თიბისის მხარდაჭერით საერთაშორისო ფოტოფესტივალი „ქო...
თიბისის მხარდაჭერით 2-6 მაისს, „ქოლგა თბილისი ფოტო" წელს 24-ედ ჩატარდება და ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს უმასპინძლებს. ფესტივალის ფარგლებში 15 მარტის ჩათვლით ცხადდება ...
|
თიბისის და მასტერქარდის ორგანიზებით საქართველოში პირველად ორგანიზაციული ტრანსფორმაციის და ეჯაილის თემაზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.
კონფერენციაში „ორგანიზაციული ტრანსფორმაცია და ეჯაილი“ მონაწილეობას მიიღებენ წამყვანი პროფესიონალები საერთაშორისო კომპანიებიდან, რომლებიც მონაწილეებს გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და ეჯაილ ტრანსფორმაციის საუკეთესო პრაქტიკებს.
კონფერენციის მონაწილეებს შორის არის ცნობილი საერთაშორისო ექსპერტი ეფი ვან დენ ბორნე, რომელიც საერთაშორისო ჰოლანდიური ბანკის ING - ის ეჯაილ ტრანსფორმაციაზე ისაუბრებს.
თიბისის ეჯაილ ტრანსფორმაციის გზაზე გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე და გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ქურდიანი ისაუბრებენ. ისინი შეეხებიან ისეთ საკითხებს, როგორიცაა, როგორ უნდა უპასუხოს კომპანიამ გამოწვევებს და აქციოს ისინი შესაძლებლობად და რატომ დგება ორგანიზაციაში ტრანსფორმაციის საჭიროება.
„ეჯაილი მუშაობის განსაკუთრებულად ეფექტური სისტემაა. ახალი სტრუქტურა საშუალებას იძლევა პროცესები უფრო სწრაფად და მოქნილად ვმართოთ. ამ პრინციპით მუშაობა თანამშრომლებს მეტ თავისუფლებას აძლევს და ასე უფრო წარმატებული პროდუქტი და მომსახურება იქმნება. დელეგირებული ბიზნესპროცესების და ავტონომიის საშუალებით ჩვენმა ეჯაილ გუნდებმა ბოლო თვეებში არაერთი წარმატებული პროდუქტი შესთავაზეს მომხმარებელს. ვფიქრობთ, რომ ორგანიზაციული ტრანსფორმაციის კუთხით ძალიან ბევრი დაგვიგროვდა, რის გაზიარებასაც ვაპირებთ ამ კონფერენციაზე,“ - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.
კონფერენციაზე მოწვეულ სპიკერებს შორის იქნებიან უცხოელი და ქართველი ექსპერტები კომანიებიდან: Mckinsey, Unicredit, IT altris, AgileLAB, Busuu, Siemens, HTS Solutions და სხვა.
კონფერენცია მიეძღვნება შემდეგ თემებს:
· რა არის ეჯაილი და როგორ მუშაობს ის სინამდილეში;
· კომუნიკაცია და კულტურული ცვლილებები ეჯაილის დროს;
· რატომ ირჩევენ ორგანიზაციები ტრანსფორმაციისთვის ეჯაილს;
· რაში ეხმარება ეჯაილი ორგანიზაციებს;
· ეჯაილ ფრეიმვორკების სპეციფიკა;
· რა არის ბიზნეს ეჯაილი;
· ექსპერიმენტული კულტურა;
· დევოპსი და ეჯაილი;
· ორგანიზაციული ტრანსფორმაციის წარმატებული ქეისები.
ძირითადი ნაწილის დასრულების შემდეგ გაიმართება პანელური დისკუსია, სადაც ქართული კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ ისაუბრონ თავიანთი ბიზნესის განვითარებასა და ტრანსფორმაციაზე. მოწვეულ სტუმრებს შორის არიან „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ პრეზიდენტი თემურ ჭყონია, „თეგეტა მოტორსის“ დამფუძნებელი თემურ კოხოძე და კომპანია „ნოვას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ზვიად აბულაძე.
კონფერენციაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ვისაც აინტერესებს ეჯაილი და ცვლილებები ორგანიზაციაში - სტუდენტები, ტექნოლოგიური კომპანიები, დიდი და პატარა ბიზნესების წარმომადგენლები.
დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია tkt.ge-ზე. დასწრება თავისუფალია.
თიბისის მხარდაჭერით 2-6 მაისს, „ქოლგა თბილისი ფოტო" წელს 24-ედ ჩატარდება და ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს უმასპინძლებს. ფესტივალის ფარგლებში 15 მარტის ჩათვლით ცხადდება ...
თიბისი კონცეპტმა ერთგულ მომხმარებელს, ტრადიციულად, მათ სურვილებზე მორგებული და მრავალფეროვანი შეთავაზებები მოუმზადა. მხოლოდ 14 თებერვალს, თიბისი კონცეპტის Visa სადებეტო ბარათით ICI PARIS-სა და Voule...
დაბალი ტემპერატურა ავტომობილის დეტალებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, შესაბამისად, მათი დროული შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შეცვლა უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის გადამწყვეტია. კრიტიკულ...
Zeekr 009 უკვე „Zeekr საქართველოს“ პორტფელშია. მაღალტექნოლოგიური ბრენდის პირველი ავტომობილები ქართველმა მომხმარებელმა წინასწარი შეკვეთით ჯერ კიდევ ოფიციალურ წარდგენამდე შეიძინა. დახვ...
როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...
თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...
თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...
თებერვალი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები