თიბისი IT აკადემიის კიბერუსაფრთხოების კურსი ქალები...
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
|
საქართველოში ჩაის პირველი ბუჩქი მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში გურიის სამთავროში გამოჩნდა. ნელ-ნელა ეს კულტურა შავი ზღვის სანაპიროზე გავრცელდა და საუკუნის შემდეგ პლანტაციებმა დასავლეთ საქართველოს მიწების დიდი ნაწილი მოიცვა.
დღეს ჩაის პლანტაციების წილი შემცირებულია, თუმცა მაინც არსებობენ კომპანიები, რომლებიც ქვეყანაში ჩაის კულტურას ინარჩუნებენ.
ერთ-ერთი ასეთია ქართული ჩაის კომპანია „ლაზი“, რომლის პლანტაციები წალენჯიხაში 350 ჰექტარზეა გაშენებული. თიბისის მხარდაჭერით, კომპანიამ პლანტანციების ნაწილის რებილიტაცია მოახდინა. „ლაზი“ საკმაოდ წარმატებით ოპერირებს საექსპორტო ბაზარზე, აქ მოყვანილი ჩაის 80% ჩინეთში, ხოლო 20% ცენტრალური აზიის ქვეყნებში იყიდება.
კომპანიის განვითარებისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა 2017-2018 წლები, როდესაც პლანტაციები ჩინელმა ინვესტორებმა მოინახულეს. აღმოჩნდა რომ ჩაის ის ჯიში, რომელიც წალენჯიხაში ხარობს, ჩინეთში უკვე თითქმის აღარ არსებობს. ხარისხით გამორჩეული ქართული ჩაისთვის შორეული აღმოსავლეთის ბაზარი კარგი საექსპორტო სივრცე აღმოჩნდა. ჩინელ პარტნიორებთან ერთად „ლაზიმ“ ადგილობრივებისთვის სასწავლო ცენტრიც გახსნა, სადაც დანადგარების გამოყენებისა და სხვადასხვა ტექნოლოგიების შესახებ ცოდნას უზიარებენ დაინტერესებულებს.
წალენჯიხაში ჩაის კრეფას აპრილიდან იწყებენ და აგვისტოში ასრულებენ. ამ პერიოდში ერთმანეთს ანაცვლებს ხელით და დანადგარით კრეფა იმის მიხედვით, თუ რა ხარისხის პროდუქტის მიღება სურთ. სეზონის პირველი ფოთლები ხელით იკრიფება, რაც საბოლოოდ შედარებით ძვირადღირებულ პროდუქტს ქმნის, შემდეგ დარჩენილ ფოთლებს სპეციალური დანადგარით კრეფენ. შუა ზაფხულში ახალი ფოთლები ისევ ხელით იკრიფება, შემდეგ კვლავ დანადგარით.
„ჩაი ერთ-ერთი ყველაზე სტაბულური მცენარეა და მისი წარმოება ნაკლებ რისკებს შეიცავს. ამინდის ცვალებადობა და სეზონურობა მასზე ნაკლებად მოქმედებს, შესაბამისად საკმაოდ პროგნოზირებადი და სანდო კულტურაა. ჩვენთან განსაკუთრებულად ხარისხიანი მწვანე ჩაია. ქართულ მიწაზე მოყვანილი ჩაის ჯიშების უმეტესობა ჩინურია, დანარჩენი 20% კი იაპონური ან ადგილზე გამოყვანილია,“ - ამბობს გონერი სალია, „ლაზის“ დამფუძნებელი.
დღეს საქართველოში ჩაის პლატაციები 8000 ჰექტარს იკავებს, თუმცა აქედან მხოლოდ ნახევარი იკრიფება დანარჩენი კი რეაბილიტაციას საჭიროებს. პერსპექტივა იმისა, რომ საქართველოში ბევრი წარმატებული ჩაის ბიზნესი ჩამოყალიბდეს, ნამდვილად არსებობს. როგორც ლაზიში ამბობენ, მთავარია თანმიმდევრულობა და 2-3 წელში ჩაი განსაკუთრებული მადლიერებით გიპასუხებთ.
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
● Taycan-მა ელექტრომობილების ისტორიაში მე-4 გინესის რეკორდი დაამყარა ● 17,503-კილომეტრიანი დრიფტი 59-მეტრიანი დიამეტრის წრეზე შ...
თიბისის საგანმანათლებლო პლატფორმის - თიბისი კამპუსის პირველ ეტაპს რომელიც განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით სტუდენტებისთვის შეიქმნა, უკვე 202 კურსდამთავრებული ჰყავს. ახალგაზრდების ცოდნ...
თიბისი მეორე წელია საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის) სასტიპენდიო პროგრამის მთავარი მხარდამჭერია. პროგრამის ფარგლებში, თიბისის ფინანსური მხარდ...
Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები