თიბისი IT აკადემიის კიბერუსაფრთხოების კურსი ქალები...
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
|
წარმატებული 2023 წლის შემდეგ „პორშე ცენტრი თბილისი“ 2024 წელს მნიშვნელოვანი სიახლეებით იწყებს. ავტოსადილერო მიმართულებით, საქართველოში პირველად, პორშეს მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ერთწლიანი შიდა უპროცენტო ლიზინგით ისარგებლონ.
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა ლიზინგი“ პორშეს ბრენდის ავტომობილის შეძენით დაინტერესებულ პირებს სალიზინგო მომსახურებას „პორშე ცენტრი თბილისში“ არსებულ კონკრეტულ მოდელებზე სთავაზობს.
პეტრე წაქაძე, „პორშე ცენტრი თბილისის“ დირექტორი: „მოგეხსენებათ, პორშე გამორჩეულია ინოვაციური მიდგომებითა და სიახლეების დანერგვისკენ სწრაფვით. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ 2024 წლის სტარტიც, ამ მხრივ, გამონაკლისი არ ყოფილიყო. „პორშე ცენტრი თბილისისა“ და „თეგეტა ლიზინგის“ თანამშრომლობით ჩვენს მომხმარებელს უნიკალურ შესაძლებლობას ვთავაზობთ. ამ სიახლით გვინდა, უფრო მარტივი გავხადოთ ავტომობილის შეძენის პროცესი და მორიგი სიახლე დავნერგოთ ბაზარზე. ეს არის როგორც ბიზნესგადაწყვეტილება, ისე ნაბიჯი ჩვენი მომხმარებლების მიმართ, რომელიც ზრუნვასა და მათთვის მეტი კომფორტის შექმნის სურვილზეა დაფუძნებული“.
ლიზინგი, როგორც დაფინანსების ალტერნატიული საშუალება, ფართოდ გამოიყენება დასავლეთის ქვეყნებში და სტანდარტული სესხისგან განსხვავებით ბევრი უპირატესობა გააჩნია. „თეგეტა ლიზინგის“ შექმნის მიზანიც სწორედ მომხმარებლებისთვის დასავლური გამოცდილების გაზიარება და მათზე მორგებული გამოცდილების შექმნაა.
„თეგეტა ლიზინგის“ საქმიანობა, რომელიც პორშესთან ერთად დაიწყო, მომავალში მთელ ჰოლდინგს მოიცავს. შიდა სალიზინგო შეთავაზება მომხმარებლისთვის პროდუქტის შეძენის პროცესს უფრო მოქნილს ხდის და ფინანსური რესურსის კომფორტულად გადანაწილების საშუალებას იძლევა.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, შიდა ლიზინგის გაძლიერება და განვითარება ჰოლდინგისთვის წელს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება. პორშესა და მისი მომხმარებლისთვის კი სიახლეებით დაწყებული წელი კვლავაც ინოვაციური გადაწყვეტილებებითა და კამპანიებით გაგრძელდება.
--
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია პორშე ცენტრი თბილისი ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებს და აქსესუარებს სთავაზობს. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც "პორშე ცენტრი თბილისი“ უზრუნველყოფს.
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
● Taycan-მა ელექტრომობილების ისტორიაში მე-4 გინესის რეკორდი დაამყარა ● 17,503-კილომეტრიანი დრიფტი 59-მეტრიანი დიამეტრის წრეზე შ...
თიბისის საგანმანათლებლო პლატფორმის - თიბისი კამპუსის პირველ ეტაპს რომელიც განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით სტუდენტებისთვის შეიქმნა, უკვე 202 კურსდამთავრებული ჰყავს. ახალგაზრდების ცოდნ...
თიბისი მეორე წელია საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის) სასტიპენდიო პროგრამის მთავარი მხარდამჭერია. პროგრამის ფარგლებში, თიბისის ფინანსური მხარდ...
Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები