1 3 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

წლის საუკეთესო კამერაფონი უკვე საქართველოშია

საუკეთესო არჩევანი სელფის მოყვარულებისთვის - HUAWEI P30 Pro  უკვე საქართველოშია 

„ეს არის სმარტფონი, რომელიც  მომხმარებელს აძლევს ზუსტად იმას, რაც მას სჭირდება“  - სწორედ ასეთ შეფასებებს აკეთებდა მსოფლიო მედია, როდესაც HUAWEI P30  Pro მსოფლიო ბაზარზე გამოჩნდა.   „ეს არის ის, რაც აკლდა მობილურების ინდუსტრიას, "-  წერდა ყველა ცნობილი გამოცემა მოდელის წარდგენის შემდეგ.  ფლაგმანური სმარტფონი,  ქართველი მომხმარებლისთვის,  HUAWEI-ს პარტნიორ მაღაზიათა ქსელში დღეიდან იქნება ხელმისაწვდომი. 

მსოფლიოში პირველი, ლეიკასთან ერთად შექმნილი, 4 ძირითადი კამერის მქონე HUAWEI P30 Pro  აღჭურვილია 40 MP-იანი ულტრა ფართო ხედვის და 20 MP-იანი ფართო ხედვის ლინზებით. გარდა ამისა P30 Pro-ს კამერათა სისტემა მოიცავს  8 MP_იან ტელეფოტო ლინზას და TOF კამერას, რომელიც უფრო მაღალი სიზუსტით ზომავს ობიექტის სიღრმეს. შედეგად, გადასაღებ ობიექტზე ვიღებთ უფრო მკვეთრ ფოკუსს,  ფონი კი მრავალფეროვანი ეფექტების დახმარებით,  უფრო ბუნდოვანი ხდება.  

ახალ HUAWEI P30 Pro-სთან  ერთად სიშორე დაბრკოლება აღარ არის. SuperZoom-ის მქონე ლინზების, ახალი L ტიპის პერისკოპული არქიტექტურა კომპაქტურია და იტევს უფრო მეტ ოპტიკურ შრეს. SuperZoom (სუპერ ზუმ) ლინზა უზრუნველყოფს 5x (ხუთ იქს) ოპტიკურ, 10x (ათ იქს) ჰიბრიდულ და 50x (ორმოცდაათ იქს) ციფრულ ზუმს და გვთავაზობს მკაფიო დეტალებს ნებისმიერ კადრში. 40MP-იან ძირითად კამერასთან და ოპტიკური გამოსახულების სტაბილიზატორთან ერთად, შეგიძლიათ მთვარეც კი  წარმოუდგენელი სიახლოვით აღბეჭდოთ, შესანიშნავი რეზოლუციითა და დეტალური გამოსახულებით. 

HUAWEI P30 Pro  საუკეთესო არჩევანია „სელფის“ მოყვარულებისთვისაც, რადგან ინტელექტუალურ, 32 MP-იან წინა კამერას შეუძლია ამოიცნოს თქვენი სახე, თვად განსაზღვროს სინათლის დონე და უზრუნველყოს უფრო სუფთა გამოსახულება დაუბალანსებელი ფონური განათების  ან ღამის წვეულების დროს. 

ხელოვნული ინტელექტის საფუძველზე შექმნილი ფონური განათების რეგულირების ტექნოლოგია აბალანსებს სინათლეს და ფერს, რომ უზრუნველყოს ზუსტი ფოკუსი დაბალი განათების პირობებშიც.

ფოტოგადაღების გარდა შეგიძლიათ, განსაკუთრებული ვიდეოს გადაღების რეჟიმითაც ისარგებლოთ.  ორი ძირითადი კამერის ერთდროული მუშაობა საშუალებას გაძლევთ  გადაიღოთ მოვლენის სრული კადრი და პარალელურად ასახოთ ამავე მოვლენის თითოეული მონაწილე, მათი მოძრაობები და  მოქმედების ცალკეული მომენტები უფრო ახლო ხედით.

P30 სერიაში, P20 სერიისგან განსხვავებით გვხვდება ეკრანში ჩაშენებული თითის ანაბეჭდით განბლოკვის შესაძლებლობა, უსადენო დამუხტვისა და რევერსული დამუხტვის ფუნქციები.

40W-იანი უსწრაფესი დატენვის ტექნოლოგიითა და უმძლვარეს პროცესორ, Kirin 980-ზე მომუშავე 4200 მილიამპერიანი ელემნტით, სმარტფონი საუკეთესო თანამგზავრია

მოგზაურობის მოყვარულთათვის.  თუ გავიხსენებთ, P სერიის სმარტფონებს, ფოტოგრაფია HUAWEI -ს სამარტფონების მთავარი მახასიათებელია. ახალი HUAWEI P30 სერია  კი, უახლესი ტექნოლოგიებით  ფაქტობრივად ცვლის ფოტოგრაფიის წესებს და პროფესიონალური გადაღების შესაძლებლობებს გვთავაზობს. 

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ.  მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში.  HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს.  HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:47

    თიბისი ლიზინგს კორპორაციული მდგრადობის ჯილდო გადაე...

    19 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით “კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის “ მეშვიდე ცერემონია გაიმართა. SDG17 “პარტ...

  • 12:22

    PSP სტუდენტებს სიახლეს - სტუდენტურ ბარათს სთავაზობ...

    ახალი, PSP-ს სტუდენტური ბარათი, სტუდენეტების ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა. 20 თებერვლიდან სტუდენტური ბარათის აღება შეუძლიათ 18-24 წლის სტუდენტის სტატუსის მქონე ახალგაზრდებს. PSP-ს სტუდენტური ბ...

  • 17:37

    „თეგეტას” მულტიფუნქციურმა კომპლექსმა კორპორაციული ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კორპორაციული მდგრადობის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტით „თეგეტა X ვოლვოს ენერგოეფექტურ...

  • 12:37

    თიბისი x Amazon Web Services - ტექ პარტნიორობა და ...

    თიბისი მოწინავე ტექ კომპანიაა. ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია. ამის ნათელ მაგალითად კი, თიბისი IT აკადემია შეგვიძლია დავასახელოთ, სადაც სალექციო კურსებს, ძირი...

  • 14:32

    Thermo King-ის ავტოტრანსპორტის სამაცივრე აგრეგატებ...

    ექსკლუზიური სერვისი „თეგეტა მოტორსის“ პორტფელში - გეზის ტერიტორიაზე მდებარე სრულად განახლებულ ფილიალში კომპანია მომხმარებელს Thermo King-ის სამაცივრე აგრეგატების ნაწილების ფართო ასორტიმენ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...