თიბისი ლიზინგს კორპორაციული მდგრადობის ჯილდო გადაე...
19 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით “კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის “ მეშვიდე ცერემონია გაიმართა. SDG17 “პარტ...
|
მაგთიკომმა თბილისის 133-ე საჯარო სკოლას სწავლების ინოვაციური მეთოდებითა დათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ციფრული ოთახი მოუწყო, რომლის პრეზენტაცია 25 ოქტომბერს გაიმართა.
მაგთიკომმა სრულიად ახლებური სასწავლო სივრცე შექმნა - მაგთის ციფრული ოთახი, რომელიცაღჭურვილია უახლესი ტექნიკური აპარატურით და სწავლების თანამედროვე ფორმების შესაბამისიპროგრამული უზრუნველყოფით. მაგთის ციფრული ოთახი განკუთვნილია პირველიდან მეთორმეტეკლასის მოსწავლეებისათვის. ჭკვიანი პროექტორი, ინტერაქტიული მაგიდები, ვირტუალური და რეალურ-ვირტუალური ლაბორატორიები სასწავლო პროცესს გაცილებით ადვილად აღსაქმელს, საინტერესოს დასახალისოს ხდის.
მაგთის ციფრული ოთახის ვირტუალური და რეალურ-ვირტუალური ლაბორატორიების ავტორია ტექნიკურიუნივერსიტეტის სრული პროფესორი, ვირტუალური მოდელირებისა და კონსტრუირების ცენტრისხელმძღვანელი და SEIT Academy-ის დამფუძნებელი, დავით სონღულაშვილი. „დღეისათვის, სკოლებში სწავლისა და სწავლების პროცესის მაქსიმალური სრულყოფისათვის, აუცილებელია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში საბუნებისმეტყველო დისციპლინების სწავლება ხორციელდებოდეს ტექნოლოგიების მაქსიმალური გამოყენებითა და ინოვაციური მეთოდებით.
მაგთიკომი,რომელიც მუდმივად ცდილობს დაეხმაროს და გვერდში ამოუდგეს საჯარო სკოლებს და ზოგადად,სახელმწიფოში განათლების სისტემის გაძლიერების ხელშემწყობია, აღნიშნული პროექტის ფარგლებში საუკეთესო შანსს აძლევს გამარჯვებულ სკოლასა და მის ყველა მოსწავლეს, რეალურ-ვირტუალური ლაბორატორიების მოწყობით, იყვნენ წარმატებულები და არ ჩამორჩნენ 21-ე საუკუნის გამოწვევებს“, -ამბობს დავით სონღულაშვილი.
მაგთის ციფრული ოთახის ვირტუალური ლაბორატორია დამყარებულია ინტერაქტიული სიმულაციის პრინციპზე, რაც საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების ხარისხს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს და ამარტივებს. ვირტუალური ექსპერიმენტები მაქსიმალურადაა მიახლოებული რეალობასთან, რაც უხილავმოვლენათა ვიზუალიზაციის შესაძლებლობას იძლევა, მოსწავლეებს კი საშუალება ეძლევათ, უფრო ღრმადჩაწვდნენ მოვლენათა არსს და თავად გახდნენ ექსპერიმენტის თანამონაწილენი.
„ჩვენი სკოლა მონაწილეობდა პროექტში „ციფრული სკოლა - საქართველო“, წარვადგინეთ ჩვენს მიერ განხორციელებული ინოვაციური პროექტები და გავხდით გამარჯვებული. პრიზი განსაკუთრებულია - მაგთიკომის სპონსორობით და ჩართულობით სკოლისთვის მოეწყო ყველაზე ინოვაციური და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ვირტუალური ლაბორატორია.
სკოლა ამ შესაძლებლობას მაქსიმალურად გამოიყენებს, მადლობა მაგთიკომს ამ ფასდაუდებელი მხარდაჭერისთვის, განათლებაში ჩადებული ინვესტიცია ხომ ყველაზე დიდ ეკონომიკურ სარგებელს იძლევა“, - აცხადებს 133-ე საჯარო სკოლის დირექტორი, ლიანა ფუტკარაძე. „მაგთიკომისთვის წლებია პრიორიტეტულია საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერა და უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა.
რამდენადაც საზოგადოების, ქვეყნის სწრაფი განვითარების წინაპირობაა განათლებული, ინოვატორი მომავალი თაობის აღზრდა, მაგთიკომი ხელს უწყობს სწავლების პროცესში თანამედროვე მიდგომების და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას.
ეს ყველაფერი კი მნიშვნელოვნად ზრდის საზოგადოების მოტივაციას და ხელმისაწვდომობას უმაღლესი სტანდარტის განათლებასა და პრაქტიკაზე“, - აცხადებს მაგთიკომის კომერციული დირექტორი, ნიკოლოზ დავითაშვილი.
19 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით “კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის “ მეშვიდე ცერემონია გაიმართა. SDG17 “პარტ...
ახალი, PSP-ს სტუდენტური ბარათი, სტუდენეტების ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა. 20 თებერვლიდან სტუდენტური ბარათის აღება შეუძლიათ 18-24 წლის სტუდენტის სტატუსის მქონე ახალგაზრდებს. PSP-ს სტუდენტური ბ...
„თეგეტა ჰოლდინგი“, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კორპორაციული მდგრადობის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტით „თეგეტა X ვოლვოს ენერგოეფექტურ...
თიბისი მოწინავე ტექ კომპანიაა. ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია. ამის ნათელ მაგალითად კი, თიბისი IT აკადემია შეგვიძლია დავასახელოთ, სადაც სალექციო კურსებს, ძირი...
ექსკლუზიური სერვისი „თეგეტა მოტორსის“ პორტფელში - გეზის ტერიტორიაზე მდებარე სრულად განახლებულ ფილიალში კომპანია მომხმარებელს Thermo King-ის სამაცივრე აგრეგატების ნაწილების ფართო ასორტიმენ...
თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...
თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...
თებერვალი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები