1 3 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„ქართული ლუდის კომპანია“, თიბისის მხარდაჭერით, საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე მომუშავე პერსონალს „ზედაზენის“ პროდუქციით ამარაგებს

 

„ქართული ლუდის კომპანია“, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ტერიტორიაზე დღეისათვის მოქმედ ყველა საკონტროლო გამშვებ პუნქტზე მომუშავე პერსონალს „ზედაზენის“ პროდუქციით ამარაგებს. პროექტის ჯამური ღირებულება 150,000 ლარს აჭარბებს. 

თიბისი აღნიშნულ ინიციატივაში პროგრამის - #თიბისიშენთვის ფარგლებში ჩაერთო, რომელიც COVID-19-ის შედეგებთან საბრძოლველად შეიქმნა და მისი მიზანი ვირუსის შედეგებით დაზარალებული ადამიანებისთვის და ბიზნესებისთვის ცხოვრების გამარტივებაა. 

„მიგვაჩნია, რომ ერთიანობა და ასევე ქართული კომპანიების ინიციატივები, მნიშვნელოვანია არსებული ვითარების დასაძლევად. სწორედ ამიტომ, თიბისისთან თანამშრომლობით, იმ ადამიანების დახმარებას და პროდუქციით მომარაგებას ვიწყებთ, რომლებიც დღეს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში მუშაობენ, რისკის წინაშე დგანა და ვისაც ჩვენი მხარდაჭერა ამ ეტაპზე ყველაზე მეტად სჭირდებათ.“ - „ქართული ლუდის კომპანიის“ დირექტორი - კახაბერ კოტრიკაძე.

 

„თიბისის და ჩვენი კორპორატიული პარტნიორების თანამშრომლობა მნიშნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევაში. პროგრამის - #თიბისიშენთვის ფარგლებში მზად ვართ, მაქსიმალურად დავეხმაროთ ქვეყანას COVID-19-ით გამოწვეულ შედეგებთან ბრძოლაში. სწორედ ამიტომ, აქტიურად ვმუშაობთ როგორც ბიზნესსექტორთან, ასევე სახელმწიფო უწყებებთან ერთად, არსებული საჭიროებების შესაბამისი ზომების მისაღებად.“ - თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი - ვახტანგ ბუცხრიკიძე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 10:40

    თიბისის მხარდაჭერით საერთაშორისო ფოტოფესტივალი „ქო...

    თიბისის მხარდაჭერით 2-6 მაისს, „ქოლგა თბილისი ფოტო" წელს 24-ედ ჩატარდება და ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს უმასპინძლებს.   ფესტივალის ფარგლებში 15 მარტის ჩათვლით ცხადდება ...

  • 18:43

    გაიგე რა შეთავაზებები მოგიმზადათ თიბისი კონცეპტმა ...

    თიბისი კონცეპტმა ერთგულ მომხმარებელს, ტრადიციულად, მათ სურვილებზე მორგებული და მრავალფეროვანი შეთავაზებები მოუმზადა. მხოლოდ 14 თებერვალს, თიბისი კონცეპტის Visa სადებეტო ბარათით ICI PARIS-სა და Voule...

  • 18:38

    საბურავები, ზეთები, აკუმულატორები და ავტონაწილები ...

    დაბალი ტემპერატურა ავტომობილის დეტალებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, შესაბამისად, მათი დროული შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შეცვლა უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის გადამწყვეტია. კრიტიკულ...

  • 13:23

    „Zeekr საქართველომ“ ქართულ ბაზარს ახალი მოდელი - Z...

    Zeekr 009 უკვე „Zeekr საქართველოს“ პორტფელშია. მაღალტექნოლოგიური ბრენდის პირველი ავტომობილები ქართველმა მომხმარებელმა წინასწარი შეკვეთით ჯერ კიდევ ოფიციალურ წარდგენამდე შეიძინა. დახვ...

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...