1 4 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ახალი Toyota RAV4-ი ტოიოტა ცენტრი თეგეტასგან

„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ მომხმარებელს Toyota RAV4-ის ახალი მოდელების ფართო არჩევანს სთავაზობს. Toyota RAV4-ი გახლავთ კომპაქტური კროსოვერი, რომლის სერიული წარმოებაც 1994 წლიდან დაიწყო და მალევე გახდა ნამდვილი „ბესტსელერი“. მანამდე კი იყო RAV4-ის კონცეპტუალური მოდელი, რომელიც ტოიოტამ ტოკიოს ავტოგამოფენაზე პირველად 1989 წელს წარადგინა, სადაც ავტომოყვარულთა დიდი დაინტერესება გამოიწვია.RAV4 ანუ Recreational Active Vehicle 4-Wheel Drive-ი არის მოდელი, რომელიც დროსთან ერთად სინქრონულად ვითარდებოდა. დახვეწილი და ელეგანტური, ინდივიდუალური და გამორჩეული, ეს იმ თვისებების მცირე ჩამონათვალია რაც ამ კროსოვერშია თავმოყრილი.აღსანიშნავია, რომ 2019 წლის RAV4-ი იყო ყველაზე მოთხოვნადი ავტომობილი მსოფლიოს მასშტაბით, ეს კი სრულიად ლოგიკურია თუ გავითვალისწინებთ მის დიზაინს, შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების სისტემებს.

განახლებული RAV4-ი გამოირჩევა მკაცრი ექსტერიერითა და თანამედროვე, ტევადი ინტერიერით. მისი შექმნისას იაპონელი ინჟინრების ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო, რომ კროსოვერი ყოფილიყო კომფორტული როგორც მძღოლისთვის, ასევე მგზავრებისთვის. სწორედ ამიტომ წინა სავარძლები წარმოდგენილია მართვის მაღალი პოზიციით, ხოლო უკანა სავარძლებზე აღსანიშნავია დიდი სივრცე, ეს ყოველივე განაპირობებს კომფორტულ მგზავრობას.

განახლებული RAV4-ი წარმოდგენილია 2 ტიპის ძრავით, ის აერთიანებს 16-მდე კომპლექტაციას, მათ შორის 10-მდე ჰიბრიდულ მოდელს. მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის RAV4-ი აღჭურვილი TSS სისტემით (ტოიოტას უსაფრთხოების სისტემებით), რომელიც გახლავთ შეჯახების საწინააღმდეგო სისტემა - ფრონტალური შეჯახების საფრთხის წინასწარი შეტყობინების, ავტომატური დამუხრუჭებისა და ფეხით მოსიარულეთა ამოცნობის ფუნქციით; ავტომატური კრუიზ-კონტროლის სისტემა სიჩქარეთა ყველა დიაპაზონში უზრუნველყოფს წინ მიმავალ ავტომობილამდე უსაფრთხო დისტანციის დაცვის ფუნქციას; საგზაო ზოლიდან გადასვლის შეტყობინების სისტემა, უზრუნველყოფს ავტომობილის მიერ საგზაო მონიშვნის გადაკვეთისას შეტყობინებას, საწყის ზოლში დაბრუნების ავტომატური ფუნქციით; ფარების ავტომატური გადართვის სისტემა ავტომობილის გადაადგილებისას, საჭიროების შემთხვევაში შორი განათების ახლო განათებაზე ავტომატურად გადართვას უზრუნველყოფს.

განახლებული RAV4-ი ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, საქართველოშიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელია. „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ ითვალისწინებს მომხმარებელთა მოთხოვნებს და დეკემბრის თვიდან  RAV4-ის მოდელების ფარტო არჩევანს სთავაზობს. შოურუმში წარმოდგენილია დეფიციტური კომპლექტაციის მოდელები, როგორებიცაა ჰიბრიდული ძრავით, პანორამული ჭერით და ТSS-ს სისტემით (ტოიოტას უსაფრთხოების სისტემებით) აღჭურვილი კომპლექტაციები.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე : (+995 032) 229 20 00 ან გვეწვიეთ შოურუმში მისამართზე: ვაკე, უნივერსიტეტის ქ.N6.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:47

    თიბისი ლიზინგს კორპორაციული მდგრადობის ჯილდო გადაე...

    19 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით “კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის “ მეშვიდე ცერემონია გაიმართა. SDG17 “პარტ...

  • 12:22

    PSP სტუდენტებს სიახლეს - სტუდენტურ ბარათს სთავაზობ...

    ახალი, PSP-ს სტუდენტური ბარათი, სტუდენეტების ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა. 20 თებერვლიდან სტუდენტური ბარათის აღება შეუძლიათ 18-24 წლის სტუდენტის სტატუსის მქონე ახალგაზრდებს. PSP-ს სტუდენტური ბ...

  • 17:37

    „თეგეტას” მულტიფუნქციურმა კომპლექსმა კორპორაციული ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კორპორაციული მდგრადობის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტით „თეგეტა X ვოლვოს ენერგოეფექტურ...

  • 12:37

    თიბისი x Amazon Web Services - ტექ პარტნიორობა და ...

    თიბისი მოწინავე ტექ კომპანიაა. ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია. ამის ნათელ მაგალითად კი, თიბისი IT აკადემია შეგვიძლია დავასახელოთ, სადაც სალექციო კურსებს, ძირი...

  • 14:32

    Thermo King-ის ავტოტრანსპორტის სამაცივრე აგრეგატებ...

    ექსკლუზიური სერვისი „თეგეტა მოტორსის“ პორტფელში - გეზის ტერიტორიაზე მდებარე სრულად განახლებულ ფილიალში კომპანია მომხმარებელს Thermo King-ის სამაცივრე აგრეგატების ნაწილების ფართო ასორტიმენ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...