0 1 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„ვოლვო ქარ საქართველოსა“ და რადიო GIPA-ს ახალი მუსიკალური პროექტი

„ვოლვო ქარ საქართველო“ და რადიო GIPAმსმენელებს ახალ მუსიკალურ სივრცეში აერთიანებს. პროექტის ფარგლებში, ქართველი და უცხოელი არტისტების Live პერფორმანსები გაიმართება. კოლაბორაციის მიზანია თანამედროვე ხელოვანების მხარდაჭერა, მსმენელისთვის მუსიკალურად მრავალფეროვანი სივრცის შექმნა და მათთვის ხარისხიანი მუსიკის შეთავაზება.  

პროექტის პირველი კონცერტი ეთერში უკვე გავიდა და მსმენელმა მიშო ურუშაძისა და ამიკო ნინუასშემოქმედება მოისმინა.  

პროექტის შექმნის იდეა რადიო GIPA-ს ხელმძღვანელს, თინა კლდიაშვილს და მუსიკალურ პროდიუსერს, მუსიკოს მიშო ურუშაძეს გაუჩნდათ.

თინა კლდიაშვილი, რადიო GIPA-ს ხელმძღვანელი:„როგორც იცით, რადიო GIPA ოფიციალურად თანამშრომლობს ამერიკულ რადიოსთან NPR-თან. მათ აქვთ ასეთი პროექტი - Tiny Desk Concerts. მე და მიშო  ვსაუბრობდით ამ გამოცდილების გაზიარებაზე და გადავწყვიტეთ, საქართველოს რადიოსივრცეში აქამდე არარსებული ფორმატი, ე.წ. „ლაივ“ პერფორმანსიგაგვეკეთებინა. ეს იდეა „ვოლვო ქარსის“ წარმომადგენლებს გავუზიარეთ და ამის შემდეგ დაიწყო ჩვენი თანამშრომლობა.

ამ ფორმატის პერფორმანსი საქართველოს რადიოსივრცეში არ გაკეთებულა და  მნიშვნელოვანია იმ კონტენტის გამო, რომელსაც ამ კონკრეტული პროექტის მეშვეობით მსმენელი მოისმენს. ის მუსიკა, რომელსაც რადიო GIPA  და Volvo მსმენელს სთავაზობს, ქართველი არტისტების, ამ შემთხვევაში, მიშო ურუშაძისა და ამიკო ნინუას მიერ არის შექმნილი. ასეთი ხარისხიანი მუსიკის ფართო აუდიტორიისთვის გაზიარება ჩვენთვის ის უპირატესობაა, რომლითაც ვამაყობთ. აქვე დიდი მადლობა მიშოსა და ამიკოს იმ მუსიკისთვის, რომელსაც ისინი ქმნიან“. 

ხარისხიანი მუსიკის მხარდაჭერაა „ვოლვო ქარსაქართველოს“ პროექტში ჩართვის მიზეზი. კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელი რუსუდან გრძელიძე ამბობს, რომ რადიო GIPA-სთან თანამშრომლობა პრიორიტეტებისა და მიზნების თანხვედრის გამო გადაწყვიტეს.   

რუსუდან გრძელიძე, „ვოლვო ქარ საქართველოს“ მარკეტინგის ხელმძღვანელი: „საქართველოს ბაზარზე შემოსვლის დღიდან ვცდილობთ, მაქსიმალურად დავუჭიროთ მხარი ქართველ არტისტებს და ზოგადად, ხარისხიანი მუსიკის პოპულარიზაციას. ვფიქრობთ, ეს პროექტი ამის ერთ-ერთი მაგალითია. მსმენელებისთვისაც სასიამოვნო იქნება, იმ დროში, რომელსაც სახლიდან სამსახურამდე მანქანაში ატარებენ, შესანიშნავ მუსიკასმოუსმინონ. გვსურს, „ვოლვოს“ მომხმარებლები გავახალისოთ. გვინდა, ვაგრძნობინოთ, რომ ვზრუნავთ მათზე, მათ განწყობაზე და ამას ხარისხიანი მუსიკის მხარდაჭერით ვაკეთებთ“.

„ვოლვო ქარ საქართველოსა“ და რადიო GIPA-ს თანამშრომლობის ფარგლებში, ქართველი და უცხოელი არტისტების „ლაივ“ კონცერტები თვეში ერთხელ გაიმართება. რადიოეთერის (FM 94.3) გარდა, მუსიკალური შოუს მოსმენა ორივე კომპანიის Facebookგვერდებზე დაანონსდება, აქვე განთავსდება კონცერტების „სტრიმიც“. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...