1 3 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკი სოციალური პროექტების განხორციელებას განაგრძობს

18 აგვისტო, 2020- საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი სოციალური უთანასწორობის შესამცირებლად პროექტების განხორციელებას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკმა პლატფორმა „სუპერგმირთან“ პარტნიორობა დაიწყო. თანამშრომლობის მიზანია ჩვეულებრივი, რიგითი ადამიანები აქციოს სუპერგმირებად, რომლებიც მოხალისეობრივად იზრუნებენ, რომ მოწყვლად ჯგუფებს გაუხალისონ ბავშვობა.  პლატფორმა აერთიანებს ადამიანებს, რომლებსაც სწამთ, რომ შეუძლიათ შეცვალონ სხვების ცხოვრება უკეთესობისკენ  და საკუთარი წვლილი შეიტანონ ბავშვების გაბედნიერებასა და სოციალური უთანასწორობის პირობებში მათ განვითარებაში. 

სუპერგმირის გუნდი მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს ბავშვებს, რომლებსაც  თანადგომა ჭირდებათ, კრებს ინფორმაციას მათი სურვილებისა და საჭიროებების შესახებ და უზრუნველყოფს, რომ პატარების ხმა და ოცნებები სუპერგმირებამდე მიიტანოს. მოხალისე თავად ირჩევს ბენეფიციარს და ხდება მისი სუპერგმირი.  ამისთვის ის www.supergmiri.ge პლატფორმაზე ეცნობა ბავშვის ისტორიას, ჰობის და ინტერესებს, და იწყებს მის ყოველთვიურ მხარდაჭერას. 

ყოველი თვის ბოლოს სუპერგმირის პლატფორმის გუნდი ბენეფიციარებისთვის კრავს სასაჩუქრე კალათს, რომლისთვისაც პროდუქციას ყველაზე დიდი ინტერნეტ მოლში www.Extra.ge -ს ვებ გვერდზე არჩევს. ექსტრას გუნდი უზრუნველყოფს ბენეფიციარებთან სუპერგმირების გზავნილის მიწოდებასაც მთელი საქართველოს მასშტაბით. 

სუპერგმირს შეუძლია გახდეს ბავშვის მეგობარი, პერიოდულად გაატაროს მასთან დრო, ეთამაშოს და ერთად შეასრულონ საინტერესო მისიები, ამ პროცესში მას დაეხმარებიან სუპერგმირის გუნდის ფსიქოლოგები. მას ასევე შეუძლია მოიწვიოს მეგობარი სუპერგმირები და მათთან ერთად განახორციელოს ყოველთვიური დონაცია. რომლის 100%-ი ხმარდება ბენეფიციარს. პროცესი სრულიად გამჭვირვალეა. 

“საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია სოციალური უთანასწორობის შემცირება და ეკონომიკური შესაძლებლობების ზრდა. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი და სუპერგმირის პარტნიორობის ფარგლებში გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი  წვლილი შევიტანოთ პლატფორმის განვითარებაში, რათა კიდევ უფრო მეტი სუპერგმირი წავახალისოთ, რომ გახდნენ მოხალისეები და საკუთარი მნიშვნელოვანი როლი ითამაშონ მოზარდების განვითარებასა და  მათთვის უკეთესი მომავლის შექმნაში“,- განაცხადა საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა თამარ გოჩაშვილმა. 

ინფორმაციისთვის, supergmiri.ge - არის პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ადამიანებს, რომლებიც  თვლიან, რომ ყველა იმსახურებს უზრუნველ ბავშვობას და სურთ, რომ ამაში საკუთარი წვლილიც შეიტანონ. 

ხშირად სუპერგმირობა არც ისე რთულია. ამისათვის არ არის საჭირო განსაკუთრებული სუპერძალა ან ფრიალა კაპიუშონი, არც მსოფლიოში ყველაზე ბოროტი მტერი ან ტექნოლოგიური კატასტროფა, რომელსაც სუპერგმირის გარდა ვერაფერი შეაჩერებს. ხშირად მტერი სიღარიბე და დაბალი ეკონომიკული შესაძლებლობებია, რომელშიც საქართველოში არც თუ ისე ცოტა ბავშვი ცხოვრობს. ნებისმიერ ადამიანს სულ პატარა ძალისხმევის წყალობით შეუძლია მათ პირად სუპერგმირად იქცეს და მათი ცხოვრება შეცვალოს. 

ხანდახან სუპერგმირობას მხოლოდ ღილაკზე ერთი დაჭერა გვაშორებს! 

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://supergmiri.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:03

    თიბისი ტექსკოლის რეგისტრაციების დასრულებამდე სულ ც...

    თუ ხარ 9-12 კლასის მოსწავლე და შენთვის ახლის შემეცნება, განვითარება და ტექნოლოგიური სამყაროს მწვერვალების მიღწევა პრიორიტეტია, მაშინ 24 მარტის ჩათვლით დარეგისტრირდი თიბისი ტექსკოლის უფასო კურსებზე. თ...

  • 12:53

    თიბისი კაპიტალის ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმო...

    მოცემულ პუბლიკაციაში თიბისი კაპიტალი წლის დასაწყისში ეკონომიკურ ზრდასა და ლარის გაცვლით კურსზე მოქმედი ფაქტორების მიმოხილვას აჯამებს, რაზეც, ბოლო პუბლიკაციებშიც იყო ყურადღება გამახვილებული.   ია...

  • 15:09

    თიბისის შეთავაზება - დაიბრუნე 30% ზუგდიდი მოლში ...

    22 და 23 მარტს, თუ ზუგდიდი მოლს ეწვევით, შეძლებთ ისარგებლოთ თიბისის ქეშბექ შეთავაზებით და ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებითა და ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდის შემთხვევაში, დაიბ...

  • 15:02

    ისტორია ჩვენს თვალწინ იწერება - ბორჯღალოსნების და ...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2025 წლის გათამაშება დომინანტური უპირატესობით მოიგო. ზედიზედ 8 წელია, ბორჯღალოსნები კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხურიდან არ ჩამოსულან ...

  • 10:55

    თიბისის ახალი საგანმანათლებლო ინიციატივა - GetData...

    თიბისი, როგორც მოწინავე კომპანია ტექნოლოგიებსა და მონაცემთა ანალიზის მიმართულებით, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და ამჯერად თიბისი IT აკადემია, ...

  • 10:50

    სიახლე PSP-სგან - პირველი ლოქერი ფარმაციაში ...

    PSP-ს ინოვაციური პროექტი - პირველი ლოქერი ფარმაციაში მომხმარებელს შოპინგის ახალ, კომფორტულ მომსახურებას სთავაზობს: ონლაინ შეკვეთის მისაღებად კონკრეტული მისამართის მითითება და ლოდინი საჭირო აღარ არის;...

  • 14:38

    თიბისი მწარე პოდკასტის მხარდამჭერი გახდა...

    შემეცნებითი პოდკასტების სერია - მწარე პოდკასტი / Bitter Podcast, რომელსაც ისტორიკოსი ნიკა ხოფერია უძღვება, 4 წელზე მეტია ისტორიის მოყვარულებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს და მრავალრიცხოვანი აუდი...