0 9 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

კომპანია HUAWEI ინარჩუნებს წამყვან პოზიციებს მსოფლიო მნიშვნელობის მქონე ბრენდებს შორის

ინოვაციური პროდუქტები, ლოიალური გაყიდვების სტრატეგია და ტექნოლოგიების განვითარების ვალდებულება - ეს ის მცირედი ჩამონათვალია,  რაც კომპანია HUAWEI-ს  წარმატების გასაღებს წარმოადგენს და საზოგადოებასაც ხიბლავს. 

კომპანია HUAWEI -მ კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ მისი თითოეული ნაბიჯი მომხმარებელის ინტერესებზეა მორგებული და მასზე ზრუნავს. ამას ადასტურებს კვლევები და ის მასშტაბური გამოკითხვები, რომელიც მსოფლიო ბაზარზე სხვადასხვა გამოცემების მხრიდან ტარდება. „კომპანია HUAWEI-მ გაიმყარა  წამყვანი პოზიცია გლობალურ ბრენდის ინდექსში და ამასთანავე,  ბრენდის ღირებულება 8 პროცენტით გაზარდა,“ - ამ მოსაზრებას კიდევ უფრო ცხაფჰყოფს   BrandZ- ის ყოველწლიური „100 ყველაზე ღირებული გლობალური ბრენდების კვლევა“,  რომლის მიხედვითაც HUAWEI 47-ე ადგილზეა და შარშანდელთან შედარებით ერთი პოზიციით დაწინაურდა. მნიშვნელოვანია, რომ ზედიზედ  ოთხი წელია, რაც HUAWEI  „ტოპ 50“-წამყავნ ბრენდებს შორის არის.

რევოლუციურმა პროდუქტებმა და  ინოვაციურმა შეთავაზებებმა, როგორიცაა HUAWEI P30 სერიის სმარტფონების გაუმჯობესებული კამერის სისტემა და HUAWEI Mate X-ის უპრეცედენტო ტექნოლოგიური ინოვაციები-  5G შესაძლებლობებით და ახალი დასაკეცი დიზაინით, აშკარად აალაპარა მედია და მომხმარებლები. სწორედ, ამ მიღწევებმა განაპირობა საუკეთესო შეფასებები და უამრავი ჯილდოები. აღნიშნული წარმატება, თავისთავად აისახა გაყიდვების მაჩვენებლის ზრდაშიც. 

ექსპერტთა შეფასებით, HUAWEI-ს წარმოება  მისაბაძი მაგალითია სხვა ჩინური ბრენდებისთვის, რათა წარმატებას მიაღწიონ მსოფლიო სამომხმარებლო ეკონომიკაში. BrandZ-ის ტოპ 100-ეულში უკვე 15 ჩინური კომპანიაა.

ექსპერტთა გათვლებით, HUAWEI - ს ტექნოლოგიების განვითარებისადმი ერთგულება  საზოგადოებისა და მომხმარებელის მხიდან კეთილგანწყობასა და სანდოობას იწვევს, რაც სამომავლოდ, ნამდვილად გაზრდის კომპანიის რეპუტაციას გლობალურ სეგმენტში.
მაგალითად, კომპანია HUAWEI ცდილობს ხელოვნური ინტელექტის ტრანსფორმაციული ტექნოლოგია კაცობრიობის დასახმარებლად და ცხოვრების გასაუმჯობესებლად გამოიყენოს. ბოლო პროექტები, როგორიცაა  წიგნების თარგმნა სმენადაქვეითებული ბავშვებისთვის, სახის გამომეტყველებების ამომცნობი უსინათლეობისთვის და ვიზუალური დარღვევების დიაგნოსტიკა, ეფექტურად მკურნალობისთვის - კომპანიამ სწორედ მომხარებელის კეთილდღებისა და გაუმჯობესებული ცხოვრებისთვის გამოიყენა. 

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ.  მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში.  HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს.  HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:47

    თიბისი ლიზინგს კორპორაციული მდგრადობის ჯილდო გადაე...

    19 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით “კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის “ მეშვიდე ცერემონია გაიმართა. SDG17 “პარტ...

  • 12:22

    PSP სტუდენტებს სიახლეს - სტუდენტურ ბარათს სთავაზობ...

    ახალი, PSP-ს სტუდენტური ბარათი, სტუდენეტების ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა. 20 თებერვლიდან სტუდენტური ბარათის აღება შეუძლიათ 18-24 წლის სტუდენტის სტატუსის მქონე ახალგაზრდებს. PSP-ს სტუდენტური ბ...

  • 17:37

    „თეგეტას” მულტიფუნქციურმა კომპლექსმა კორპორაციული ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კორპორაციული მდგრადობის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტით „თეგეტა X ვოლვოს ენერგოეფექტურ...

  • 12:37

    თიბისი x Amazon Web Services - ტექ პარტნიორობა და ...

    თიბისი მოწინავე ტექ კომპანიაა. ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია. ამის ნათელ მაგალითად კი, თიბისი IT აკადემია შეგვიძლია დავასახელოთ, სადაც სალექციო კურსებს, ძირი...

  • 14:32

    Thermo King-ის ავტოტრანსპორტის სამაცივრე აგრეგატებ...

    ექსკლუზიური სერვისი „თეგეტა მოტორსის“ პორტფელში - გეზის ტერიტორიაზე მდებარე სრულად განახლებულ ფილიალში კომპანია მომხმარებელს Thermo King-ის სამაცივრე აგრეგატების ნაწილების ფართო ასორტიმენ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...