1 4 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის პროექტის „ბაბალეს წინდა“ -ს პრეზენტაცია გაიმართა

25 დეკემბერი, 2019- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით  საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის კიდევ ერთი პროექტი „ბაბალეს წინდა“ განხორციელდა. პროექტის პრეზენტაცია სოციალური საწარმოს სახელოსნო-სალონის ახალ სივრცეში გაიმართა. პროექტის პრეზენტაციის პარალელურად  ბაბალეს სადღესასწაულო ნაკეთობების საშობაო გამოფენა-გაყიდვაც მოეწყო. 

საქართველოს ბანკი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, უკვე მეოთხე წელია, ხელს უწყობს საქართველოში სოციალური  საწარმოების შექმნასა და განვითარებას. ამ მიზნით, საქართველოს ბანკი 2017 წლიდან ახორციელებს სოციალური საწარმოების დაფინანსებას. ამ დრომდე ჯამში 15 სოციალური საწარმოა შექმნილი, რომელიც ბანკმა 650 000 ლარამდე თანხის მოცულობით დააფინანსა. თითოეული საწარმოს შექმნა  50 000 ლარით ფინანსდება.  საქართველოს ბანკის ფონდ „სიცოცხლის ხის“ მიერ ორგანიზებული კონკურსის მიზანია ისეთი სოციალური საწარმოების დაფინანსება, რომელიც სოციალურად აქტუალური საკითხის მოგვარებას და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმებას უზრუნველყოფს. სწორედ საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის პროექტი - ბაბალეს  წინდა. 

„ბაბალეს წინდა“ არის სოციალური საწარმოს ახალი პროდუქცია. წინდები შექმნილია ქართველი მხატვრების, საქართველოს ეროვნული მემკვიდრეობისა და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების ნახატების ინსპირაციის საფუძველზე. თითოეულ წინდას თავისი უნიკალური ვიზუალი და ისტორია აქვს. წინდებიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება დაუნის სინდრომის მქონე პირთა დასაქმებას და მათ დამოუკიდებელ ღირსეულ ცხოვრებას სოციუმში. 

ბაბალეს წინდა, გარდა განსაკუთრებული დიზაინისა და შინაარსობრივად დატვირთული წინდებისა, გამოირჩევა საინტერესო შეფუთვებით. თითოეულ წინდას აქვს თავისი უნიკალური ჩასადები ყუთი, სადაც განთავსებულია ინსპირაციის რეპროდუქცია და მისი ამბავი, ლამაზად მოთხრობილი. აღსანიშნავია, რომ წინდების ეტიკეტები და შესაფუთი ყუთები დამზადებულია გადამუშავებული ქაღალდისგან, რომელსაც საქართველოს ბანკის ფონდ „სიცოცხლის ხის“ ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი სოციალური საწარმო „მწვანე საჩუქარი“ ამზადებს. ორი საწარმოს თანამშრომლობით გარემოზე ზრუნვის გარდა სოციალური საწარმობის ბიზნეს თანამშრომლობის პრეცედენტი შეიქმნა. პროექტის ფარგლებში თავდაპირველად 12 უნიკალური დიზაინის წინდა შეიქმნა. 2020 წლის გაზაფხულზე კი შემდეგი კოლექციის გამოშვება იგეგმება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:47

    თიბისი ლიზინგს კორპორაციული მდგრადობის ჯილდო გადაე...

    19 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით “კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის “ მეშვიდე ცერემონია გაიმართა. SDG17 “პარტ...

  • 12:22

    PSP სტუდენტებს სიახლეს - სტუდენტურ ბარათს სთავაზობ...

    ახალი, PSP-ს სტუდენტური ბარათი, სტუდენეტების ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა. 20 თებერვლიდან სტუდენტური ბარათის აღება შეუძლიათ 18-24 წლის სტუდენტის სტატუსის მქონე ახალგაზრდებს. PSP-ს სტუდენტური ბ...

  • 17:37

    „თეგეტას” მულტიფუნქციურმა კომპლექსმა კორპორაციული ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კორპორაციული მდგრადობის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტით „თეგეტა X ვოლვოს ენერგოეფექტურ...

  • 12:37

    თიბისი x Amazon Web Services - ტექ პარტნიორობა და ...

    თიბისი მოწინავე ტექ კომპანიაა. ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია. ამის ნათელ მაგალითად კი, თიბისი IT აკადემია შეგვიძლია დავასახელოთ, სადაც სალექციო კურსებს, ძირი...

  • 14:32

    Thermo King-ის ავტოტრანსპორტის სამაცივრე აგრეგატებ...

    ექსკლუზიური სერვისი „თეგეტა მოტორსის“ პორტფელში - გეზის ტერიტორიაზე მდებარე სრულად განახლებულ ფილიალში კომპანია მომხმარებელს Thermo King-ის სამაცივრე აგრეგატების ნაწილების ფართო ასორტიმენ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...