1 7 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

TPAY - გადახდის ახალი პლატფორმა

თიბისიმ გადახდის ახალი პლატფორმა - TPAY შექმნა. ამის შესახებ პრეზენტაცია თიბისიმ გუშინ, სასტუმრო „სტამბაში“ გამართა.

TPAY მომხმარებლებს და სავაჭრო ობიექტებს საშუალებას აძლევს ფიზიკურ და ციფრულ გარემოში მრავალფეროვანი, ინოვაციური მეთოდებით განახორციელონ გადახდები. საქართველოში აქამდე არ არსებობდა გადახდის პლატფორმა, რომელიც ფიზიკურ და ციფრულ გარემოში ერთდროულად იქნებოდა წარმოდგენილი. 

თიბისის მობაილბანკის 500,000 მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება გადაიხადოს QR-ით ფიზიკურ და ინტერნეტ მაღაზიებში და ასევე  თიბისის  ბანკომატებიდან გამოიტანოს თანხა ბანკომატზე ღილაკის დაჭერის გარეშე, მხოლოდ QR კოდის დასკანირებით.

ამასთან, ნებისმიერ მომხმარებელს შესაძლებლობა  ეძლევა  ჩამოტვირთოს მობილურში თიფეის აპლიკაცია, დაამატოს ნებისმიერი ბანკის ბარათი და ერთი სივრციდან მართოს საკუთარი ონლაინ და ოფლაინ გადახდები.

TPAY ნებისმიერი ზომის ბიზნესს ყოველდღიურ საქმიანობას გაუმარტივებს. ამასთანავე, მცირე ბიზნესს მიეცემა საშუალება მარტივად და იაფად ჩაანაცვლოს ნაღდი თანხით ვაჭრობა უნაღდო ანგარიშსწორებით.

ამისთვის ბიზნესის წარმომადგენელი ფიზიკურ ან ინტერნეტ მაღაზიაში უმარტივესი პროცედურით ამატებს TPAY-ის  და მყისიერად იღებს გადახდებს, ქმნის დაშვების დონეებს კომპანიის სხვადასხვა თანამშრომლისთვის და გადახდებს ადევნებს თვალს.

გადახდის ეს მეთოდი არის ბარათით და ნაღდი ფულით ანგარიშსწორების ალტერნატივა და მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში აქტიურად გამოიყენება.

მალე TPAY-ის სერვისით სარგებლობა ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლება.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ tpay.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:47

    თიბისი ლიზინგს კორპორაციული მდგრადობის ჯილდო გადაე...

    19 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით “კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის “ მეშვიდე ცერემონია გაიმართა. SDG17 “პარტ...

  • 12:22

    PSP სტუდენტებს სიახლეს - სტუდენტურ ბარათს სთავაზობ...

    ახალი, PSP-ს სტუდენტური ბარათი, სტუდენეტების ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა. 20 თებერვლიდან სტუდენტური ბარათის აღება შეუძლიათ 18-24 წლის სტუდენტის სტატუსის მქონე ახალგაზრდებს. PSP-ს სტუდენტური ბ...

  • 17:37

    „თეგეტას” მულტიფუნქციურმა კომპლექსმა კორპორაციული ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კორპორაციული მდგრადობის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტით „თეგეტა X ვოლვოს ენერგოეფექტურ...

  • 12:37

    თიბისი x Amazon Web Services - ტექ პარტნიორობა და ...

    თიბისი მოწინავე ტექ კომპანიაა. ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია. ამის ნათელ მაგალითად კი, თიბისი IT აკადემია შეგვიძლია დავასახელოთ, სადაც სალექციო კურსებს, ძირი...

  • 14:32

    Thermo King-ის ავტოტრანსპორტის სამაცივრე აგრეგატებ...

    ექსკლუზიური სერვისი „თეგეტა მოტორსის“ პორტფელში - გეზის ტერიტორიაზე მდებარე სრულად განახლებულ ფილიალში კომპანია მომხმარებელს Thermo King-ის სამაცივრე აგრეგატების ნაწილების ფართო ასორტიმენ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...