0 9 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ლონდონში თიბისი ბანკის ჯგუფის აქციონერთა კრება გაიმართა

დღეს, ლონდონში თიბისი ბანკის ჯგუფის (TBC BANK Group PLC) ყოველწლიური აქციონერთა კრება გაიმართა, სადაც 17 საკითხზე იმსჯელეს და მიიღეს გადაწყველება. აქციონერთა 97,63 პროცენტმა მხარი დაუჭირა დირექტორთა საბჭოში მამუკა ხაზარაძისთვის თავმჯდომარის მანდატის გაგრძელებას, ხოლო  ბადრი ჯაფარიძის თავმჯდომარის მოადგილედ არჩევას ხმა აქციონერთა 98,74  პროცენტმა მისცა.

თიბისი ბანკის ჯგუფის აქციონერთა შორის 105 ინსტიტუციონალური ინვესტორია, მათ შორის, აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან და კონტინენტური ევროპიდან.

აქციონერთა და ინვესტორთა მხრიდან გამოხატული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ მოწმობს თიბისი ბანკის ჯგუფის მიერ არჩეული სტრატეგიის წარმატებას.

ჯგუფი აგრძელებს საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოების სტრატეგიას და ამჟამად წარმატებით ახორციელებს უზბეკეთისა და აზერბაიჯანის ბაზრებზე შესვლას. ამას გარდა, ჯგუფის უახლოესი გეგმებია 2022 წლისთვის 10 მილიონ მომხმარებელს შესთავაზოს სხვადასხვა ტექნოლოგიური სერვისები, რისთვისაც თიბისი ბანკის ჯგუფმა წარმატებით დაიწყო ეკოსისტემების განვითარება, ისეთი როგორიც არის ინტერნეტ კომერცია და უძრავი ქონება. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:47

    თიბისი ლიზინგს კორპორაციული მდგრადობის ჯილდო გადაე...

    19 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით “კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის “ მეშვიდე ცერემონია გაიმართა. SDG17 “პარტ...

  • 12:22

    PSP სტუდენტებს სიახლეს - სტუდენტურ ბარათს სთავაზობ...

    ახალი, PSP-ს სტუდენტური ბარათი, სტუდენეტების ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა. 20 თებერვლიდან სტუდენტური ბარათის აღება შეუძლიათ 18-24 წლის სტუდენტის სტატუსის მქონე ახალგაზრდებს. PSP-ს სტუდენტური ბ...

  • 17:37

    „თეგეტას” მულტიფუნქციურმა კომპლექსმა კორპორაციული ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კორპორაციული მდგრადობის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტით „თეგეტა X ვოლვოს ენერგოეფექტურ...

  • 12:37

    თიბისი x Amazon Web Services - ტექ პარტნიორობა და ...

    თიბისი მოწინავე ტექ კომპანიაა. ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია. ამის ნათელ მაგალითად კი, თიბისი IT აკადემია შეგვიძლია დავასახელოთ, სადაც სალექციო კურსებს, ძირი...

  • 14:32

    Thermo King-ის ავტოტრანსპორტის სამაცივრე აგრეგატებ...

    ექსკლუზიური სერვისი „თეგეტა მოტორსის“ პორტფელში - გეზის ტერიტორიაზე მდებარე სრულად განახლებულ ფილიალში კომპანია მომხმარებელს Thermo King-ის სამაცივრე აგრეგატების ნაწილების ფართო ასორტიმენ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...