ასობით გამარჯვება უმძიმეს დიაგნოზებზე, მადლიერ პაც...
მკითხველი დიდი ხანია თვალს ადევნებს ლელა გეჯაძეს და მის უნიკალურ სამკურნალო საშუალებას „ქავთას“. ქალბატონ ლელას ფეისბუქ გვერდზე მადლიერ პაციენტთა ასობით კომენტარია, რომლებიც საჯაროდ...
|
სოციალურად დაუცველი მოქალაქეები და ორსულები ხვალიდან, ანტივირუსულ მედიკამენტს, ოსელტამივირს (ტამიფლუ) უფასოდ მიიღებენ, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
მინისტრის თქმით, გადაწყვეტილება გრიპოზული ინფექციებისადმი მომატებული რისკის მქონე ჯგუფებისთვის მედიკამენტზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მიიღეს. “გრიპით ავადობა გაზრდილია, მაგრამ რეალურად, პანიკის საფუძველი არ არის. ჩვენ არ გვაქვს ეპიდემია, არამედ გვაქვს გაზრდილი ავადობა. თუკი აქამდე ჯანდაცვის სამინისტრო ტამიფლუს ორსულებისთვის გასცემდა, დღეიდან უკვე სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე დაიწყება გაცემა. მარაგები საკმარისია და დღეს უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით გადანაწილდება. სოციალურად დაუცველ მოსახლეობასა და ორსულებს შეუძლიათ, ყველა რაიონში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს მიმართონ, სადაც ამ მედიკამენტებს უფასოდ მიიღებენ. ასევე, ტამიფლუს მარაგი აფთიაქებშიც არის, ხოლო პაციენტს თუ მედიკამენტი სტაციონარში დასჭირდა, საყოველთაო დაზღვევის შესაბამისად მიეწოდება. ხაზი მინდა გავუსვა ტამიფლუს დანიშვნის ჩვენებებს: როდესაც გაციების სიმპტომები მკვეთრად სწრაფად იზრდება და ადამიანს რამე სხვა დაავადებაც აქვს (თანდაყოლილი, ქრონიკული თუ სხვა). ასევე, მოხუცები, ორსულები და მელოგინეები რისკჯგუფში შედიან. ტამიფლუ აუცილებლად ექიმმა უნდა დანიშნოს და მნიშვნელოვანია, რომ ის სიმპტომების დაწყებიდან პირველი 48 საათის განმავლობაში დაინიშნოს. მას ასეთ შემთხვევაში აქვს მაქსიმალური ეფექტი”,- აღნიშნა სერგეენკომ.
უწყების ინფორმაციით, პრეპარატის უფასოდ მისაღებად საჭიროა ბენეფიციარებმა მიაკითხონ მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს, წარმოადგინონ ექიმის მიერ გაცემული დანიშნულება (ფორმა N100). შედეგად, ინფორმაცია პირის სოციალური სტატუსის შესახებ გადამოწმდება სამინისტროს შესაბამის ბაზაში იდენტიფიცირების საფუძველზე.
მკითხველი დიდი ხანია თვალს ადევნებს ლელა გეჯაძეს და მის უნიკალურ სამკურნალო საშუალებას „ქავთას“. ქალბატონ ლელას ფეისბუქ გვერდზე მადლიერ პაციენტთა ასობით კომენტარია, რომლებიც საჯაროდ...
ჰემოროი 21-ე საუკუნის მტანჯველი პრობლემაა, ჩვენი ყოველდღიური კვება კი ამ პრობლემას შეიძლება ითქვას უფრო აჩქარებს. „ქავთასი“ ასე ქვია მცენარეულ სამკურნალო საშუალებასა და მალამოს, რომლის გა...
მზის ზედაპირზე ახალი კორონალური ხვრელი აღმოაჩინეს, რომელიც 20-ჯერ აღემატება დედამიწის ზომას, იტყობინება Daily Mail NASA-ზე დაყრდნობით. გამოცემის ცნობით, ამის გამო უახლოეს დღეებში დედამიწის მაცხოვრებლე...
ეს ინფექცია კანის გზით არ გადადის. თუ ადამიანები ხელთათმანის გამოყენებით ცდილობენ, რომ თავისი კანი დაიცვან, კორონავირუსი კანის გზით ორგანიზმში არ შეიჭრება, - ამის შესახებ ინფექციონისტმა, მაი...
ავსტრალიის ბიომედიცინის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფმა გამოაცხადა ანტი-პარაზიტული წამლის "ივერმექტინის" ეფექტურობის შესახებ სხვადასხვა სახის კორონავირუსის, მათ შორის COVID-19ის წინააღმდეგ ...
„ქავთასი“ ასე ჰქვია მცენარეთა ნაკრებს, რომელსაც ფიტოთერაპევტი ლელა გეჯაძე უკვე 17 წელია ამზადებს, მას ჩვენ დავუკავშირდით და გავესაუბრეთ ვკითხეთ სწორედ მიმდინარე აჟიოტაჟს როგორ შეაფასებდა და რას ...
ლელა გეჯაძე 2005 წლიდან მკურნალობს პაციენტებს, თავისი საავტორო პრეპარატით, რომელიც თავდაპირველა დღვიძლისა და ნაღვლის სამკურნალოდ იყო შექმნილი, მაგრამ პაციენტებთან მუშაობისას აღმოჩნდა, რომ მათ კომპლექს...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები