1 5 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

“აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ – „სოკარის“ მხარდაჭერით ბოულინგის ინტეგრირებული ტურნირი ჩატარდა

„ისთ პოინტის“ ბოულინგის ადაპტირებულ დარბაზში საქართველოს პირველობაზე ბოულინგის ინტეგრირებული ტურნირი გაიმართა. ჩემპიონატში მონაწილეობა სამშვიდობო მისიებსა და სხვადასხვა საომარ მოქმედებაში დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა, ვეტერანებმა, პარასპორტსმენებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა პირებმა მიიღეს. წელს, ჩემპიონატში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაც ჩაერთო.

შეჯიბრში ჯამში 8 გუნდი მონაწილეობდა, რომლებსაც საზოგადოებისთვის ცნობილი პირები ლიდერობდნენ.  გამარჯვება დიზაინერ ირმა კიკნაველიძის გუნდმა მოიპოვა, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ რევაზ გორგაძე, მალხაზ თოფურია, ვეფხია გელაშვილი და ბადრი ტოგონიძე. რაც შეეხება ინდივიდუალურ შეჯიბრს, ქალებს შორის საუკეთესო სტელა ანდრიუკი აღმოჩნდა, კაცებში კი - გელა ხელაძე.

გამარჯვებულებს ფულადი პრიზები, თასი, დიპლომები, მედლები და მხარდამჭერთა მიერ დაწესებული სხვადასხვა პრიზი გადაეცათ.

ღონისძიება გაიმართა პროექტის “აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა” ფარგლებში, რომელსაც „ახალგაზრდული მედია კავშირი“ „სოკარისა“ და „ევროპაბეთის“ მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციას. პროექტის მიზანია კონვენციის იმპლემენტაციის აღსრულების ხელშეწყობა საქართველოს მასშტაბით და შშმ პირთა საზოგადოებაში თანაბარ–უფლებრივი მდგომარეობის დამკვიდრება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:47

    თიბისი ლიზინგს კორპორაციული მდგრადობის ჯილდო გადაე...

    19 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით “კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის “ მეშვიდე ცერემონია გაიმართა. SDG17 “პარტ...

  • 12:22

    PSP სტუდენტებს სიახლეს - სტუდენტურ ბარათს სთავაზობ...

    ახალი, PSP-ს სტუდენტური ბარათი, სტუდენეტების ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა. 20 თებერვლიდან სტუდენტური ბარათის აღება შეუძლიათ 18-24 წლის სტუდენტის სტატუსის მქონე ახალგაზრდებს. PSP-ს სტუდენტური ბ...

  • 17:37

    „თეგეტას” მულტიფუნქციურმა კომპლექსმა კორპორაციული ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კორპორაციული მდგრადობის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტით „თეგეტა X ვოლვოს ენერგოეფექტურ...

  • 12:37

    თიბისი x Amazon Web Services - ტექ პარტნიორობა და ...

    თიბისი მოწინავე ტექ კომპანიაა. ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია. ამის ნათელ მაგალითად კი, თიბისი IT აკადემია შეგვიძლია დავასახელოთ, სადაც სალექციო კურსებს, ძირი...

  • 14:32

    Thermo King-ის ავტოტრანსპორტის სამაცივრე აგრეგატებ...

    ექსკლუზიური სერვისი „თეგეტა მოტორსის“ პორტფელში - გეზის ტერიტორიაზე მდებარე სრულად განახლებულ ფილიალში კომპანია მომხმარებელს Thermo King-ის სამაცივრე აგრეგატების ნაწილების ფართო ასორტიმენ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...