0 9 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ხვალ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ქართველი და უცხოელი ადვოკატები პრესკონფერენციას გამართავენ

ხვალ, 6 სექტემბერს 12:00 საათზე სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ქართველი და უცხოელი ადვოკატები - სტივენ ქეი, ვინსენტ ბერგერი და ზვიად კორძაძე პრესკონფერენციას გამართავენ.

ცნობისთვის, სტივენ ქეი არის ბრიტანეთის დედოფლის იურისტის საპატიო ტიტულის მფლობელი. საერთაშორისო აღიარების მქონე სისხლის სამართლის სპეციალისტი.  სტივენ ქეი ხელმძღვანელობს სამოცწლიანი გამოცდილების მქონე წამყვან ბრიტანულ იურიდიულ ფირმას „Bedford Row”. არის ევროპის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ბიუროს თანადამფუძნებელი და წევრი. წლების განმავლობაში იყო ინგლისის და უელსის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის მდივანი. 

ვინსენტ ბერგერი არის ფრანგი ადვოკატი, ევროპის კოლეჯის საპატიო პროფესორი, ევროპის ადვოკატთა საბჭოსა  და სამართლის საზოგადოებების (CCBE) ექსპერტი. წლების განმავლობაში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში იკავებდა სხვადასხვა პოზიციას, იყო ევროსაბჭოს ექსპერტი.  

ზვიად კორძაძე არის "კორძაძის საადვოკატო ბიუროს" ადვოკატი და ხელმძღვანელი, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარე, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

შეხვედრა ღიაა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:47

    თიბისი ლიზინგს კორპორაციული მდგრადობის ჯილდო გადაე...

    19 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით “კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის “ მეშვიდე ცერემონია გაიმართა. SDG17 “პარტ...

  • 12:22

    PSP სტუდენტებს სიახლეს - სტუდენტურ ბარათს სთავაზობ...

    ახალი, PSP-ს სტუდენტური ბარათი, სტუდენეტების ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა. 20 თებერვლიდან სტუდენტური ბარათის აღება შეუძლიათ 18-24 წლის სტუდენტის სტატუსის მქონე ახალგაზრდებს. PSP-ს სტუდენტური ბ...

  • 17:37

    „თეგეტას” მულტიფუნქციურმა კომპლექსმა კორპორაციული ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კორპორაციული მდგრადობის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტით „თეგეტა X ვოლვოს ენერგოეფექტურ...

  • 12:37

    თიბისი x Amazon Web Services - ტექ პარტნიორობა და ...

    თიბისი მოწინავე ტექ კომპანიაა. ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია. ამის ნათელ მაგალითად კი, თიბისი IT აკადემია შეგვიძლია დავასახელოთ, სადაც სალექციო კურსებს, ძირი...

  • 14:32

    Thermo King-ის ავტოტრანსპორტის სამაცივრე აგრეგატებ...

    ექსკლუზიური სერვისი „თეგეტა მოტორსის“ პორტფელში - გეზის ტერიტორიაზე მდებარე სრულად განახლებულ ფილიალში კომპანია მომხმარებელს Thermo King-ის სამაცივრე აგრეგატების ნაწილების ფართო ასორტიმენ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...