1 7 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საყურადღებო რჩევები „თეგეტა მოტორსისგან” საბურავების შესახებ

ზაფხულის სეზონზე უსაფრთხო მოძრაობისათვის მნიშვნელოვანია საბურავები გვქონდეს შესაბამისი სეზონის, თეგეტა მოტორსი გირჩევთ თუ როგორ უნდა შევარჩიოთ ისინი და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება.

არსებობს სხვადასხვა ტიპის და დანიშნულების საბურავი, მაგალითად: სტანდარტული საბურავები - ჩვეულებრივი სვლისთის, სპორტული საბურავები - განკუთვნილი სისწრაფისთვის, კომფორტ კლასის საბურავები, საწვიმარპროტექტორიანი საბურავები და სხვა.

ნებისმიერ ავტომობილს ძარაზე მითითებული აქვს როგორც ქარხნული, ასევე ალტერნატიული საბურავის ზომა. უმთავრესი რა თქმა უნდა ზომაა, მაგრამ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ სეზონურობაც. როდესაც გარემოს ტემპერატურა დასტაბილურდება +7 გრადუსს ზემოთ, უნდა დავაყენოთ ზაფხულის საბურავი. ხოლო თუ ზამთრის საბურავს ზაფხულში მოვიხმართ, საფრთხის წინაშე აღმოვჩნდებით, რადგან ასეთ შემთხვევაში დამუხრუჭების დროს, სამუხრუჭე მანძილი 20-დან 25%-მდე იზრდება. ვინაიდან ზამთრის საბურავის რეზინი რბილია, შორ მანძილზე ავტომობილის გადაადგილებისას შესაძლოა საბურავი გასკდეს.

საბურავის მუშაობის რესურსი ასევე დამოკიდებულია მძღოლის მართვის სტილზე. საბურავებს ძირითადად აზიანებს ძლიერი დამუხრუჭება, ექსტრემალური სიტუაციები, ავტომობილის სწრაფი სიჩქარით მართვა და ე.წ. დაბუქსავება. რა თქმა უნდა საბურავის ხარისხზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, თუმცა ასევე გასათვალისწინებელია საბურავების შეცვლისას, მოხსნილი საბურავი შევინახოთ დაცულ ადგილას, სადაც მათზე მკვეთრი ტემპერატურული ცვლილებები არ იმოქმედებს. მზე, წვიმა, ყინვა და ა.შ. რეზინს და საბურავის ზედაპირს აზიანებს.

მეორადი საბურავის ყიდვის შემთხვევაში ფინანსური კუთხით კალკულაციას თუ გავაკეთებთ, მძღოლს უფრო მეტი ხარჯი აქვს, ვიდრე ახალი საბურავის შეძენისას. მეორადი საბურავის შემთხვევაში, ზემოთ ჩამოთვლილი მახასიათებლები მეტწილად დარღვეულია. ასევე გაურკვეველია რა პირობებში ინახებოდა ეს საბურავები, რადგან არასწორად შენახვისას საბურავის რეზინი იშაშხება, კარგავს თვისებებს და ირღვევა საბურავის სტრუქტურა, რის შედეგადაც ავტომობილი ცუდად მანევრირებს და მისი სამუხრუჭე მანძილი იზრდება. ასევე მაღალ ტემპერატურაზე საბურავში წნევის მატებისას ის შეიძლება გასკდეს, ამიტომ ასეთი საბურავის გამოყენება ძალიან სახიფათოა. მეორადი საბურავის შეძენის დროს მძღოლები საბურავის ნახატის (პროტექტორის) ნიშნულზე არ ამახვილებენ სათანადო ყურადღებას და ტყუვდებიან.

ამასთანავე სხვადასხვა ზომის საბურავების დაყენება ხანგრძლივი მოხმარებისთვის დაუშვებელია, ამან შეიძლება ავტომობილებს დაუზიანოს ხიდი, გადაცემათა კოლოფი და სავალი ნაწილი. გამოუვალი შემთხვევების დროს, შესაძლოა ვისარგებლოთ სხვა ზომის საბურავებით უახლოეს სერვისამდე მისასვლელად.

„თეგეტა მოტორსში“ მომხმარებელს შეუძლია უსასრულო გარანტიით შეიძინოს Bridgestone-ის, Michelin-ის და Riken-ის ნებისმიერ ზომის ზაფხულის საბურავები, ყველა ტიპის ავტომობილისთვის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:47

    თიბისი ლიზინგს კორპორაციული მდგრადობის ჯილდო გადაე...

    19 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით “კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის “ მეშვიდე ცერემონია გაიმართა. SDG17 “პარტ...

  • 12:22

    PSP სტუდენტებს სიახლეს - სტუდენტურ ბარათს სთავაზობ...

    ახალი, PSP-ს სტუდენტური ბარათი, სტუდენეტების ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა. 20 თებერვლიდან სტუდენტური ბარათის აღება შეუძლიათ 18-24 წლის სტუდენტის სტატუსის მქონე ახალგაზრდებს. PSP-ს სტუდენტური ბ...

  • 17:37

    „თეგეტას” მულტიფუნქციურმა კომპლექსმა კორპორაციული ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კორპორაციული მდგრადობის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტით „თეგეტა X ვოლვოს ენერგოეფექტურ...

  • 12:37

    თიბისი x Amazon Web Services - ტექ პარტნიორობა და ...

    თიბისი მოწინავე ტექ კომპანიაა. ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია. ამის ნათელ მაგალითად კი, თიბისი IT აკადემია შეგვიძლია დავასახელოთ, სადაც სალექციო კურსებს, ძირი...

  • 14:32

    Thermo King-ის ავტოტრანსპორტის სამაცივრე აგრეგატებ...

    ექსკლუზიური სერვისი „თეგეტა მოტორსის“ პორტფელში - გეზის ტერიტორიაზე მდებარე სრულად განახლებულ ფილიალში კომპანია მომხმარებელს Thermo King-ის სამაცივრე აგრეგატების ნაწილების ფართო ასორტიმენ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...