0 1 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სოციალურ მეწარმეთა ფორუმზე საწარმო „ლიდერი“ დააჯილდოვა

17 ნოემბერს, სოციალური მეწარმეობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ევროკავშირის მხარდაჭერითა და სოციალურ საწარმოთა ალიანსის ორგანიზებით სოციალური მეწარმეობის ფორუმი გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში წლის სოციალური საწარმო გამოვლინდა. ფინალურ ეტაპზე გადასული სამი საწარმოდან: „ლიდერი“, „ტენე“ და „დედიკო“, ჟიურის გადაწყვეტილებით, გამარჯვება სოციალურ საწარმო „ტენეს“ ერგო. გამარჯვებულმა წლის სოციალური საწარმოს სტატუსი და ფულადი ჯილდო მიიღო.

ღონისძიების მხარდამჭერმა „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ კი ჯილდო სოციალურ საწარმო „ლიდერს“ გადასცა. ქალაქ გორში მდებარე სამკერვალო საწარმო „ლიდერი“ ორ სოციალურ მიზანს აერთიანებს. საწარმო ზრუნავს შიდა ქართლში მცხოვრები სოციალური საჭიროების მქონე ქალების გაძლიერებაზე და ასევე მუშაობს ტექსტილის ნარჩენების შემცირებაზე, მისი გადამუშავების გზით.

ნინო გიორგაძე, სოციალური საწარმო „ლიდერის“ დამფუძნებელი: „ჩვენი საწარმოს საშუალებით 400-ამდე ქალმა ახალი პროფესია შეიძინა და დასაქმდა. რაც შეეხება ტექსტილის ნარჩენების შემცირებას, 2022 წელს 10 ტონა ტექსტილი ახალ პროდუქტად ვაქციეთ და მისი რეალიზაცია მოვახდინეთ. ჩვენი საქმიანობის განვითარებისთვის, კერძო სექტორის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობთ, რომ „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ მაგალითს მისცემს სხვა კომპანიებს, ხელი შეუწყონ სოციალურ საწარმოებს და მათი ცნობადობის გაზრდას.“

„ტოიოტა ცენტრი თეგეტასთვის“ ქალთა გაძლიერება და გარემოზე ზრუნვა საკვანძო ღირებულებებია. კომპანია აქტიურად არის ჩართული გარემოსდაცვით პროექტებში და მუდმივად ცდილობს, მხარი დაუჭიროს ქალთა როლის გაზრდას საზოგადოებაში.

თეა მანჯავიძე, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ მარკეტინგის მენეჯერი: „გვიხარია, რომ შესაძლებლობა მოგვეცა, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ სახელით ჯილდო გადაგვეცა საწარმოსთვის, რომლის საქმიანობაც ჩვენი კომპანიის ღირებულებებთან თანხვედრაშია. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ღირებულება გარემოზე ზრუნვა და ქალთა გაძლიერებაა. სოციალური საწარმო „ლიდერის“ საქმიანობაც სწორედ ამ მიზნებს ემსახურება. მომავალშიც ვაპირებთ, სხვადასხვა პროექტებში ჩართულობით წვლილი შევიტანოთ საზოგადოებაში ქალის როლის გაზრდასა და გაძლიერებაში“.

სოციალურ საწარმოთა ალიანსის ორგანიზებით ღონისძიება წელს მეთერთმეტედ გაიმართა. მისი მიზანი სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაცია და სფეროში სიახლეების გაცნობაა.

 

---

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია "ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება ტოიოტას ბრენდის ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია უახლესი ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...