0 1 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის ინვესტორთა დღე 2022 უზბეკეთში გაიმართება

თიბისი ჯგუფი მორიგ ინვესტორთა დღეს 4 ნოემბერს უზბეკეთში, ქალაქ სამარყანდში გამართავს. ღონისძიება გაიმართება უზბეკეთის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში.

თიბისის ინვესტორთა დღე წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ანალიტიკოსებისა და ინვესტორებისთვის ტარდება.  ამ დღეს, თიბისის მენეჯმენტი საზოგადოებას კომპანიის სტრატეგიული პრიორიტეტების მიმოხილვას და ფინანსურ-საოპერაციო მუშაობის პრეზენტაციებს წარუდგენს.

ღონისძიებაზე თიბისის მენეჯმენტი ისაუბრებს ისეთ თემებზე როგორებიცაა, თიბისის საქმიანობა და სტრატეგიული პრიორიტეტები, საქართველოსა და უზბეკეთის ფინანსური და მაკროეკონომიკური მიმოხილვა, კომპანიის ტექნოლოგიური და ციფრული განვითარება, ციფრული ეკოსისტემა, თიბისის საერთაშორისო გაფართოება უზბეკეთში და თიბისის საცალო/MSME/კორპორატიული/საინვესტიციო ბანკინგის მიმართულება. საქართველოს საბანკო სექტორის მიმოხილვას კი სპეციალური სტუმარი- საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გააკეთებს.

„მოხარული ვარ, რომ თიბისის ინვესტორთა დღე უზბეკეთში ქალაქ სამარყანდში, უზბეკეთის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში იმართება. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ თიბისისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს უზბეკეთში გაფართოვებას და ციფრული საბანკო სერვისების განვითარებას. ეს პროცესი ჩვენ სამი წლის წინ დავიწყეთ და ვფიქრობ, უკვე გვაქვს შთამბეჭდავი შედეგები. დღევანდელ ღონისძიებაზე თიბისის მენეჯმენტის წევრები წარადგენენ ჩვენს შედეგებს რამდენიმე მიმართულებით და მომავლის სტრატეგიას და ხედვებს. მოგეხსენებათ, წელს თიბისი ბანკს 30 წელი შეუსრულდა, ეს მნიშვნელოვანი თარიღია, იმისათვის რომ განვლილი გზა შეაფასო და სამომავლო სტრატეგიები დაისახო. ჩვენ, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ვაპირებთ, ციფრული ტექნოლოგიების განვითარების გზით კიდევ უფრო მივუახლოვდეთ ჩვენს მისიას - გავუმარტივოთ ადამიანებს ცხოვრება, “ - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

2019 წელს თიბისიმ ბანკის ჯგუფმა უზბეკეთში წამყვანი ფინტექ კომპანია Payme  შეიძინა და  ბაზარზე ოპერირება დაიწყო, შედეგად კი უზბეკეთში პირველი ციფრული ბანკი გაუშვა. TBC UZ მობილური აპლიკაცია მომხმარებლებს საცალო საბანკო მომსახურებას სთავაზობს, რომელიც ინოვაციურ ფინტექ პლატფორმა Space-ზეა დაფუძნებული. 3 მილიონზე მეტი ჩამოტვირთვა და 2 მილიონზე მეტი რეგისტრირებული საცალო მომხმარებელი - ეს ის შედეგია, რომელიც TBC UZ-მა ორი წლის განმავლობაში მიაღწია. Payme-ზე რეგისტრირებული მომხმარებლების რაოდენობამ კი 7 მილიონს გადააჭარბა.

უზბეკეთის ეკონომიკური ფორუმი 2022 გუშინ გაიხსნა. ფორუმზე გაიმართა პანელური დისკუსია, რომელზე სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის ურთიერთობის საკითხები განიხილეს. განხილვაში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, უზბეკეთის სამთავრობო უწყებების და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა თიბისის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე.

თიბისის ინვესტორთა დღის ტრანსლირება თიბისი ბანკის ჯგუფის ვებგვერდზე www.tbcbankgroup.com განხორციელდება. პრეზენტაციების ნახვა კი ინვესტორებთან ურთიერთობის ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...