1 4 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი ბანკმა ევროპის საინვესტიციო ბანკისგან 90 მილიონი ლარის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

თიბისი ბანკმა ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB) 90 მილიონი ლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გააფორმა. ფინანსური რესურსი 5 წლის განმავლობაში, საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის  დაფინანსებას მოხმარდება.

“მოხარული ვარ, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკთან ასეთი წარმატებული თანამშრომლობა შედგა. ეს პირველი პრეცედენტია, როცა EIB ადგილობრივი ვალუტით დააფინანსებს საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესს. აღნიშნული ხელშეკრულება კიდევ ერთხელ  ადასტურებს ჩვენს ორგანიზაციებს შორის ეფექტურ თანამშრომლობას 2012 წელს დაწყებული პარტნიორული ურთიერთობის გასამყარებლად. ადგილობრივი ვალუტით ბიზნესების დაფინანსება უმნიშვნელოვანესია საქართველოს ფინანსური სექტორისთვის, ვინაიდან ადგილობრივი ვალუტაში მიღებული სესხები მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებს, მათ შორის საოჯახო ბიზნესებს, დაიცავს სავალუტო რისკის პირდაპირი ზემოქმედებისგან და ამავე დროს, ხელს შეუწყობს თიბისი ბანკის პორტფელის დედოლარიზაციას“,  - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

ევროპის საინვესტიციო ბანკი  ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მფლობელობაში არსებული და მათი ინტერესების გამტარებელი ერთადერთი ბანკია. EIB-ის საშუალებით ხელმისაწვდომია ჯანსაღი ინვესტიციების გრძელვადიანი დაფინანსება ევროკავშირის პოლიტიკის მიზნების განსახორციელებლად. 

მოცულობით ყველაზე დიდი მსესხებელი და კრედიტორი, ევროპის საინვესტიციო ბანკი უზრუნველყოფს ჯანსაღი და მდგრადი საინვესტიციო პროექტების დაფინანსებას და ექსპერტულ მომსახურებას, რაც ხელს უწყობს ევროკავშირის პოლიტიკის ამოცანების შესრულებას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:47

    თიბისი ლიზინგს კორპორაციული მდგრადობის ჯილდო გადაე...

    19 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით “კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის “ მეშვიდე ცერემონია გაიმართა. SDG17 “პარტ...

  • 12:22

    PSP სტუდენტებს სიახლეს - სტუდენტურ ბარათს სთავაზობ...

    ახალი, PSP-ს სტუდენტური ბარათი, სტუდენეტების ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა. 20 თებერვლიდან სტუდენტური ბარათის აღება შეუძლიათ 18-24 წლის სტუდენტის სტატუსის მქონე ახალგაზრდებს. PSP-ს სტუდენტური ბ...

  • 17:37

    „თეგეტას” მულტიფუნქციურმა კომპლექსმა კორპორაციული ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კორპორაციული მდგრადობის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტით „თეგეტა X ვოლვოს ენერგოეფექტურ...

  • 12:37

    თიბისი x Amazon Web Services - ტექ პარტნიორობა და ...

    თიბისი მოწინავე ტექ კომპანიაა. ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია. ამის ნათელ მაგალითად კი, თიბისი IT აკადემია შეგვიძლია დავასახელოთ, სადაც სალექციო კურსებს, ძირი...

  • 14:32

    Thermo King-ის ავტოტრანსპორტის სამაცივრე აგრეგატებ...

    ექსკლუზიური სერვისი „თეგეტა მოტორსის“ პორტფელში - გეზის ტერიტორიაზე მდებარე სრულად განახლებულ ფილიალში კომპანია მომხმარებელს Thermo King-ის სამაცივრე აგრეგატების ნაწილების ფართო ასორტიმენ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...