1 4 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„პარმალატის“ ულაქტოზო რძე - ინოვაციური მეთოდი თქვენი პატარების ჯანმრთელობისთვის

 

მუცლის შებერილობა, დიარეა, მეტეორიზმი ეს ის ნიშნებია, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც შევუწუხებივართ. ფარმაცევტულ ინდუსტრიაში უამრავი მედიკამენტი ან დამხმარე საშუალებაა შექმნილი მსგავსი პრობლემების მოსაგვარებლად, თუმცა ნებისმიერი მათგანი უძლურია, თუ ეს ნიშნები რძის მიღებასთან და ლაქტოზის აუტანლობასთანაა დაკავშირებული. რა არის ლაქტოზა და რატომ ხდება აუტანელი ჩვენი ყოფა თუნდაც ასე უწყინარი რძიანი ყავის მიღებისას. კიდევ უფრო დიდი პრობლემაა ლაქტოზის აუტანლობა ბავშვთა ასაკში, მაშინ როცა ბავშვის ძირიტად რაციონს სწორედ რძე და მასზე მომზადებული პროდუქტები შეადგენს.

ლაქტოზა ნებისმიერი ცხოველური რძის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტია.  ლაქტოზა, ანუ იგივე რძის შაქარი, სწორედ ის ნივთიერებაა, რომლისგანაც  ბავშვი საჭირო ენერგიის დიდ ნაწილს იღებს. გარდა ამისა ლაქტოზა მონაწილეობს კალციუმის, თუთიის, მაგნიუმისა და რკინის შეწოვასა და ორგანიზმისთვის აუცილებელი ნაწლავის მიკროფლორის ჩამოყალიბებაში. ლაქტოზის გადამუშავებას ფერმენტი ლაქტაზა უზრუნველყოფს, რომელიც წვრილი ნაწლავის ლორწოვანში სინთეზდება. სწორედ ამ ჯადოსნური ფერმენტის, ლაქტაზის უკმარისობა ან არარსებობა იწვევს ლაქტოზის, შესაბამისად, რძისა და მისი ნაწარმის აუტანლობას.

როგორც წესი ლაქტოზის აუტანლობა ბავშვობის ასაკში  ვლინდება.  განსაკუთრებით ხშირი ლაქტოზის აუტანლობა დღენაკლულ ბავშვებშია.  წარმოშობის მიხედვით ის შეიძლება იყოს  პირველადი, ეს მსოფლიოში  ლაქტაზის დეფიციტის ყველაზე ხშირი ფორმაა. ამ ტიპის დეფიციტი გენეტიკურია და თაობიდან თაობას გადაეცემა. მეორადი ლაქტაზის დეფიციტი მოზრდილ ასაკში ვლინდება და მისი მაპროვოცირებელი შეიძლება იყოს კუჭ-ნაწლავის ანთებითი დაავადებები, ხშირი ანტიბიოტიკოთერაპია ან ქიმიოთერაპია. თუმცა მეორადი ლაქტაზის დეფიციტი, როგორც წესი უმეტესწილად დროებითია და პირველადი  დაავადების სიმძიმეს უკავშირდება. ასევე არსებობს მემკვიდრული ლაქტოზის აუტანლობა, რომელიც დაბადების პირველი დღეებიდანვე ვლინდება.

თუ თქვენ ან თქვენს პატარას რძის მიღებიდან ნახევარ სათსი აგეღნიშნებათ შმდეგი ნიშნები, რომლებიც საკმაოდ მკვეთრია და რომლებიც არასდროს რჩება ყურედღების მიღმა:, თქვენ ლაქტოზის აუტანლობა გაწუხებთ:

* ნაწლავთა კოლიკა კვების დროს ან კვების შემდეგ (30 წუთში);

* დიარეა ქაფიანი, თხევადი და მჟავესუნიანი განავლოვანი მასებით (დღეში 10-12-ჯერ). 10%-თან პათოლოგია შესაძლოა ყაბზობით გამოვლინდეს;

* მუცლის შებერილობა და აირების დაგროვება. წესისამებრ, ამ დროს ბავშვებს მადა კარგი აქვთ, ხარბად წოვენ ძუძუს, მაგრამ კვების დაწყებიდან რამდენიმე წუთში იწყებენ ტირილს, თავს ანებებენ ძუძუს წოვას და ფეხები მუცელთან მიაქვთ;

* ნაწლავთა გაძლიერებული ხმიანობა, ყურყური;

* წამოქაფება;

* მძიმე შემთხვევებში – წონის კლებაც კი...

 

ყველასთვის ნათელია რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ცხოველურ რძესა და მის პროდუქტებს ბავშვთა კვებაში. მათთვის რძე ან მასზე დაამზადებული პროდუქტები თითქმის ყოველდღიურ რაციონს შეადგენს. ექიმთან ვიზიტისა და დიაგნოსტირების შემდეგ ასეთ პაციენტებს, როგორც წესი რძემჟავა პროდუქტების: ყველის, ხაჭოს, მაწვნის, ბიფიდობაქტერიების შემცველი იოგურტების მიღება ნებადართული აქვთ, მაშინ, როცა ხშირ შემთხვევაში საერთოდ უარის თქმა უწევთ ცხოველურ რძეზე და მის მიერ მოტანილ სიკეთეზე. სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა რძის წარმოებაში „ულაქტოზო რძის „ წარმოება.  ინოვაციური მეთოდის წყალობით „პარმალატის“ ულაქტოზო რძის წყალობით  ერთდროულად შეგვიძლია მოვხსათ ლაქტოზის აუტანლობასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა და ამავდროულად ვისარგებლოთ ცხოველური რძის ყველა კვებითი ღირებულებით.  „პარმალატის“ ინოვაციური ტექნოლოგიის წყალობით, ლაქტოზას მოლეკულები მარტივად შეწოვად საქარიდებად იშლება, თუმცა რძე ინარჩუნებს მის კვებით ღირებულებას  და იგი მდიდარია ცილებით, კალციუმით, ვიტამინებითა და ყველა იმ  აქტიური ნივთიერებებით, რომელთა მიღებაზეც დამოკიდებულია ჩვენი და ჩვენი პატარას ჯანმრთელობა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 10:40

    თიბისის მხარდაჭერით საერთაშორისო ფოტოფესტივალი „ქო...

    თიბისის მხარდაჭერით 2-6 მაისს, „ქოლგა თბილისი ფოტო" წელს 24-ედ ჩატარდება და ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს უმასპინძლებს.   ფესტივალის ფარგლებში 15 მარტის ჩათვლით ცხადდება ...

  • 18:43

    გაიგე რა შეთავაზებები მოგიმზადათ თიბისი კონცეპტმა ...

    თიბისი კონცეპტმა ერთგულ მომხმარებელს, ტრადიციულად, მათ სურვილებზე მორგებული და მრავალფეროვანი შეთავაზებები მოუმზადა. მხოლოდ 14 თებერვალს, თიბისი კონცეპტის Visa სადებეტო ბარათით ICI PARIS-სა და Voule...

  • 18:38

    საბურავები, ზეთები, აკუმულატორები და ავტონაწილები ...

    დაბალი ტემპერატურა ავტომობილის დეტალებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, შესაბამისად, მათი დროული შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შეცვლა უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის გადამწყვეტია. კრიტიკულ...

  • 13:23

    „Zeekr საქართველომ“ ქართულ ბაზარს ახალი მოდელი - Z...

    Zeekr 009 უკვე „Zeekr საქართველოს“ პორტფელშია. მაღალტექნოლოგიური ბრენდის პირველი ავტომობილები ქართველმა მომხმარებელმა წინასწარი შეკვეთით ჯერ კიდევ ოფიციალურ წარდგენამდე შეიძინა. დახვ...

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...