1 4 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

როგორ ჩატარდება და გაკონტროლდება რეგიონული ჩემპიონატი ნარდში „ევროპაბეთზე“

·       ტურნირი სტარტს 26 ივლისს აიღებს, კვალიფიკაციები 5 ივლისიდან დაიწყება

·       პირველი რეგიონული ონლაინ ჩემპიონატი პროფესიონალურ ნარდში ევროპაბეთზე

სამაგიდო თამაშების ყველაზე დიდი პლატფორმა რეგიონში „ევროპაბეთი“ და საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაცია პროფესიონალურ ნარდში პირველ რეგიონულ ონლაინ ჩემპიონატს მართავენ. ეს არის პირველი შემთხვევა რეგიონში, როდესაც მსგავსი მასშტაბისა და მნიშვნელობის ღონისძიებას ონლაინ პლატფორმა მასპინძლობს. 

რეგიონულ ონლაინ ჩემპიონატში მონაწილეობა, რომელიც 26 ივლისს europebet.com-ზე დაიწყება და მისი საპრიზო ფონდი 50 ათასი ლარია, შესაძლებელია როგორც უფასო ბილეთის მოპოვებით, ისე ფასიანი რეგისტრაციით. საკვალიფიკაციო პირველობები სტარტს 5 ივლისიდან აიღებს და ჩემპიონატის დაწყებამდე დასრულდება. 

რეგიონულ ონლაინ ჩემპიონატში მოხვედრის ერთ-ერთი გზა ყოველდღიურ სატელიტ ტურნირებში გამარჯვებაა, სადაც, ჯამში, 63 უფასო ბილეთი გათამაშდება. უფასო ბილეთის მოპოვება, ასევე, შესაძლებელია ლიდერბორდებში საპრიზო ადგილებზე მოხვედრით, სადაც, ჯამში, 20 ბილეთი გათამაშდება. სულ, ტურნირზე მოხვედრის 3 სხვადასხვა გზა არსებობს:

✅ ყოველდღიურ სატელიტ ტურნირებზე რეგიონული ჩემპიონატის, ჯამში, 63 უფასო ბილეთი გათამაშდება. 

✅ ქეშ მაგიდებისა და სპინ თამაშების 2 დამოუკიდებელ ლიდერბორდში რეგიონული ჩემპიონატის, ჯამში, 20 უფასო ბილეთი გათამაშდება. 

✅ ბაი-ინით რეგისტრაცია, 5 ივლისის 00:00 საათიდან ტურნირის დაწყებამდე ნებისმიერ დროს, შესაძლებელია 100 ლარად.

რეგიონული ონლაინ ჩემპიონატი, რომელიც ოლიმპიური სისტემით გაიმართება, საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციისა და „ევროპაბეთის“ თაღლითობის კონტროლის დეპარტამენტის მკაცრი ზედამხედველობით ჩატარდება და მაქსიმალური ყურადღება დაეთმობა სამართლიან თამაშს. არასამართლიან თამაშში შემჩნეული მოთამაშე გათამაშებიდან მოიხსნება.

„სამართლიან თამაშსა და უსაფრთხოების სისტემას მაქსიმალურად გავაკონტროლებთ. შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელშიც, ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად, „ევროპაბეთის“ ტექნიკური პერსონალიც შევა. მონაწილის საეჭვო თამაშის შემჩნევის შემთხვევაში, სპეციალური პროგრამით ტესტირების შედეგად, დავადგენთ, საქმე უნებლიე შემთხვევასთან გვაქვს თუ განზრახ ქმედებასთან“, - აცხადებს საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციის პრეზიდენტი რევაზ ცხოვრებაშვილი.

რეგიონულ ონლაინ ჩემპიონატზე მთავარი მსაჯი საქართველოს სპორტული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ბაქარ მათიკაშვილი იქნება. ჩემპიონატზე, ასევე, იმსაჯებენ: იაკობ გარალი (უკრაინის ნარდის ფედერაციის აღმასრულებელი მდივანი), სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები: კარენ სარქისიანი, დავით ტლაშაძე და ვლადიმერ ხარხელაური.

„სამწუხაროდ, არცთუ იშვიათია შემთხვევები, როდესაც მოთამაშეები მანიპულაციებს მიმართავენ და მსოფლიო პრაქტიკაში, ასეთ დროს, მოთამაშეს პირველივე ჯერზე დისკვალიფიკაციით სჯიან. ჩვენს ჩემპიონატზე მკაცრი კონტროლი გვექნება. გამოვიყენებთ სპეციალურ პროგრამებს, რომელთა მეშვეობითაც, ავტომატურად დაფიქსირდება მანიპულაციის მცდელობა. მათი გამოყენებით შევამოწმებთ, მოთამაშე ნამდვილად თვითონ თამაშობს თუ რომელიმე პროგრამას იყენებს. ჩემპიონატზე სხვა ტიპის თაღლითობა გამორიცხულია“, - აცხადებს კარენ სარქისიანი.

ჩემპიონატი, რომლის საპრიზო ფონდი 50 ათასი ლარია, 26 ივლისს, 14:00 სთ-ზე დაიწყება, მანამდე კი უკვე 5 ივლისიდან საკვალიფიკაციო პირველობები იღებს სტარტს. პრიზიორებს, სოლიდურ ფულად ჯილდოსთან ერთად, სიმბოლური საჩუქრებიც გადაეცემათ. ყოველი თამაში ¼ ფინალის ჩათვლით იქნება 5 ქულამდე, ½ ფინალებში - 7 ქულამდე, ხოლო ფინალში - 9 ქულამდე. ჩემპიონატის გამარჯვებული 10 000 ლარს მიიღებს.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 10:40

    თიბისის მხარდაჭერით საერთაშორისო ფოტოფესტივალი „ქო...

    თიბისის მხარდაჭერით 2-6 მაისს, „ქოლგა თბილისი ფოტო" წელს 24-ედ ჩატარდება და ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს უმასპინძლებს.   ფესტივალის ფარგლებში 15 მარტის ჩათვლით ცხადდება ...

  • 18:43

    გაიგე რა შეთავაზებები მოგიმზადათ თიბისი კონცეპტმა ...

    თიბისი კონცეპტმა ერთგულ მომხმარებელს, ტრადიციულად, მათ სურვილებზე მორგებული და მრავალფეროვანი შეთავაზებები მოუმზადა. მხოლოდ 14 თებერვალს, თიბისი კონცეპტის Visa სადებეტო ბარათით ICI PARIS-სა და Voule...

  • 18:38

    საბურავები, ზეთები, აკუმულატორები და ავტონაწილები ...

    დაბალი ტემპერატურა ავტომობილის დეტალებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, შესაბამისად, მათი დროული შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შეცვლა უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის გადამწყვეტია. კრიტიკულ...

  • 13:23

    „Zeekr საქართველომ“ ქართულ ბაზარს ახალი მოდელი - Z...

    Zeekr 009 უკვე „Zeekr საქართველოს“ პორტფელშია. მაღალტექნოლოგიური ბრენდის პირველი ავტომობილები ქართველმა მომხმარებელმა წინასწარი შეკვეთით ჯერ კიდევ ოფიციალურ წარდგენამდე შეიძინა. დახვ...

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...