თიბისი IT აკადემიის კიბერუსაფრთხოების კურსი ქალები...
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
|
ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგურმა (ახალქალაქი 1 და ახალქალაქი 2) ოპერირება დაიწყო. ჰიდროელექტროსადგური კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგმა - CCEH, კომპანია LANSVIRKJUN-თან ერთად განავითარა. ახალქალაქი ჰესის მთავარი ფინანსური მხარდამჭერი თიბისია, რომლის თანამონაწილეობაც პროექტის ფარგლებში, 9 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
ახალქალაქის ჰესი მცირე ზომის, კასკადური ტიპის, მდინარის მოდინებაზე არსებული ჰიდროელექტროსადგურია, რომელიც მდებარეობს მდინარე ფარავანსა და მის მარჯვენა შენაკადზე, მდინარე კორხზე, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფლების დილისკასა და კორხთან ახლოს.
ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგური, 9.1 მეგავატი დადგმული სიმძლავრით, 2022 წელს საქართველოში ექსპლუატაციაში შესულ ჰესებს შორის ყველაზე დიდია, 40 %-იანი წილით დადგმული სიმძლავრის მიხედვით. 2021 წლის მონაცემებით, მისი წილი 50 მილიონი კილოვატსაათი გამომუშავებით მცირე ჰიდროელექტროსადგურების გენერაციაში 6%-ს შეადგენს, ჰიდროელექტროსადგურების სრულ გენერაციაში კი - 0.5%-ს.
პროექტის განვითარება ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით წარიმართა. პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა გარემოსდაცვით, სოციალურ და პოზიტიური გავლენის მიმართულებებს.
„ჩვენ ვქმნით პრეცედენტებს, თუ როგორ უნდა აშენდეს ევროპული სტანდარტების თანამედროვე ჰიდროელექტროსადგურები. ჰიდროელექტროსადგურის განვითარების შედეგად მიღებული დადებითი ეფექტები ვრცელდება როგორც ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, დასაქმებასა და სამუშაო ადგილების შექმნაზე, ასევე ჩვენს ინვესტიციებს თან მოაქვთ ცოდნა, კვალიფიკაცია, დასავლური გამოცდილება, საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრება, უსაფრთხოების ნორმების დაცვა და მუშაობის კულტურა, რომელიც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას ქმნის ადგილობრივი მოსახლეობისთვის და აუმჯობესებს მათი ცხოვრების პირობებს“, - მიხეილ ნიბლაძე, CCEH-ის დირექტორი.
“თიბისისთვის, ისევე როგორც ქვეყნისთვის, ენერგეტიკა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სექტორია. განახლებადი რესურსის ათვისებას კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგი წარმატებით უზრუნველყოფს. გვეამაყება, რომ თიბისისა და CCEH-ის მრავალწლიანი თანამშრომლობა ახალქალაქის ჰიდროელექსტროსადგურთან ერთად, ქვეყნისთვის ისეთ მნიშვნელოვან პროექტებს აერთიანებს, როგორებიცაა: ლახამი ჰესი და აჭი-ინწობა ჰესი. ზოგადად, თიბისის მიერ, საქართველოს მასშტაბით, ჯამში 31 ჰიდროელექტროსადგურია დაფინანსებული”, - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.
CCEH საქართველოში 2015 წლიდან ოპერირებს და ქვეყანაში მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების განვითარებითაა დაკავებული. ამჟამად ფონდის პორტფელში 7 მოქმედი და 2 წინა სამშენებლო ეტაპზე მყოფი ჰიდროელექტროსადურია. თანხაში კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის, CCEH-ის აქტივობა ასე გამოიხატება: 150 მილიონ აშშ დოლარის ინვესტიცია. დღევანდელ დღემდე განხორციელებული ინვესტიცია 75 მილიონს შეადგენს.
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
● Taycan-მა ელექტრომობილების ისტორიაში მე-4 გინესის რეკორდი დაამყარა ● 17,503-კილომეტრიანი დრიფტი 59-მეტრიანი დიამეტრის წრეზე შ...
თიბისის საგანმანათლებლო პლატფორმის - თიბისი კამპუსის პირველ ეტაპს რომელიც განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით სტუდენტებისთვის შეიქმნა, უკვე 202 კურსდამთავრებული ჰყავს. ახალგაზრდების ცოდნ...
თიბისი მეორე წელია საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის) სასტიპენდიო პროგრამის მთავარი მხარდამჭერია. პროგრამის ფარგლებში, თიბისის ფინანსური მხარდ...
Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები