1 4 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ბინის მფლობელის დაუდევრობის გამო, საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა

 „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ცხელ ხაზზე შემოვიდა შეტყობინება, რომ დიღომში, დისევის ქ. #2-ში მდებარე კორპუსის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაზის ძლიერი სუნი იგრძნობოდა. ადგილზე მისულმა სწრაფი რეაგირების ჯგუფმა კორპუსის შემოწმებისას გაზის მაღალი კონცენტრაცია სავენტილაციო არხებში დააფიქსირა. სპეციალური აპარატით შემოწმებისას ერთ-ერთ დაკეტილ საცხოვრებელ სახლში გაზის დიდი რაოდენობით დაგროვება დადასტურდა. უსაფრთხოების მიზნით გადაიკეტა სადარბაზოს დგარები და მოხდა მობინადრეების ევაკუაცია. დაკეტილ ბინაში შეღწევა სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟის დახმარებით მოხერხდა.

შემოწმებისას დადგინდა, რომ გაზქურის ღუმელის ონკანი გახსნილი იყო  და ბინაში გაზი გროვდებოდა. დაკეტილი ბინიდან გაზმა გაჟონა მეზობლის აბაზანასა და კორპუსის სავენტილაციო არხში, რამაც დიდი საფრთხე შეუქმნა კორპუსის ყველა მობინადრეს.

კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს აბონენტებს, მეტი ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ბოლო პერიოდში ხშირია გაზის ონკანების ღია მდგომარეობაში დატოვების ფაქტები. შეგახსენებთ, რომ მომხმარებლების დაუდევრობას შეუძლია, სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს.

კომპანია მადლობას უხდის  მოქალაქეს, რომელმაც დროულად შეგვატყობინა პრობლემა. ასევე. მადლობა სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებს, რომლებმაც დროულად აღმოაჩინეს საფრთხე და გადაარჩინეს კორპუსის მოსახლეობა.

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ გთხოვთ, მეტი სიფრთხილე გამოიჩინოთ და გახსოვდეთ, რომ არსებული კანონმდებლობის თანახმად, მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი თავის საცხოვრებელ ფართში გაზის მოწყობილობების მოხმარების წესების დარღვევაზე. გახსოვდეთ, რომ დაუდევრობითა და უყურადღებობით საფრთხეს უქმნით თქვენი, თქვენი ოჯახის წევრებისა და სხვა ადამიანების სიცოცხლეს. ნუ დატოვებ ღიად გაზის ონკანს!

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:47

    თიბისი ლიზინგს კორპორაციული მდგრადობის ჯილდო გადაე...

    19 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით “კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის “ მეშვიდე ცერემონია გაიმართა. SDG17 “პარტ...

  • 12:22

    PSP სტუდენტებს სიახლეს - სტუდენტურ ბარათს სთავაზობ...

    ახალი, PSP-ს სტუდენტური ბარათი, სტუდენეტების ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა. 20 თებერვლიდან სტუდენტური ბარათის აღება შეუძლიათ 18-24 წლის სტუდენტის სტატუსის მქონე ახალგაზრდებს. PSP-ს სტუდენტური ბ...

  • 17:37

    „თეგეტას” მულტიფუნქციურმა კომპლექსმა კორპორაციული ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კორპორაციული მდგრადობის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტით „თეგეტა X ვოლვოს ენერგოეფექტურ...

  • 12:37

    თიბისი x Amazon Web Services - ტექ პარტნიორობა და ...

    თიბისი მოწინავე ტექ კომპანიაა. ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია. ამის ნათელ მაგალითად კი, თიბისი IT აკადემია შეგვიძლია დავასახელოთ, სადაც სალექციო კურსებს, ძირი...

  • 14:32

    Thermo King-ის ავტოტრანსპორტის სამაცივრე აგრეგატებ...

    ექსკლუზიური სერვისი „თეგეტა მოტორსის“ პორტფელში - გეზის ტერიტორიაზე მდებარე სრულად განახლებულ ფილიალში კომპანია მომხმარებელს Thermo King-ის სამაცივრე აგრეგატების ნაწილების ფართო ასორტიმენ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...