0 3 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საბურთალოზე განახლებული მაკდონალდსი და მაკკაფე გაიხსნა

26 მაისის მოედანზე მდებარე „მაკდონალდსის“ განახლებული რესტორანი, მომხმარებელს „მომავლის გამოცდილების“ პლატფორმას და „მაკკაფეს“ სთავაზობს. ერთთვიანი სამუშაოების შედეგად, კომპანიამ რესტორნის სრული რემოდელინგი მოახდინა და მომსახურების უმაღლესი სტანდარტები დანერგა. 

ყავისა და დესერტების მოყვარულთა საყვარელი ბრენდი „მაკკაფე“ განახლებული რესტორნის პირველ სართულზე განთავსდა.  ეს უკვე მესამე „მაკკაფეა“ საქართველოში, სადაც მომხმარებელს საშუალება აქვს დააგემოვნოს მაღალი ხარისხის ყავის ნაირსახეობები და გემრიელი დესერტები. 

"მომავლის გამოცდილების“ პლატფორმა კომპლექსური მიდგომაა, რომელიც აერთიანებს მომხმარებლის რესტორანში შესვლისთანავე სტუმართმოყვარეობის ლიდერის დახმარებას, მაგიდასთან მომსახურების სერვისს, რომლის მეშვეობითაც სტუმრებს ლოდინი აღარ სჭირდებათ შეკვეთის ზონაში და სასურველ პროდუქტს მაგიდასთან იღებენ, ასევე მოიცავს შესაკვეთ კიოსკებს, რომლებიც მორგებულია მომსახურების უფრო მარტივ და სწრაფ მოდელზე და მაქსიმალურად ფოკუსირდება მომხმარებლის კომფორტზე.“- აცხადებენ კომპანიაში.

„მაკდონალდს“ საქართველომ,  უმაღლესი სტანდარტების დანერგვის ვერიფიკაცია 2018 წელს წარმატებით გაიარა და ევროპაში ერთ-ერთი მოწინავე გახდა ინოვაციების დანერგვის კუთხით. მიღებული შედეგის მიხედვით, საქართველოს მაკდონალდსი ისეთ ქვეყნებს შორისაა წარმოდგენილი, როგორებიცაა ავსტრია და პორტუგალია.

საბურთალოს „მაკდონალდსის“ განახლებული ინტერიერი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია. რესტორნის რემოდელინგზე უცხოელი სპეციალისტები და სათაო ოფისის წარმომადგენლებიც  მუშაობდნენ.  შედეგად სრულად შეიცვალა დიზაინი, ავეჯი და ტექნიკა, გაუმჯობესდა  რესტორნის დრაივის ზოლიც, რომელიც მომხმარებლებისთვის  გაცილებით მოდერნიზირებული და კომფორტული გახდა.

„მაკდონალდსი“ რესტორნების წამყვანი გლობალური ქსელია, რომელიც მსოფლიოს 119 ქვეყანაში ოპერირებს და ყოველდღიურად დაახლოებით 68 მილიონ ადამიანს ემსახურება. საქართველოშიმაკდონალდსისპირველი რესტორანი 1999 წლის 5 თებერვალს გაიხსნა და მას შემდეგ სხვადასხვა რეგიონში გეგმაზომიერად ფართოვდება: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში და რუსთავში მთლიანობაში 15 ობიექტს მოიცავს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:47

    თიბისი ლიზინგს კორპორაციული მდგრადობის ჯილდო გადაე...

    19 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით “კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის “ მეშვიდე ცერემონია გაიმართა. SDG17 “პარტ...

  • 12:22

    PSP სტუდენტებს სიახლეს - სტუდენტურ ბარათს სთავაზობ...

    ახალი, PSP-ს სტუდენტური ბარათი, სტუდენეტების ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა. 20 თებერვლიდან სტუდენტური ბარათის აღება შეუძლიათ 18-24 წლის სტუდენტის სტატუსის მქონე ახალგაზრდებს. PSP-ს სტუდენტური ბ...

  • 17:37

    „თეგეტას” მულტიფუნქციურმა კომპლექსმა კორპორაციული ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კორპორაციული მდგრადობის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტით „თეგეტა X ვოლვოს ენერგოეფექტურ...

  • 12:37

    თიბისი x Amazon Web Services - ტექ პარტნიორობა და ...

    თიბისი მოწინავე ტექ კომპანიაა. ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია. ამის ნათელ მაგალითად კი, თიბისი IT აკადემია შეგვიძლია დავასახელოთ, სადაც სალექციო კურსებს, ძირი...

  • 14:32

    Thermo King-ის ავტოტრანსპორტის სამაცივრე აგრეგატებ...

    ექსკლუზიური სერვისი „თეგეტა მოტორსის“ პორტფელში - გეზის ტერიტორიაზე მდებარე სრულად განახლებულ ფილიალში კომპანია მომხმარებელს Thermo King-ის სამაცივრე აგრეგატების ნაწილების ფართო ასორტიმენ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...