0 9 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკმა ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით კონფერენცია - “ინვესტორთა დღე” გამართა

25 ივნისი, 2019- საქართველოს ბანკმა არსებული და პოტენციური ინვესტორებისთვის კონფერენცია - ‘”ინვესტორთა დღე” გამართა. ღონისძიების მიზანი იყო ინვესტორებისთვის უკეთ გაეცნო საქართველო, როგორც რეგიონში გამორჩეული საინვესტიციო ქვეყანა ეკონომიკური მიმზიდველობით, ბიზნესის კეთების ყველაზე ხელსაყრელი პირობებით, სტაბილური საბანკო სისტემით. შეხვედრაზე მოწვეულმა სტუმრებმა მიიღეს ინფორმაცია ქვეყნის მაკროეკონომიკურ მდგომარეობაზე, საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებულ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე, ციფრული ტექნოლოგიების განვითარების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საბანკო სექტორში მიმდინარე და განხორციელებულ ცვლილებებზე, ასევე, საცალო და კორპორატიულ საინვესტიციო მიმართულებებზე. კონფერენციაზე განხილული იყო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.   

„საქართველოს ბანკს ინვესტორებთან ურთიერთობის, ინვესტიციების მოზიდვის და მათი ქართულ ეკონომიკაში დაბანდების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. უცხოელი ინვესტორების მხრიდან ძალიან მაღალია ინტერესი ზოგადად საქართველოს ეკონომიკის და განსაკუთრებით, იმ კომპანიების მიმართ, რომელთა აქციები და ობლიგაციები განთავსებულია საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე. ჩვენი არსებული თუ მომავალი ინვესტორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო  პირადად მიეღოთ ინფორმაცია კომპანიების მენეჯმენტის წარმომადგენლებისგან, ქვეყნის პირველ პირებთან ერთად განეხილათ საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივები. მოხარულები ვართ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიება შედგა, რადგან ვფიქრობთ ეს არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი. რეგულარული და ეფექტური  შეხვედრები ინესტორებთან და ანალიტიკოსთა წრეებთან იძლევა ძალიან კარგ შესაძლებლობას საქართველოში ოპერირებადი კომპანიების, ზოგადად ქვეყნისა და მისი ფინანსური გარემოს შესახებ სწორი და საფუძვლიანი წარმოდგენის შესაქმნელად", -განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ. 

კონფერენციას - „ინვესტორთა დღე“-ს ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის, სახელმწიფო და კერძო კომპანიათა ხელმძღვანელი პირები, მოწვეული 100-მდე ინვესტორი და ანალიტიკოსთა წრეების წარმომადგენლები. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:47

    თიბისი ლიზინგს კორპორაციული მდგრადობის ჯილდო გადაე...

    19 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით “კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის “ მეშვიდე ცერემონია გაიმართა. SDG17 “პარტ...

  • 12:22

    PSP სტუდენტებს სიახლეს - სტუდენტურ ბარათს სთავაზობ...

    ახალი, PSP-ს სტუდენტური ბარათი, სტუდენეტების ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა. 20 თებერვლიდან სტუდენტური ბარათის აღება შეუძლიათ 18-24 წლის სტუდენტის სტატუსის მქონე ახალგაზრდებს. PSP-ს სტუდენტური ბ...

  • 17:37

    „თეგეტას” მულტიფუნქციურმა კომპლექსმა კორპორაციული ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კორპორაციული მდგრადობის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტით „თეგეტა X ვოლვოს ენერგოეფექტურ...

  • 12:37

    თიბისი x Amazon Web Services - ტექ პარტნიორობა და ...

    თიბისი მოწინავე ტექ კომპანიაა. ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია. ამის ნათელ მაგალითად კი, თიბისი IT აკადემია შეგვიძლია დავასახელოთ, სადაც სალექციო კურსებს, ძირი...

  • 14:32

    Thermo King-ის ავტოტრანსპორტის სამაცივრე აგრეგატებ...

    ექსკლუზიური სერვისი „თეგეტა მოტორსის“ პორტფელში - გეზის ტერიტორიაზე მდებარე სრულად განახლებულ ფილიალში კომპანია მომხმარებელს Thermo King-ის სამაცივრე აგრეგატების ნაწილების ფართო ასორტიმენ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...