0 4 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

აგვისტოს ომის მეთორმეტე წლისთავზე მერაბ კოსტავას მუზეუმის ეზოში დღეს თაობათა ეროვნული თანხმობის აქტი გაფორმდა

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის ინიციატივით, აგვისტოს ომის მეთორმეტე წლისთავთან დაკავშირებით მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმის ეზოში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი ჯარისკაცები, ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები დღეს შეიკრიბნენ და თაობათა ეროვნული თანხმობის აქტს მოაწერეს ხელი.

როგორც შეკრების ორგანიზატორმა, „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის წარმომადგენელმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და მთლიანობის მთავარი საფრთხე ბოლო ორი ასწლეულის მანძილზე არის რუსეთის მტრული პოლიტიკა.

„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი ჯარისკაცები, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წარმომადგენლები და ჩვენ, ახალი თაობა, უნდა გავერთიანდეთ რუსული აგრესიისა და ოკუპაციის წინააღმდეგ. განგრძობითი ოკუპაციის პირობებში საქართველოსთვის მთავარ ეროვნულ-სახელმწიფოებრივ პრობლემას სწორედ ოკუპაცია წარმოადგენს, სხვანაირად შეუძლებელი იქნება დემოკრატიული, თავისუფალი, ერთიანი საქართველოს მშენებლობა.“- განაცხადა ფავლენიშვილმა.

შეკრებას ესწრებოდნენ აფხაზეთისა და აგვისტოს ომის ჯარისკაცები და სარდლები, გენერლები მამუკა ყურაშვილი და ზაზა გოგავა. გენშტაბის ყოფილმა უფროსმა, გენერალმა ზაზა გოგავამ მადლობა გადაუხადა "სამოქალაქო პლატფორმა 20/20"-ს თაობათა გაერთიანებისთვის და განაცხადა, რომ  მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმის ეზო, სადაც რამდენიმე თაობა დღეს შეიკრიბა, ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოა.

„ეს ადგილი იყო ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფლაგმანი. მოხარული ვარ, რომ აქ შეკრებილია ახალი თაობა. ჩვენ გვაქვს დეოკუპაციის ორი მთავარი მოტივაცია. პირველი, გვყავს მომავალი თაობა, რომელიც თავისუფლებისა და სუვერენიტეტის იდეით ცხოვრობს და მეორე, ჯარისკაცების ხსოვნა, რომელთა დაღვრილი სისხლი უკვალოდ არ ჩაივლის და დაფასდება, როცა საქართველო სრულ თავისუფლებას მიაღწევს. საქართველოს გაცილებით უფრო მეტი ჯარისკაცი ყავს, თითოეული მოქალაქის სახით, ვიდრე მხოლოდ სამხედროები.“- განაცხადა ზაზა გოგავამ.

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 10:40

    თიბისის მხარდაჭერით საერთაშორისო ფოტოფესტივალი „ქო...

    თიბისის მხარდაჭერით 2-6 მაისს, „ქოლგა თბილისი ფოტო" წელს 24-ედ ჩატარდება და ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს უმასპინძლებს.   ფესტივალის ფარგლებში 15 მარტის ჩათვლით ცხადდება ...

  • 18:43

    გაიგე რა შეთავაზებები მოგიმზადათ თიბისი კონცეპტმა ...

    თიბისი კონცეპტმა ერთგულ მომხმარებელს, ტრადიციულად, მათ სურვილებზე მორგებული და მრავალფეროვანი შეთავაზებები მოუმზადა. მხოლოდ 14 თებერვალს, თიბისი კონცეპტის Visa სადებეტო ბარათით ICI PARIS-სა და Voule...

  • 18:38

    საბურავები, ზეთები, აკუმულატორები და ავტონაწილები ...

    დაბალი ტემპერატურა ავტომობილის დეტალებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, შესაბამისად, მათი დროული შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შეცვლა უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის გადამწყვეტია. კრიტიკულ...

  • 13:23

    „Zeekr საქართველომ“ ქართულ ბაზარს ახალი მოდელი - Z...

    Zeekr 009 უკვე „Zeekr საქართველოს“ პორტფელშია. მაღალტექნოლოგიური ბრენდის პირველი ავტომობილები ქართველმა მომხმარებელმა წინასწარი შეკვეთით ჯერ კიდევ ოფიციალურ წარდგენამდე შეიძინა. დახვ...

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...