1 7 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი ბანკი ტაქსის მძღოლების ხელშეწყობის პროგრამას უერთდება

თიბისი ბანკი ტაქსის მძღოლებს მათზე მორგებულ, გამარტივებულ ფინანსურ პროდუქტებს სთავაზობს. 

ტაქსის მძღოლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, თბილისში მომუშავე ტაქსის მძღოლები ავტომობილების შეძენას ან განახლებას თიბისი ბანკის მიერ შეთავაზებული სპეციალური პირობებით შეძლებენ. კერძოდ, ისინი,  ვისაც თბილისის ტაქსის A კატეგორიის ლიცენზიის მიღება სურს, თუმცა ავტომობილის მდგომარეობა, ფერი და სხვა პარამეტრები არ შეესაბამება ლიცენზიის მოთხოვნებს, თიბისი ბანკში სესხის მიღებას გამარტივებული პირობებით შეძლებენ. 

ავტომობილების შეძენა/განახლებისთვის სესხის მიღება შემოსავლის დადასტურების გარეშეა შესაძლებელი. ავტომობილების შეძენის შემთხვევაში, სესხის თანხა 12 000 ლარამდე განისაზღვრება, 6 წლამდე ვადით. გარდა ამისა, ტაქსის მძღოლები უახლოეს მომავალში ავტო დილერებისგან სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ. 

რაც შეეხება ავტომობილის განახლებას, სესხის ოდენობა 8 000 ლარამდე  განისაზღვრება, 4 წლამდე ვადით. უზრუნველყოფა და თანამონაწილეობა ამ შემთხვევაში, არ მოითხოვება. 

ხელშეწყობის პროგრამით სარგებლობა თბილისში მომუშავე ტაქსის მძღოლებს შეუძლიათ. ამისათვის მათ თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალს უნდა მიმართონ.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:http://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/loan-campaign .

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:47

    თიბისი ლიზინგს კორპორაციული მდგრადობის ჯილდო გადაე...

    19 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით “კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის “ მეშვიდე ცერემონია გაიმართა. SDG17 “პარტ...

  • 12:22

    PSP სტუდენტებს სიახლეს - სტუდენტურ ბარათს სთავაზობ...

    ახალი, PSP-ს სტუდენტური ბარათი, სტუდენეტების ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა. 20 თებერვლიდან სტუდენტური ბარათის აღება შეუძლიათ 18-24 წლის სტუდენტის სტატუსის მქონე ახალგაზრდებს. PSP-ს სტუდენტური ბ...

  • 17:37

    „თეგეტას” მულტიფუნქციურმა კომპლექსმა კორპორაციული ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კორპორაციული მდგრადობის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტით „თეგეტა X ვოლვოს ენერგოეფექტურ...

  • 12:37

    თიბისი x Amazon Web Services - ტექ პარტნიორობა და ...

    თიბისი მოწინავე ტექ კომპანიაა. ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია. ამის ნათელ მაგალითად კი, თიბისი IT აკადემია შეგვიძლია დავასახელოთ, სადაც სალექციო კურსებს, ძირი...

  • 14:32

    Thermo King-ის ავტოტრანსპორტის სამაცივრე აგრეგატებ...

    ექსკლუზიური სერვისი „თეგეტა მოტორსის“ პორტფელში - გეზის ტერიტორიაზე მდებარე სრულად განახლებულ ფილიალში კომპანია მომხმარებელს Thermo King-ის სამაცივრე აგრეგატების ნაწილების ფართო ასორტიმენ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...