თიბისი ლიზინგს კორპორაციული მდგრადობის ჯილდო გადაე...
19 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით “კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის “ მეშვიდე ცერემონია გაიმართა. SDG17 “პარტ...
|
#ქალაქიხასიათით - ქართული მინერალური წყალი „ბორჯომის“ მასშტაბური შემოქმედებითი კონკურსი დასრულდა. რომელმა კონკურსანტებმა შეძლეს შეექმნათ უნიკალური #ქალაქიხასიათით 22 ნოემბერს, 12:00 საათზე „რუმსი ჰოუთელ თბილისში“ გამართულ ფინალურ ღონისძიებაზე გახდება ცნობილი.
გამარჯვებულებს „პროფესიონალურ“ და „მოყვარულ“ კატეგორიაში, კონკურსისთვის ჟიური გამოავლენს, ხოლო „ბორჯომის“ რჩეულს კომპანია IDS ბორჯომი თბილისი დაასახელებს. #ქალაქიხასიათით - ეს არის შემოქმედებით კონკურსი, რომელმაც სტარტი 24 სექტემბერს აიღო. კონკურსის მიზანს საქართველოს ქალაქების ინდივიდუალური ხასიათის წარმოჩენა და მათი ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა წარმოადგენდა.
„ძალიან საინტერესო იყო თუ როგორ ხედავდა და გრძნობდა კონკურსის მონაწილე ამა თუ იმ ქალაქის ხასიათს. ამასთან, ნამუშევრის შესაფასებლად, მნიშვნელოვანი იყო გადაღების ხარისხი, სრულყოფილი სიუჟეტი და ინდივიდუალიზმი ხედვაში. საბოლოოდ, მიღებულმა ნამუშევრებმა პროექტის მიზანი გაამართლა. პროექტის მიზანი, კონკურსანტის მიერ საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმოჩენა იყო თავისი ინდივიდუალიზმითა და ხასიათით, რადგან მხოლოდ ადგილობრივ მკვიდრს, ან მასთან ემოციურ კავშირში მყოფ ადამიანს შეუძლია იგრძნოს, გადმოგვცეს და დაგვანახოს ქალაქის ხასიათი განსხვავებული მხრიდან. საქართველო მართლაც უნიკალურია თავისი ღირსშესანიშნაობებით, კუთხეებით, ქალაქებით. ადამიანის მსგავსად თითოეულ ქალაქს აქვს თავისი უნიკალური ხასიათი, სწორედ ამიტომ „ბორჯომმა“ ყველა მსურველს მისცა შესაძლებლობა უკეთ წარმოეჩინა და გაეცნო საზოგადოებსითვის საკუთარი ქალაქი, თავისი ისტორიით, ნაცნობი თუ უცნობი მხარეებით. ვფიქრობთ, პროექტმა გაამართლა,“ - განმარტავს ქართული მინერალური წყალი „ბორჯომის“ ბრენდ მენეჯერი, ირინა კეიდია.
კონკურსის ჟიურის წევრები, არიან რეჟისორი თინა ყაჯრიშვილი, The Movement TV - დამფუძნებელი ანანო ბაკურაძე, live branding დამფუძნებელი ალექს ჩიქოვანი, ოპერატორი მინდია ესაძე, Palitravideo.ge-ს რედაქტორი გიორგი გიორგაშვილი და ფოტოხელოვანი მარი ნაკანი. შემაჯამებელ ღონისძიებაზე, ისინი კონკურსის მნიშვნელობაზე, შეფასებების კრიტერიუმებსა და ნომინაციებში გამარკვებულების ნამუშევრებზე ისაუბრებენ. მანამდე კი, ყველა საკონკურსო ნამუშევრის ნახვა შესაძლებელია სპეციალურად პროექტისთვის შექმნილ პლატფორმაზე www.qalaqikhasiatit.borjomi.com
ცნობისათვის, #ქალაქიხასიათით მასშტაბური ხასიათის კონკურსია და მასში მონაწილეობის მიღება საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ მსურველს შეეძლო. ამისთვის კონკურსანტს უნდა გადაეღო მოკლე ვიდეო, ან შეექმნა ფოტოკოლაჟი, რომელშიც შერჩეული ქალაქის შესახებ გვიამბობდა, კადრში უნდა გამოეყენებინა „ბორჯომი“, აეტვირთა საბოლოო პროდუქტი საკუთარ სოციალურ ქსელში (Facebook/Instagram) ჰეშთეგებით #ქალაქიხასიათით, #ბორჯომი, #დაახასიათეშენიქალაქი და მისი ნამუშევარი მეგობრებისთვის გაეზიარებინა. მნიშვნელოვანია, რომ კონკურსის თემატიკა შეზღუდული არ იყო. აუცილებელ პირობას კავშირი ავტორსა და შერჩეულ ქალაქს შორის კავშირის წარმოჩენა წარმოადგენდა. კონკურსი 2 კატეგორიაში გაიმართა, „მოყვარული“ და „პროფესიონალი“.
პროექტის ორგანიზატორია კომპანია „IDS ბორჯომი თბილისი“ და ის დაფუძნებულია ქართული მინერალური წყლის „ბორჯომის“ 2019 წლის საკომუნიკაციო პლატფორმაზე - შენ გაქვს ხასიათი! ხასიათს ვერ დამალავ!
„ბორჯომი“ კონკურსით #ქალაქიხასიათით კარს გვიღებს საქართველოში და გვაცნობს მის კუთხეებს უცნობი მხარეებით.
19 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით “კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის “ მეშვიდე ცერემონია გაიმართა. SDG17 “პარტ...
ახალი, PSP-ს სტუდენტური ბარათი, სტუდენეტების ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა. 20 თებერვლიდან სტუდენტური ბარათის აღება შეუძლიათ 18-24 წლის სტუდენტის სტატუსის მქონე ახალგაზრდებს. PSP-ს სტუდენტური ბ...
„თეგეტა ჰოლდინგი“, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კორპორაციული მდგრადობის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტით „თეგეტა X ვოლვოს ენერგოეფექტურ...
თიბისი მოწინავე ტექ კომპანიაა. ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია. ამის ნათელ მაგალითად კი, თიბისი IT აკადემია შეგვიძლია დავასახელოთ, სადაც სალექციო კურსებს, ძირი...
ექსკლუზიური სერვისი „თეგეტა მოტორსის“ პორტფელში - გეზის ტერიტორიაზე მდებარე სრულად განახლებულ ფილიალში კომპანია მომხმარებელს Thermo King-ის სამაცივრე აგრეგატების ნაწილების ფართო ასორტიმენ...
თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...
თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...
თებერვალი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები