0 8 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

რა უპირატესობები აქვს ზაფხულის საბურავებს - რჩევები „თეგეტა მოტორსისგან“

 

ზაფხულის დადგომასთან ერთად, იცვლება ავტომობილის მოვლის სპეციფიკაც. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც შეცვლას საჭიროებს - საბურავია, რადგან ავტომობილის უსაფრთხოება მეტწილად მის ხარისხსა და სეზონთან შესაბამისობაზეა დამოკიდებული.

ალბათ ხშირად გსმენიათ, რომ, როდესაც ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსს გადააჭარბებს, ავტომობილზე ზაფხულის საბურავების დაყენების დროა. რატომ არის მნიშვნელოვანი სეზონური საბურავების გამოყენება და რა უპირატესობები აქვს მას -  ამ თემებზე თეგეტა მოტორსის საბურავების მიმართულების ხელმძღვანელი ალექსანდრე შუბლაძე საუბრობს.

რატომ არის აუცილებელი, ზაფხულში დავაყენოთ სეზონის შესაბამისი საბურავები?

ზაფხულის საბურავის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებები სიცხეში უკეთესი მოჭიდებით გამოირჩევა და როგორც სველ, ისე მშრალ გზებზე მეტად საიმედოა. გარდა ამისა, უზრუნველყოფს მაღალ სტაბილურობას მოსახვევებში და ოპტიმალურ გარბენს თბილ ტემპერატურაზე.

ზაფხულის საბურავის პროტექტორის ნახატი ისეა დატანილი, რომ სველ გზაზე მოძრაობისას უფრო ძლიერ მოჭიდებას უზრუნველყოფს. ზამთრის საბურავების შემთხვევაში ასე არ ხდება და სველ გზაზე მოძრაობისას ავტომობილის დამორჩილება ჭირს. ზაფხულის საბურავების მთავარი მახასიათებლებია: მაქსიმალური მოჭიდება გზებზე, სიჩქარის გაუმჯობესება, მდგრადობა მოსახვევებში და დამუხრუჭების დროს ნაკლები ხმაური“.

რა ხდება, როცა ზაფხულში ზამთრის საბურავებს ვიყენებთ?

„ზამთრის საბურავები დაბალი ტემპერატურის პირობებში უდავოდ შეუცვლელია, რადგან მის შემადგენლობაშია ისეთი ნივთიერებები, რომლებიც თოვლიან და ყინულიან ზედაპირებზე მოძრაობის დროს იდეალური მოჭიდებით გამოირჩევა. თუმცა ცხელი გზის საფარზე მაღალი სიჩქარით გადაადგილებისას ადვილად ცვდება და მისი მოჭიდება ნაკლებად ეფექტიანია.

ზაფხულში ზამთრის საბურავების გამოყენება ქმნის უსაფრთხოების პრობლემებს, განსაკუთრებით სწრაფი მანევრირებისას. მისი მაღალი პროტექტორები აჩქარებისას და დამუხრუჭებისას დეფორმირდება. ამის გამო, იზრდება სამუხრუჭე მანძილი და მკვეთრი მანევრის შესრულებისას ავტომობილის დამორჩილება კიდევ უფრო რთულდება“.

რამდენად გონივრულია ზაფხულში ყველა სეზონის საბურავების გამოყენება?

„ყველა სეზონის საბურავები ზამთრისა და ზაფხულის საბურავების ჰიბრიდია და შექმნილია იმისთვის, რომ მძღოლებმა ისინი მთელი წლის განმავლობაში გამოიყენონ ისეთ რეგიონებში, სადაც თოვლი და ყინვა იშვიათია. ამ ტიპის საბურავებზე არჩევანს ბევრი მძღოლი აკეთებს, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ მაღალი ტემპერატურისა და სველი ზედაპირის პირობებში მათი ფუნქციონირება ნაკლებად ეფექტურია. მშრალ ზედაპირზე გადაადგილებისას ზაფხულის საბურავები საუკეთესოა მოსახვევებში. ყველა სეზონის საბურავები შექმნილია ნებისმიერ კლიმატურ პირობებში კარგი მოჭიდებისთვის, თუმცა ისინი არ არის გათვლილი სწრაფი მანევრირებისთვის. შესაბამისად, კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელია, რომ სეზონის შესაბამისი საბურავები გამოვიყენოთ“.

რამდენად უსაფრთხოა ზაფხულში მეორადი საბურავის გამოყენება?

„ეს ყველაფერი რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. პირველ რიგში, გააჩნია, რა მდგომარეობაშია საბურავი, რადგან ყველა მათგანს აქვს ექსპლუატაციის ვადა და შენახვის პირობები. ამასთანავე, ექსპლუატაციის პერიოდში მისი პროტექტორი ცვდება და საბურავი გამოშრობას იწყებს.

საბურავების შეძენისას, ხარისხთან ერთად, მთავარია მათი ასაკიც, რადგან მეორადი საბურავით გადაადგილება საკმაოდ დიდ საფრთხეს ქმნის ზამთარშიც და ზაფხულშიც. უნდა ვიცოდეთ, რომ საბურავი არა მარტო ცვდება, არამედ ძველდება კიდეც - დროის გასვლასთან ერთად, მისი შემცველი ნივთიერებების ეფექტურობის კოეფიციენტი დაბლა იწევს“.

შეგახსენებთ, რომ „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში ზაფხულის საბურავების შეძენისას სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს. მეტი კომ­ფორ­ტის­თვის კი შე­საძლე­ბე­ლია, დის­ტან­ცი­უ­რი სერ­ვი­სე­ბით, პერ­სო­ნა­ლუ­რი მე­ნე­ჯე­რის მომ­სა­ხუ­რე­ბით ან ონ­ლა­ინჯავ­შნით ისარ­გებ­ლოთ.

--

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:56

    დაიბრუნეთ 30% ულიმიტოდ - თიბისი კონცეპტის და გალერ...

    12 აპრილისთვის, თიბისი კონცეპტმა და Mastercard-მა, ერთგულ მომხმარებელს, ტრადიციულად, მათზე მორგებული განსაკუთრებული შეთავაზება მოუმზადეს. მხოლოდ 12 აპრილს, გალერია თბილისის 45-მდე შერჩეულ ობიექტში, ...

  • 12:07

    თიბისი კამპუსის განათლების პროგრამები იწყება...

    თუ ხარ 18-დან 24 წლის, არ აქვს მნიშვნელობა საქართველოს რომელ კუთხეში ცხოვრობ, ეს შენი შანსია დაეუფლო ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს და თიბისი კამპუსში, სრულიად უფასოდ ისწავლო ბიზნესის და ტექნოლოგიური მ...

  • 10:49

    PSP ფარმას მეორედ მიენიჭა GDP სტანდარტთან შესაბამი...

    PSP ფარმამ GDP სტანდარტის შესაბამისობის აუდიტი უკვე მეორედ, წარმატებით გაიარა და მიენიჭა „კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის“ შესაბამისობის სერტიფიკატი.     მსოფლიოს განვითარებული ქვ...

  • 10:42

    „ჭიქა“ — კაფე საკუთარი წარმოების ყავითა და საკონდი...

    კაფე „ჭიქას“ შექმნის ამბავი ზუსტად გვახსენებს, რომ რაიმეს დასასრულს ყოველთვის რაღაც ახალი მოსდევს. ყველაფერი რთულ დროს დაიწყო — მაშინ, როცა მსოფლიოში კოვიდ-19-ის პანდემია იყო გავრცელ...

  • 11:41

    ქართული რაგბის არქიტექტორი...

    მსოფლიო რაგბი ლეგენდარულ კლოდ სორელს ემშვიდობება - ფრანგ მორაგბესა და მწვრთნელს, რომელიც 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. სორელი საფრანგეთის ქალაქ ბეზიეში, 1948 წლის 17 აპრილს დაიბადა და როგორც ფრანგულ, ი...

  • 11:32

    თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმარ...

    თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის ასოციაციის ორგანიზებით, 10-13 აპრილს ექსპო ჯორჯია თბილისის წიგნის ბაზრობას უმასპინძლებს. თბილისი წიგნის ბაზრობა - ეს არის ადგილი, სადაც ყველა თაობის ადამიან...

  • 14:58

    თიბისი x ქართული რაგბი - 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრე...

    საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ი...