0 1 : 0 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ვივა ჯგუფი“ კიდევ ერთ საცხოვრებელ კომპლექსს თბილისში აშენებს

საქართველოს ბანკი სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას აგრძელებს. ბანკთან პარტნიორობით „ვივა ჯგუფმა“ კიდევ ერთი საცხოვრებელი კომპლექსის აშენება თბილისში დაიწყო. საცხოვრებელი კომპლექსის ფართი 15 149 კვ.მ-ს შეადგენს. საქართველოს ბანკი პროექტში 6.3 მილიონი დოლარის ინვესტირებას განახორციელებს.

 

„ჩვენი კომპანია ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს. საქართველოს ბანკთან თანამშრომლობა პირველივე დღიდან დავიწყეთ და მას შემდეგ ერთად არაერთი წარმატებული პროექტი განვახორციელეთ, როგორც თბილისში, ასევე ზუგდიდში. ბანკთან რამდენიმეწლიანი წარმატებული თანამშრომლობის შედეგად კვლავ დავიწყეთ ახალ პროექტზე მუშაობა და სამომავლოდაც, სწორედ  მათი მხარდაჭერით ვგეგმავთ დიღომში ჩვენ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას. ამ დროისთვის დასაქმებული გვყავს 80-მდე ადამიანი“, - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა, ნიკა ბულიამ.

 

„საქართველოს ბანკის ერთერთ პრიორიტეტს ბიზნესის მხარდაჭერა წარმოადგენს. ჩვენ მოხარული ვართ, რომ შეგვიძლია მსგავსი პროექტის დაფინანსება, რომელიც აძლიერებს სამშენებლო სექტორს და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, რადგან იქმნება ახალი სამუშაო ადგილები. გვინდა წარმატება ვუსურვოთ კომპანიას ჩვენი ერთობლივი პროექტების განხორციელებაში და მათ სამომავლო გეგმების რეალიზებაში“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული მომსახურების სექტორის უფროსმა, გიორგი წეროძემ.

 

ინფორმაციისთვის, კომპანია „ვივა ჯგუფს“ საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით არაერთ პროექტზე უმუშავია. ესენია: დიღომში 312 საცხოვრებელი ბინისგან შემდგარი კომპლექსი, რომლის საერთო ფართობიც 22 482 კვ.მ-ს შეადგენს. მიმდინარე პროექტებს შორისაა დიღომისა და ზუგდიდის ორი პროექტი. დიღომის ახალი პროექტი 520 საცხოვრებელ ბინას მოიცავს, რომლის ფართობიც 31 237 კვ.მ-ს შეადგენს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...