0 0 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

რე|ბანკი მომხმარებლებს ინტერნეტ და მობაილბანკს სთავაზობს

რე|ბანკმა 26 აგვისტოს ახალი ინტერნეტ და მობაილბანკი გააქტიურა, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს, დისტანციურად მართოს საკუთარი ანგარიშები, მიიღოს დეტალური ინფორმაცია პროდუქტებზე, შეასრულოს გადარიცხვები და გადახდები ან შეუკვეთოს საბანკო პროდუქტები. კლიენტს ასევე შეეძლება, მიიღოს განახლებადი და დეტალური ინფორმაცია გაცვლითი კურსების, სიახლეებისა და შეთავაზებების შესახებ.

ინტერნეტბანკის მომსახურებაზე დარეგისტრირება უფასოა და ონლაინ არის შესაძლებელი. ამისთვის მომხმარებელს რე|ბანკში მიმდინარე ანგარიში უნდა ჰქონდეს.

რე|ბანკის ინტერნეტბანკით სარგებლობისთვის ეწვიეთ გვერდს rebanking.ge ან ჩამოტვირთეთ მობაილ ბანკის აპლიცაკია AppStore-დან ან Google Play. რე|ბანკი პაშა ბანკის საცალო საბანკო მომსახურების ქვე-ბრენდია და მისი  პრეზენტაცია 9 აგვისტოს შედგა. ამ მოკლე ვადაში ბანკმა თბილისში უკვე სამი ფილიალი გახსნა და კიდევ ბევრ საინტერესო სიახლეს პირდება მომხმარებლებს. რე|ბანკის მიზანია გაამარტივოს და ახლებურად წარმოადგინოს საბანკო მომსახურება საცალო სექტორში. პირველ ეტაპზე რე|ბანკი მომხმარებელს სამ ძირითად პროდუქტს შესთავაზებს: ტოპ|ქარდს, მაქსი|ანაბარს და ბლიც|სესხს.

ტოპ|ქარდი 0%-იანი (ეფექტ. 0%-დან) განვადების ბარათია, რომლის მთავარი უპირატესობაა, მომხმარებელს ხარჯების დანაწევრების გზით ყოველთვიურად გამოუთავისუფლოს თანხა სხვა მიზნებისთვის. აღნიშნული ბარათით ამა თუ იმ ნივთის ან მომსახურების შეძენისას მომხმარებელი გადაიხდის ზუსტად იმ საფასურს, რასაც გადაიხდიდა ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში. ამასთანავე, ბარათზე გავრცელდება ქეშბექის ფუნქცია და ბევრი სხვა საინტერესო მახასიათებელი.

მაქსი|ანაბარი და ბლიც|სესხი სტანდარტული საბანკო პროდუქტებია, კონკურენტული საპროცენტო განაკვეთებით და მომსახურების გამარტივებული პირობებით.

რე|ბანკის პროდუქტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება და ასევე, განაცხადის დატოვება შესაძლებელი იქნება ბანკის ვებ-გვერდზე და სატელეფონო მომსახურების ცენტრში:

rebank.ge | +995 32 222 25 25 | *2525

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:47

    თიბისი ლიზინგს კორპორაციული მდგრადობის ჯილდო გადაე...

    19 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით “კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის “ მეშვიდე ცერემონია გაიმართა. SDG17 “პარტ...

  • 12:22

    PSP სტუდენტებს სიახლეს - სტუდენტურ ბარათს სთავაზობ...

    ახალი, PSP-ს სტუდენტური ბარათი, სტუდენეტების ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა. 20 თებერვლიდან სტუდენტური ბარათის აღება შეუძლიათ 18-24 წლის სტუდენტის სტატუსის მქონე ახალგაზრდებს. PSP-ს სტუდენტური ბ...

  • 17:37

    „თეგეტას” მულტიფუნქციურმა კომპლექსმა კორპორაციული ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კორპორაციული მდგრადობის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტით „თეგეტა X ვოლვოს ენერგოეფექტურ...

  • 12:37

    თიბისი x Amazon Web Services - ტექ პარტნიორობა და ...

    თიბისი მოწინავე ტექ კომპანიაა. ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია. ამის ნათელ მაგალითად კი, თიბისი IT აკადემია შეგვიძლია დავასახელოთ, სადაც სალექციო კურსებს, ძირი...

  • 14:32

    Thermo King-ის ავტოტრანსპორტის სამაცივრე აგრეგატებ...

    ექსკლუზიური სერვისი „თეგეტა მოტორსის“ პორტფელში - გეზის ტერიტორიაზე მდებარე სრულად განახლებულ ფილიალში კომპანია მომხმარებელს Thermo King-ის სამაცივრე აგრეგატების ნაწილების ფართო ასორტიმენ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...