0 7 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

HUAWEI -მ 5G-სთან დაკავშირებით 50-ზე მეტი კომერციული კონტრაქტი გააფორმა

აზიისა და წყნარი ოკეანის ინოვაციის დღის მთავარი თემა აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების ციფრული გარდაქმნა იყო. 

რიგით მეხუთე  ღონისძიება 3 სექტემბერს, ჩინეთში  ჩატარდა სადაც მთავრობის, ტექნოლოგიური ინდუსტრიის,  აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნებისა და რეგიონის  200-ზე მეტმა წარმომადგენელმა 5G ტექნოლოგიისა და ახალი ტექნოლგოიების მდგრადი განვითარების საკითხებზე იმსჯელა.

მათივე შეფასებით, 5G ტექნოლოგია ჭკვიანი სამყაროს ქვაკუთხედია, რომელშიც ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. „დღეს, როდესაც უკვე 5G-ს ერაში გადავდივართ, მსოფლიოს მასშტაბით, ინდუსტრიებში ციფრული ტრანსფორმაციის კრიტიკული ეტაპის წინაშე ვდგავართ. ინდუსტრიულმა განვითარებამ უკვე ავტომატიზაციისა და გაციფრულების ეტაპს მიაღწია,“ - ითქვა ღონისძებაზე.   

„5G საჭირო დროს გამოჩნდა.  5G-ს განვითარებასთან ერთად შეიქმნება ბევრი 5G-ს მხარდაჭერის მქონე პროგრამა, რომლებიც მსოფლიოს შეცვლის. 5G, AI, IoT და ქლაუდი უკეთესს ხდის ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას,“ - განმარტა HUAWEI-ს საბჭოს თავმჯდომარემ და სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის პრეზიდენტმა უილიამ ხუმ. 

HUAWEI,  აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნებში, გადამცემ ხაზებს 5G-ს უფრო სწრაფ გამოყენებაში ეხმარება. შესაბამისად, აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნები ლიდერობენ 5G-ს გამოყენების კუთხით. სამხრეთ კორეა მოსფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელმაც გააცნობიერა 5G-ს ფართომასშტაბიანი კომერციული სარგებელი. ამიტომაც,  აპრილის დასაწყისში 5G-ს გამოშვებიდან, მისი გამომწერი ადამიანების რაოდენობამ ქვეყანაში 2 მილიონს გადააჭარბა. სამხრეთ კორეა 5G-ს კომერციული გამოყენების გლობალურ ორიენტირად იქცა. ჩინეთმა 5G-ს ფართომასშტაბიანი ქსელი საპილოტე კომერციული გამოყენებისთვის შექმნა. სამმა მნიშვნელოვანმა  გადამცემმა 5G ქსელი რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, პეკინში, შანხაიში, გუანჯოუსა და შენჯენიში განათავსა. გატესტილი სიგნალის გადაცემის მაჩვენებელი 1 Gbps-ს შეადგენს, ანუ ეს იმას  ნიშნავს, რომ 1080P რეზოლუციის HD ფილმის გადმოწერას მხოლოდ 1 წამი სჭირდება. . 

5G უკვე რეალობაა. მსოფლიოს გარშემო ის უკვე  20 ქვეყანაშია წარდგენილი, ხოლო 33 სხვა ქვეყანაში 5G-ს სპექტრი  გავრცელდა. HUAWEI - მ  ციფრული ეკონომიკის განვითარების ახალი შესაძლებლობა შექმნა. 

კომპანიამ მსოფლიოს მასშტაბით 5G-სთან დაკავშირებით უკვე 50-ზე მეტი კომერციული კონტრაქტი გააფორმა და 200 000 მასიური MIMO AAU-ები გაგზავნა. 5G-ს საპილოტე კომერციულ გამოყენებასა და 5G ინოვაციური პროგრამების აქტიურ გამოკვლევაში HUAWEI-ს მიზანია,  შექმნას დიდი გამოცდილების მქონე ყველაზე უსაფრთხო და განვითარებული 5G პროდუქტები და პროგრამული უზრუნველყოფა. კომპანია ცდილობს, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში, გადამცემების მიერ,  5G-ს უფრო სწრაფად გავრცელებას და მისი უპირატესობების სრულად წარმოჩენას შეუწყოს ხელი. ამით  შესაძლებლობას აძლევს  ინდუსტრიებს გააუმჯობესონ თავიანთი სოციალური ეფექტურობა და დააჩქარონ ინდუსტრიის ციფრული გარდაქმნა. 

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:47

    თიბისი ლიზინგს კორპორაციული მდგრადობის ჯილდო გადაე...

    19 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით “კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის “ მეშვიდე ცერემონია გაიმართა. SDG17 “პარტ...

  • 12:22

    PSP სტუდენტებს სიახლეს - სტუდენტურ ბარათს სთავაზობ...

    ახალი, PSP-ს სტუდენტური ბარათი, სტუდენეტების ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა. 20 თებერვლიდან სტუდენტური ბარათის აღება შეუძლიათ 18-24 წლის სტუდენტის სტატუსის მქონე ახალგაზრდებს. PSP-ს სტუდენტური ბ...

  • 17:37

    „თეგეტას” მულტიფუნქციურმა კომპლექსმა კორპორაციული ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კორპორაციული მდგრადობის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტით „თეგეტა X ვოლვოს ენერგოეფექტურ...

  • 12:37

    თიბისი x Amazon Web Services - ტექ პარტნიორობა და ...

    თიბისი მოწინავე ტექ კომპანიაა. ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია. ამის ნათელ მაგალითად კი, თიბისი IT აკადემია შეგვიძლია დავასახელოთ, სადაც სალექციო კურსებს, ძირი...

  • 14:32

    Thermo King-ის ავტოტრანსპორტის სამაცივრე აგრეგატებ...

    ექსკლუზიური სერვისი „თეგეტა მოტორსის“ პორტფელში - გეზის ტერიტორიაზე მდებარე სრულად განახლებულ ფილიალში კომპანია მომხმარებელს Thermo King-ის სამაცივრე აგრეგატების ნაწილების ფართო ასორტიმენ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...