თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ. თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...
|
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ განაგრძობს ზრუნვას თანასწორი სამუშაო გარემოს დამკვიდრებაზე და ის უკვე „გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების“ ხელმომწერი გახდა. ამ გადაწყვეტილებით კომპანია გამოთქვამს მზაობას, იზრუნოს ქალთა გაძლიერებასა და სამუშაო სივრცეში თანასწორი შესაძლებლობების გამყარებაზე.
„ქალთა გაძლიერების პროგრამა“ შვიდ ძირითად პრინციპს ეფუძნება და ერთგვარი გზამკვლევიამაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიებისა და ორგანიზაციებისთვის. მთავარი იდეა კი სამუშაო ადგილებსა და საზოგადოებაშიქალების გაძლიერებაა. პრინციპები სრულ თანხვედრაშია ადამიანის უფლებებისა და შრომის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებთან.„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებს ოფიციალურად ხელი 14 დეკემბერს „შერატონ მეტეხი პალასში“ გამართულ კონფერენციაზე მოაწერა.
მარიამ მელიაშვილი, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გენერალური დირექტორი: „ვფიქრობთ, გაეროს „ქალთა გაძლიერების პრინციპების“ხელმოწერით ჩვენმა კომპანიამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ქალების ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით. მიგვაჩნია, რომ ასე, ერთობლივი ძალისხმევით სასურველი შედეგის მიღწევას შევძლებთ: დავარწმუნებთ ქალებს, არასოდეს თქვან უარი მიზნებსა და მისწრაფებებზე, იყვნენ მოტივირებულები და იცოდნენ მეტი თავიანთი უფლებების შესახებ. გვჯერა, ამ გზით მოვახერხებთ სტერეოტიპებთან გამკლავებას და გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალების როლის წინ წამოწევას“.
„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ პირველი კომპანიაა საავტომობილო სექტორში, რომელსაც ქალი გენერალური დირექტორი ჰყავს. კომპანია აქტიურად ახორციელებს პროექტებს, რომლებიც სტერეოტიპების მსხვრევასა და ქალთა როლის გაძლიერებას ემსახურება. „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ ყოველწლიურად ქალთა რალის აქტიური მხარდამჭერია. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფას კიდევ უფრო ეფექტიანად შეძლებენ.
გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში კერძო სექტორთან 2016 წლიდან თანამშრომლობს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კერძო ბიზნესის ინტერესი გენდერული თანასწორობის საკითხზე, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში, სულ უფრო მზარდია. დღეს ქალთა გაძლიერების პრინციპებს საქართველოში უკვე 168 კომპანია აწერს ხელს, რაც,ჯამში, 70 000-ამდე დასაქმებულს ნიშნავს. მსოფლიო მასშტაბით კი „ქალთა გაძლიერების პრინციპების“ ხელმომწერი კომპანიების რიცხვი 7500-ს აღემატება.
ელენე გაბელაია, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის ანალიტიკოსი: „კერძო სექტორის მხარდაჭერა გენდერული თანასწორობის მიღწევის საქმეში ძალიან ღირებულია.გვიხარია, რომ ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისათვის კომპანიები ინტენსიურად მუშაობენ, ახორციელებენ სხვადასხვა ინიციატივას - იქნება ეს სამუშაო ადგილზე ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკისა და პროცედურების დანერგვა, დასაქმებულებისთვის მოქნილი სამუშაო პირობების შეთავაზება, მათ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა, თანამშრომლების გადამზადება, დაწინაურება თუ ზოგადად ხელშეწყობა. გვიხარია, რომ „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ ქალთა გაძლიერების პრინციპებსშემოუერთდა. ეს ნიშნავს, რომ კომპანია იზიარებს იმ ღირებულებებს, რასაც გენდერული თანასწორობა ჰქვია. რაც უფრო მეტი ბიზნესი ჩაერთვება ამ საქმეში, მით უფრო ეფექტიანად და დროულად შევძლებთ ეკონომიკურ წინსვლას არა მხოლოდ დიდ ქალაქებში, არამედ ქვეყნის მასშტაბით“.
„ქალთა გაძლიერების პრინციპები“ 2010 წელს გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური შეთანხმების ერთობლივი ინიციატივით შეიქმნა. მისი მიზანია, კომპანიებს დაეხმაროს, არსებული პოლიტიკა და პროგრამები ქალთა უფლებების გაფართოების განხორციელების პროცესს მოარგონ ან, საჭიროების შემთხვევაში, ახალი პოლიტიკა და პროგრამები შეიმუშაონ.საერთაშორისო პრინციპებზე ხელმოწერით ამ პროცესს უკვე „ტოიოტა ცენტრი თეგეტაც“ შეუერთდა.
--
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანიაა და საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსადა მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია თანამედროვე ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციურ იპერსონალით.
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ. თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...
· საქართველოში Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორი „ჯილი საქართველოა“ აღმოსავლეთი ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, აფრიკა...
ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...
ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...
მოემზადე და მოდი სტადიონზე საგულშემატკივროდ. 2025 წელს, ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩით იწყებენ. საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე ა ჯგუფში შვეიცარია იქნება, რომელიც რაგბი ევროპის ჩე...
· მომსახურების კომპლექსურ ცენტრს გერმანული ავტოკონცერნის MAN-ის მიერ უმაღლესი A კატეგორია მიენიჭა · &...
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
თებერვალი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები