0 1 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ბუღალტერიის განვითარების პროექტში საქართველოს ბანკს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა უერთდება

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ბუღალტერიის გაციფრულების პროექტში საქართველოს ბანკს პარტნიორობას  USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა გაუწევს. რაც იმას ნიშნავს, რომ მცირე და საშუალო ზომის ბიზნესები შეძლებენ კიდევ უფრო მეტად გამოიყენონ ბუღალტერიის გაციფრულების შესაძლებლობები. კერძოდ, მიიღონ დაფინანსება გაციფრულებისთვის და ასევე, ისარგებლონ საბუღალტრო მომსახურებით. აღსანიშნავია, რომ USAID-ს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის დაფინანსება ვრცელდება ისეთ სფეროებზე, როგორიცაა:  ტურიზმი, ინტელექტუალური სერვისები, მსუბუქი მრეწველობის ან კრეატიული ინდუსტრიების მიმართულება. USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში ბიზნესისთვის ხელმისაწვდომი იქნება ისეთი  წამყვანი კომპანიების სერვისები როგორიცაა:  Balance-ი და Nexia TA. საქართველოს ბანკის პარტნიორი კომპანიების ეს შეთავაზება ასევე, მოიცავს ბუღალტრული სერვისებისთვის სპეციალურ ფასდაკლებასა და უფასო მომსახურებას.

„მოხარული ვართ, ვითანამშრომლოთ საქართველოს ბანკთან, რათა დავეხმაროთ მცირე და საშუალო ბიზნესს მათი საბუღალტრო პროცესებისა და ფინანსური ანგარიშების გაციფრულებაში. მხარდაჭერის შედეგად, ბიზნესები შეძლებენ მნიშვნელოვნად შეამცირონ დაფინანსებისთვის საჭირო დრო, რადგან ციფრული პროცესები საქართველოს ბანკის ანალიტიკურ პროგრამულ უზრუნველყოფასთან სრულად იქნება ინტეგრირებული. ეს ინიციატივა ერთერთი მიმართულებაა, რომლითაც USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა  მცირე და საშუალო ბიზნესს ციფრული ეკოსისტემის ათვისებაში ეხმარება და რაც მათ ეფექტურობასა და დაფინანსების პოტენციალს გაზრდის“, - განაცხადა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელმა, მარკ მაკკორდმა.

„საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი, მუდმივად ცდილობს ხელი შეუწყოს საინტერესო პროექტების განხორციელებას. მოხარული ვართ, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან ერთად მხარი დავუჭიროთ მცირე და საშუალო ბიზნესს, მოაწესრიგონ ციფრული ბუღალტერია და ისარგებლონ ისეთი კომპანიების განსაკუთრებული მომსახურებით როგორიცაა -  Balance-ი და Nexia TA.  ვფიქრობთ, ამით  ხელს შევუწყობთ მათთვის ფინანსურ ხელმისაწვდომობას, რადგან ისინი შეძლებენ მოწესრიგებული ბუღალტერიით კიდევ უფრო მეტი  და ახალი შესაძლებლობა შექმნან საკუთარი ბიზნესისთვის“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკმა ბიზნესის წახალისების მიზნით ბუღალტერიის განვითარების პროგრამა  რამდენიმე თვის წინ შეიმუშავა და ის სამ მიმართულებას მოიცავს. ესენია: ბუღალტერიის გაციფრულება, სრული ბუღალტრული სერვისი და ფინანსური ინფორმაციის სწრაფი მიმოცვლა. პროგრამაში ჩართვის მსურველი ბიზნესები შეძლებენ აირჩიონ სასურველი, ერთი ან რამდენიმე მიმართულება და ისარგებლონ მათ ბიზნეს საჭიროებებზე მორგებული უპირატესეობებით.

პროგრამის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://go.bog.ge/3yLdabA

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 15:14

    თიბისი კამპუსში თანამედროვე პროფესიის შემსწავლელი ...

    თიბისის საგანმანათლებლო პლატფორმის - თიბისი კამპუსის პირველ ეტაპს რომელიც  განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით სტუდენტებისთვის შეიქმნა, უკვე 202 კურსდამთავრებული ჰყავს. ახალგაზრდების ცოდნ...

  • 13:26

    ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს სასტიპე...

    თიბისი მეორე წელია საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის) სასტიპენდიო პროგრამის მთავარი მხარდამჭერია. პროგრამის ფარგლებში, თიბისის ფინანსური მხარდ...

  • 19:39

    Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება...

    Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...

  • 09:16

    ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე...

      თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი -  თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...

  • 15:33

    თიბისიმ საქართველოსთვის გაზიარებული სურვილები მთელ...

    ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...

  • 11:31

    თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...

    ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...

  • 19:17

    თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს...

    ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...