საჭიროდ მიიჩნევს, რომ საზოგადოებას გააცნოს, თუ რამდენჯერ მოხდა ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე მსჯელობა როგორც საპარლამენტო, ასევე სამთავრობო და ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ სხვა ფორმატებში. გასაჯაროვდეს, თუ რამდენი საერთაშორისო ექსპერტია მოწვეული საქართველოს მთავრობის მიერ, იმისთვის, რომ ქვეყნის ინტერესი სწორად იყოს დაცული.
ანა ნაცვლიშვილისა და გრიგოლ გეგელიას მიერ იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანისთვის წერილობით ფორმატში დასმულ 10 კითხვას, მკითხველს
უცვლელად ვთავაზობთ :
საქართველოს იუსტიციის მინისტრს, ქ-ნ თეა წულუკიანს პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრების:
ანა ნაცვლიშვილის და გრიგოლ გეგელიას
განცხადება
მოგმართავთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში აგვისტოს ომთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით. მართალია, სასამართლოში საქართველოს სახელმწიფო არ არის მხარე, თუმცა გამოძიების შედეგებს პირდაპირი გავლენა ექნება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებზე, საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ტერიტორიული მთლიანობის და ნდობის აღდგენის პროცესებზე.
მიგვაჩნია, რომ მთავრობის საქმიანობა ამ მიმართულებით არ მიმდინარეობს გამჭვირვალედ და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების სულისკვეთებით. ჩვენთვის გასაგები და მისაღებია, რომ არის სენსიტიური საკითხები, რაზეც ბუნებრივია საჯაროდ საუბარი არ არის მიზანშეწონილი, თუმცა მეორეს მხრივ - რჩება მთელი რიგი საკითხები, სადაც საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება აუცილებალია.
შესაბამისად, მოგმართავთ კითხვებით:
1. იუსტიციის სამინისტროს მხრიდან რამდენი ადამიანია ჩართული აგვისტოს ომთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებისა და სასამართლოსთან ურთიერთობის საკითხებში. გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია მათი კვალიფიკაციის და რანგის შესახებ;
2. ვინ წარმოადგენდა საქართველოს სასამართლოს წევრი სახელმწიფოების ასამბლეაზე. გთხოვთ, ინფორმაცია მოგვაწოდოთ წლების მიხედვით. თუ საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი სიტყვით გამოვიდა რომელიმე ასამბლეაზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შესაბამისი დოკუმენტი;
3. ყავს თუ არა საქართველოს ხელისუფლებას მოწვეული უცხოელი იურისტები/ექსპერტები აღნიშნულ გამოძიებასთან დაკავშირებით. გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია მათი რაოდენობის, ვინაობის, კვალიფიკაციის და რანგის შესახებ;
4. აგვისტოს ომში ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების დოკუმენტირებაში პირველივე დღეებიდან აქტიურად იყო ჩართული როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციები. როგორია სამინისტროს მხრიდან მათთან კოორდინაციის და თანამშრომლობის ფორმატი;
5. რამდენჯერ და როდის გაიმართა აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების საკითხის განხილვა ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ ფორმატებში, საქართველოს მთავრობის სხდომაზე, საქართველოს პარლამენტში;
6. ჰააგის სასამართლოსთან რუსეთის ართანამშრომლობის პირობებში, რა სტრატეგია აქვს საქართველოს შესაძლო დაკავების ორდერების აღსასრულებლად;
7. იუსტიციის მინისტრის მოადგილე არის სასამართლოს ფონდის (Trust Fund) წევრი. გთხოვთ მოგვაწოდოთ მის მიერ განხორციელებული საქმიანობის ანგარიში, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
8. სასამართლოში ახლა მიმდინარეობს სამომავლო რეფორმის კონცეფციაზე მუშაობა - რამდენად არის ჩვენი სახელმწიფო ამ პროცესში ჩართული და რა რეკომენდაციები წარუდგინეთ დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფს, რომელიც რეფორმის კონცეფციაზე მუშაობს;
9. რამდენად არის საქართველო ახალი პროკურორის შერჩევის პროცესში ჩართული; ცოტა ხნის წინ გაიმართა გასაუბრებები შერჩევის წინარე პროცესის შედეგად გამოკვეთილ 4 კანდიდატთან. იყო თუ არა საქართველოს წარმომადგენელი ჩართული გასაუბრების პროცესში და რა კითხვები დაუსვა კანდიდატებს, წამოწიეს თუ არა საქართველოს სიტუაციის გამოძიების საკითხი და რუსეთის ართანამშრომლობასთან დაკავშირებით დაუსვეს თუ არა კითხვები თუ როგორ აპირებენ პროკურორობის კანდიდატები ამ პრობლემასთან გამკლავებას;
10. როგორც ჩვენთვის ცნობილია, დღემდე არ არსებობს არცერთი ქართველი ადვოკატი, რომელსაც აქვს უფლებამოსილება სასამართლოს წინაშე განახორციელოს საადვოკატო საქმიანობა. რა ღონისძიებებს ახორციელებს და/ან გეგმავს იუსტიციის სამინისტრო ქართველი ადვოკატებისათვის კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით, რომ მათ ავტორიზაციის გავლა შეძლონ ჰააგის სასამართლოშო და დაიცვან მაგალითად, ომით დაზარალებული ადამიანების ინტერესები.
პატივისცემით, ანა ნაცვლიშვილი გრიგოლ გეგელია
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
● Taycan-მა ელექტრომობილების ისტორიაში მე-4 გინესის რეკორდი დაამყარა ● 17,503-კილომეტრიანი დრიფტი 59-მეტრიანი დიამეტრის წრეზე შ...
თიბისის საგანმანათლებლო პლატფორმის - თიბისი კამპუსის პირველ ეტაპს რომელიც განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით სტუდენტებისთვის შეიქმნა, უკვე 202 კურსდამთავრებული ჰყავს. ახალგაზრდების ცოდნ...
თიბისი მეორე წელია საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის) სასტიპენდიო პროგრამის მთავარი მხარდამჭერია. პროგრამის ფარგლებში, თიბისის ფინანსური მხარდ...
Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები