0 2 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით SOCIAL IMPACT AWARD-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

საერთაშორისო პროგრამა Social Impact Award-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ფინალურ ეტაპზე გადასულ ექვს გუნდს შორის ჟიურიმ ორი გამარჯვებული დაასახელა, ხოლო ერთი საზოგადოების რჩეული გახდა. სამივე გამარჯვებული გუნდი საქართველოს ბანკისგან ფულად  ჯილდოს მიიღებს და კიევში Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტზე გაემგზავრება, რომელიც 2019 წლის დეკემბერში გაიმართბა.

2019 წლის Social Impact Award-ის გამარჯვებულები გახდნენ:

თაფ თექსთი” - TapText - ორი ხელთათმანისგან შემდგარი მოწყობილობა, რომლის მეშვეობითაც უსინათლოები სრულიად დამოუკიდებლად, ნებისმიერ დროს და ადგილას შეძლებენ ელექტრონული ტექსტის აკრეფას და გაგზავნას.

ბეისმენთი” - Basement - ქართული ალტერნატიული მუსიკის პირველი ორენოვანი ციფრული არქივი, რომლის მიზანიცაა თანამედროვე ქართული მუსიკის კვლევა, შენარჩუნება და გაზიარება.

ზერო სთროუ” - ZeroStraw - ინოვაციური საწრუპი, რომელიც იჭმევა და არ ტოვებს ნარჩენს. 

Impact Hub Tbilisi უკვე მესამე წელია ახორციელებს პროგრამას Social Impact Award-ს, რომელიც არის ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო სტუდენტური პროგრამა სოციალური მეწარმეობის მიმართულებით. პროგრამა ორიენტირებულია სტუდენტების განათლებაზე სოციალური მეწარმეობის დარგში და ახალგაზრდებს სთავაზობს ათთვიან საგანმანათლებლო კურსს თავიანთი იდეების განსახორციელებლად. 

“Impact Hub Tbilisi-მა საქართველოში პროგრამა Social Impact Award-ის განხორციელების ლიცენზია 2017 წელს მიიღო. სამი წლის განმავლობაში ვორქშოფები ჩატარდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რომელსაც საერთო ჯამში 500-მდე სტუდენტი დაესწრო. პროგრამის განმავლობაში სტუდენტები გადიან მთელ პროცესს იდეის გენერირებიდან, ბიზნესგეგმის შედგენამდე, რაც მათ აძლევს შესაძლებლობას რელურად წამოიწყონ სოციალური ბიზნესი.  წელს პროგრამის ფარგლებში 3 გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა, სამივე მათგანი ძალიან აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს” - აღნიშნა Impact Hub Tbilisi-ის თანადამფუძნებელმა, ქეთი ებანოიძემ.  

„საქართველოს ბანკისთვის, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობა და განვითარება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ჩვენ ყოველწლიურად ვაცხადებთ საგრანტო კონკურს და ვაფინანსებთ სოციალურ საწარმოებს, რაც ხელს უწყობს განხორციელდეს კიდევ უფრო მეტი პროექტი ამ  მიმართულებით. ბანკი უკვე მესამე წელია მხარს უჭერს და აფინანსებს, ისეთ მნიშვნელოვან პროექტს როგორიც Social Impact Award-ია, რადგან ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის, დაისახონ მიზნები, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება. საბოლოოდ, ბანკის დაფინანსებით განახორციელონ საკუთარი იდეები და პროექტები“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში. 

პროგრამა Social Impact Award-ის პარტნიორები არიან: საქართველოს ბანკი და UNDP საქართველო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:47

    თიბისი ლიზინგს კორპორაციული მდგრადობის ჯილდო გადაე...

    19 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით “კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის “ მეშვიდე ცერემონია გაიმართა. SDG17 “პარტ...

  • 12:22

    PSP სტუდენტებს სიახლეს - სტუდენტურ ბარათს სთავაზობ...

    ახალი, PSP-ს სტუდენტური ბარათი, სტუდენეტების ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა. 20 თებერვლიდან სტუდენტური ბარათის აღება შეუძლიათ 18-24 წლის სტუდენტის სტატუსის მქონე ახალგაზრდებს. PSP-ს სტუდენტური ბ...

  • 17:37

    „თეგეტას” მულტიფუნქციურმა კომპლექსმა კორპორაციული ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კორპორაციული მდგრადობის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტით „თეგეტა X ვოლვოს ენერგოეფექტურ...

  • 12:37

    თიბისი x Amazon Web Services - ტექ პარტნიორობა და ...

    თიბისი მოწინავე ტექ კომპანიაა. ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია. ამის ნათელ მაგალითად კი, თიბისი IT აკადემია შეგვიძლია დავასახელოთ, სადაც სალექციო კურსებს, ძირი...

  • 14:32

    Thermo King-ის ავტოტრანსპორტის სამაცივრე აგრეგატებ...

    ექსკლუზიური სერვისი „თეგეტა მოტორსის“ პორტფელში - გეზის ტერიტორიაზე მდებარე სრულად განახლებულ ფილიალში კომპანია მომხმარებელს Thermo King-ის სამაცივრე აგრეგატების ნაწილების ფართო ასორტიმენ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...