თიბისი IT აკადემიის კიბერუსაფრთხოების კურსი ქალები...
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
|
ზამთარში ავტომობილი განსაკუთრებულ ყურადღებას, შემოწმებასა და ზამთრის ამინდის შესაბამისი პროდუქტებით აღჭურვას მოითხოვს. „თეგეტა მოტორსის“ კრეატიული პრინტ სერია „იმგზავრე ჩავარდნების გარეშე“ სწორედ ამ საკითხს ეხმიანება და ტრადიციულად მძღოლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
კრეატიულ ბანერებზე ყველაზე მნიშვნელოვანი სეზონური პროდუქტებია გამოსახული და მძღოლებს უსაფრთხო გადაადგილებისთვის აუცილებელ პირობებს შეახსენებს. ერთ-ერთი ასეთი ფაქტორი, რომელიც ზამთრის დღეებში ავტომობილის შეუფერხებლად გადაადგილებას უზრუნველყოფს, ანტიფრიზია.
ანტიფრიზი ცივ ამინდებში ავტომობილის გამართულობის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. ეს არის სითხე, რომელიც გაზავების შემდეგ -680-დან -110-მდე ტემპერატურას უძლებს, ამასთანავე მაღალი კონცენტრაციის ანტიფრიზს ყინვამედეგობასთან ერთად, უუმჯობესდება სითბომეგობაც 1600-1800-მდე, რაც იცავს ძრავს გადახურებისა და კოროზიისგან.
ხშირად ზამთრის დადგომამდე გაგრილების სისტემაში არსებული ანტიფრიზის ყინვამედეგობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა რამდენიმე ასეული კილომეტრის გავლის შემდეგ დიდია ალბათობა, რომ მას საექსპლუატაციო ვადა ან რესურსი ამოეწუროს, შესაბამისად სითხემ დაკარგოს ქიმიური თვისებები. სწორედ ამიტომ, უმჯობესია, ზამთრის ბოლოს კიდევ ერთხელ შემოწმდეს და, საჭიროების შემთხვევაში, შეიცვალოს ანტიფრიზი.
თუ მომავალი დღეების მოსალოდნელ ამინდის პროგნოზს გადახედავთ, ნახავთ, რომ ღამით, ტემპერატურა 0-გრადუსიან ნიშნულს სცდება. ასეთი ტემპერატურის პირობებში ძრავის გაგრილების სისტემაში არსებული სითხე რომ არ გაიყინოს და ძრავი ან რადიატორი არ დაგვიზიანდეს, ერთადერთი გამოსავალია ანტიფრიზის ხარისხის შემოწმება და, საჭიროების შემთხვევაში, შეცვლა.
ანტიფრიზის გამოცვლის სიხშირე ყველა მძღოლისთვის სხვადასხვაა. ამიტომ, სეზონების ცვლილებასთან ერთად, აუცილებლად უნდა შეამოწმოთ ანტიფრიზის სამუშაო რესურსი, მისი დონე და, საჭიროების შემთხვევაში, ჩაანაცვლოთ ახლით, რათა დაცული იყოთ ნებისმიერი ამინდისა და ტემპერატურის პირობებში.
მძღოლების უმეტესობა ანტიფრიზის მის ფერს შერჩევისას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ანტიფრიზი შესაძლოა იყოს ნებისმიერი ფერის. მწარმოებლები გარკვეული დანამატების მეშვეობით აძლევენ ფერს იმისთვის, რომ მძღოლმა შეძლოს მისი გარჩევა სხვა სითხეებისგან. სპეციფიკური შეფერილობის დამსახურებით, გაჟონვის შემთხვევაში, მარტივად შეიძლება მისი იდენტიფიცირება. ანტიფრიზის შერჩევისას უნდა იხელმძღვანელოთ მხოლოდ ავტომწარმოებლის რეკომენდაციით. ანტიფრიზის ფერით შერჩევამ შესაძლოა, შეცდომაში შეგიყვანოთ და გაგრილების სისტემის დაზიანება გამოიწვიოს.
ზამთრის ცივ დღეებში ავტომობილის გასამართად „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს.
--
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
● Taycan-მა ელექტრომობილების ისტორიაში მე-4 გინესის რეკორდი დაამყარა ● 17,503-კილომეტრიანი დრიფტი 59-მეტრიანი დიამეტრის წრეზე შ...
თიბისის საგანმანათლებლო პლატფორმის - თიბისი კამპუსის პირველ ეტაპს რომელიც განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით სტუდენტებისთვის შეიქმნა, უკვე 202 კურსდამთავრებული ჰყავს. ახალგაზრდების ცოდნ...
თიბისი მეორე წელია საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის) სასტიპენდიო პროგრამის მთავარი მხარდამჭერია. პროგრამის ფარგლებში, თიბისის ფინანსური მხარდ...
Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები