2 2 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის პარტნიორობით “უძრავი ქონებისა და სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ყოველწლიური ფორუმი“ გაიმართება

13 სექტემბერი, 2019- საქართველოს ბანკის პარტნიორობით, Property Georgia-ს, FIABCI Georgia-ს ინიციატივითა და ორგანიზებით  15-16 ოქტომბერს  “უძრავი ქონების და სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ყოველწლიური ფორუმი “მდგრადი და მედეგი ქალაქების მშენებლობა“  გაიმართება. ღონისძებასთან დაკავშირებით და მის ფარგლებში დაგეგმილი დაჯილდოვების ცერემონიის შესახებ  დღეს მრგვალი მაგიდა გაიმართა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა  ფორუმის შესახებ პროფესიული, საერთაშორისო წრეების ინფორმირება და ცნობადობის ამაღლება.  შეხვედრას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის, მისიების ეკონომიკური ატაშეები, საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენლები, FIABCI Georgia-ს დამფუძნებელი წევრები. 

უძრავი ქონების და სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო მასშტაბური ფორუმი წელს პირველად ჩატარდება, რომლის მიზანია, საქართველოს მსოფლიო რუკაზე პოზიციონირება მოხდეს, როგორც უძრავი ქონების და ტურიზმის, სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ლოკაცია. ფორუმზე განხილული იქნება ისეთი საკითხები როგორიცაა: მდგრადი ქალაქების შექმნის ეკონომიკური შედეგები; ქალაქებში მდგრადი ურბანული ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის  განვითარება. 

ფორუმზე საქართველოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული 50-ზე მეტი ინვესტორი ესტუმრება, რომლებიც თბილისთან ერთად მოინახულებენ საქართველოს რამდენიმე რეგიონს. სტუმრობის მიზანია ინვესტორები გაეცნონ უძრავი ქონების და ტურიზმის საუკეთესო შეთავაზებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. 

ღონისძიებას საერთაშორისო მედია პარტნიორობას გაუწევს Dow Jones/Mansion Global/FN. ფორუმს გააშუქებს წამყვანი და  გავლენიანი საერთაშორისო მედია საშუალებები: BBC, CNN, Bloomberg.

ღონისძიების მთავარი პარტნიორია “საქართველოს ბანკი”, მხარდამჭერები: “გალტ ენდ თაგარტი”, “საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო,” “საქართველოს რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო,” “აწარმოე საქართველოში”, “ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია”, “ქოლიერს საქართველო”, “საპარტნიორო ფონდი”, “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი,” “ფრაისუოთერჰაუსკუპერსი საქართველო”, “საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია”, “გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება,” “პოლონეთის საინვესტიციო და სავაჭრო სააგენტო.”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:47

    თიბისი ლიზინგს კორპორაციული მდგრადობის ჯილდო გადაე...

    19 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით “კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის “ მეშვიდე ცერემონია გაიმართა. SDG17 “პარტ...

  • 12:22

    PSP სტუდენტებს სიახლეს - სტუდენტურ ბარათს სთავაზობ...

    ახალი, PSP-ს სტუდენტური ბარათი, სტუდენეტების ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა. 20 თებერვლიდან სტუდენტური ბარათის აღება შეუძლიათ 18-24 წლის სტუდენტის სტატუსის მქონე ახალგაზრდებს. PSP-ს სტუდენტური ბ...

  • 17:37

    „თეგეტას” მულტიფუნქციურმა კომპლექსმა კორპორაციული ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კორპორაციული მდგრადობის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტით „თეგეტა X ვოლვოს ენერგოეფექტურ...

  • 12:37

    თიბისი x Amazon Web Services - ტექ პარტნიორობა და ...

    თიბისი მოწინავე ტექ კომპანიაა. ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია. ამის ნათელ მაგალითად კი, თიბისი IT აკადემია შეგვიძლია დავასახელოთ, სადაც სალექციო კურსებს, ძირი...

  • 14:32

    Thermo King-ის ავტოტრანსპორტის სამაცივრე აგრეგატებ...

    ექსკლუზიური სერვისი „თეგეტა მოტორსის“ პორტფელში - გეზის ტერიტორიაზე მდებარე სრულად განახლებულ ფილიალში კომპანია მომხმარებელს Thermo King-ის სამაცივრე აგრეგატების ნაწილების ფართო ასორტიმენ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...