1 6 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი სტატუსის იღბლიანი მომხმარებელი ოჯახთან ერთად პარიზის „დისნეილენდში“ გაემგზავრება

თიბისი ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურება - თიბისი სტატუსი და „მასტერქარდი“ თიბისი სტატუსის მომხმარებლებს დაუვიწყარ თავგადასავალს სთავაზობს.

თიბისი სტატუსის ის მომხმარებელი, რომელიც 29 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით მასტერქარდ სტატუს ბარათით ყველაზე მეტ ტრანზაქციას განახორციელებს, პარიზის „დისნეილენდში“ “ვარსკვლავური ომების“ VIP ტურის ოთხკაციან საგზურს მოიგებს, სადაც ოჯახთან ერთად გაემგზავრება. მოგზაურობის პერიოდი 28-30 ივნისია.

საგზური მოიცავს მგზავრობას 4 ადამიანზე, სასტუმროში განთავსებასა და“ვარსკვლავური ომების“ ტურს გიდის თანხლებით.

გიდი გამარჯვებულ ოჯახს VIP ტურში გაუძღვება, რომელიც „ვარსკვლავურ ომებთან“ დაკავშირებულ ყველა მოვლენას მოიცავს. ოჯახი იმოგზაურებს „ვარსკვლავური ომების“ პერსონაჟების - ჯაკუს, ჰოთის, ტატუინის, სიკვდილის ვარსკვლავის ეგზოტიკურ სამყაროებში და ბევრ მსგავს ადგილას ლოზუნგით - „ვარსკვლავური ტურები: თავგადასავლები გრძელდება“. მათ VIP ოთახში მოხვედრის საშუალებაც ექნებათ, სადაც გარედან დააკვირდებიან ვარსკვლავური ხომალდის მოძრაობებს. ტურის მონაწილეებს ახალი მისია ელით: დალაშქრონ ვარსკვლავური ომების ჰიპერ-კოსმოსური მთა, გაერთიანდნენ აჯანყებულთა ალიანსში და ბრძოლით გაიკაფონ გზა იმპერიულ TIE მებრძოლებს შორის. ამის შემდეგ გამარჯვებულები დარტ ვეიდერს შეხვდებიან და მასთან ექსკლუზიური ფოტოს გადაღების შესაძლებლობაც ექნებათ. ბოლოს, გამარჯვებული ოჯახი რესტორნის ზედა სართულზე გამაგრილებელ სასმელებსა და „ვარსკვლავური ომების“ თემატიკის წასახემსებელ საშუალებებს დააგემოვნებენ.

აღნიშნულ გათამაშებაში მონაწილეობა თიბისის სტატუსის ყველა მომხმარებელს შეუძლია, რომელიც აქციის პერიოდში მასტერქარდ სტატუს ბარათით ისარგებლებს. საგზურის მოსაგებად მხოლოდ ტრანზაქციების განხორციელებაა საჭირო.

 

ტრანზაქციის მინიმალური მოცულობა 20 ლარს შეადგენს. ტრანზაქციაში იგულისხმება საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ პოს ტერმინალზე შესრულებული ან ინტერნეტით განხორციელებული (e-commerce) ოპერაცია.  

 

გამარჯვებულის ვინაობა  18 ივნისს გახდება ცნობილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:47

    თიბისი ლიზინგს კორპორაციული მდგრადობის ჯილდო გადაე...

    19 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით “კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის “ მეშვიდე ცერემონია გაიმართა. SDG17 “პარტ...

  • 12:22

    PSP სტუდენტებს სიახლეს - სტუდენტურ ბარათს სთავაზობ...

    ახალი, PSP-ს სტუდენტური ბარათი, სტუდენეტების ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა. 20 თებერვლიდან სტუდენტური ბარათის აღება შეუძლიათ 18-24 წლის სტუდენტის სტატუსის მქონე ახალგაზრდებს. PSP-ს სტუდენტური ბ...

  • 17:37

    „თეგეტას” მულტიფუნქციურმა კომპლექსმა კორპორაციული ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კორპორაციული მდგრადობის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტით „თეგეტა X ვოლვოს ენერგოეფექტურ...

  • 12:37

    თიბისი x Amazon Web Services - ტექ პარტნიორობა და ...

    თიბისი მოწინავე ტექ კომპანიაა. ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია. ამის ნათელ მაგალითად კი, თიბისი IT აკადემია შეგვიძლია დავასახელოთ, სადაც სალექციო კურსებს, ძირი...

  • 14:32

    Thermo King-ის ავტოტრანსპორტის სამაცივრე აგრეგატებ...

    ექსკლუზიური სერვისი „თეგეტა მოტორსის“ პორტფელში - გეზის ტერიტორიაზე მდებარე სრულად განახლებულ ფილიალში კომპანია მომხმარებელს Thermo King-ის სამაცივრე აგრეგატების ნაწილების ფართო ასორტიმენ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...