1 6 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ბანკი არის ძალიან დიდი რესურსი სადაზღვევო კომპანიისთვის, ამიტომაც ბანკთან ასოცირებული კომპანიები ამაში პრობლემას ვერ ხედავენ!!!

თუ „იმედი ლ“ -ის გენერალური დირექტორი ბატონი გივი ბანკიების მიერ სადაზღვევო კომპანიების  მფლობელობას პრობლემად არ აღიქვამს, პსპ დაზღვევა, ბანკების მონაწილეობას დაზღვევის ბიზნესში სხვაგვარად აფასებს და ეს პოზიცია არის ძალიან მკაფიო და ხისტი. 

დაუშვებელია ბიზნესი განავითარო  არასამართლიანი და არაჯანსაღი კონკურენციის პირობებში. ბანკის მონაწილეობა კი ამ ორივე პირობას უშვებს, კერძოდ, სახეზეა არაჯანსაღი კონკურენცია და არასამართლიანი პირობები. 

ბანკების მიერ დაარსებულ ან მათთან დაკავშირებულ სადაზღვევო კომპანიებს აქვთ შეუზღუდავი წვდომა ბანკში აკუმულირებულ ინფორმაციაზე, როგორიცაა  ფიზიკური პირების ინფორმაცია, სხვადასხვა იურიდიული პირების და კომპანიების შესახებ. საკრედიტო ან/და სასესხო ხელშეკრულებების გაფორმებისას კომპანიას ან ფიზიკურ პირს არ აძლევს საშუალებას თავად აირჩიოს სადაზღვევო კომპანია. ეს ეხება როგორც ჯანმრთელობის დაზღვევას, ასევე ავტო და ქონების დაზღვევის მიმართულებებს.  უფრო ცხადი რომ იყოს, თუ კომპანიას აქვს რაიმე სახის ფინანსური ვალდებულება ბანკის მიმართ, მაგალითად, კომპანიას თავისი ბიზნესისთვის გამოაქვს სესხი, ის აღარ არის თავისუფალი არჩევანში და პრაქტიკულად იძულებული ხდება დააზღვიოს ქონება და რისკები ბანკის მფლობელობაში  ან მასთან აფილირებულ სადაზღვევო  კომპანიაში. 

ხელშეკრულებაზე გავლენის მოხდენა არის ძალიან მკაფიო და ცხადი პრაქტიკა;  ეს საკითხი აუცილებლად უნდა იყოს სახელმწიფო და საკანონდებლო ხელისუფლების დონეზე რეგულირებული, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაქარწყლდეს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ქვეყანაში საბანკო მაფია მძვინვარებს.   

პსპ დაზღვევა, არის კომპანია, რომელიც აღიარებს და მხარს უჭერს თავისუფალი კონკურენციის პირობებს და მზად არის აქტიურად ჩაერთოს ყველა სახის სამუშაო პროცესში, რომელიც მიზნას ისახავს დაზღვევის ბაზრის განვთარებას, მომხმარებლების უფლებების და ინტერესების დაცვას ნებისმიერი ინსტიტუციის ზეწოლის და გავლენის მოხდენის გარეშე, რაც საბოლოო ჯამში განავითარებს სადაზღვევო ინდუსტრიას ქვეყანაში. 

„პსპ დაზღვევის“ გენერალური დირექტორი,

სოფიო ლებანიძე

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:47

    თიბისი ლიზინგს კორპორაციული მდგრადობის ჯილდო გადაე...

    19 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით “კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის “ მეშვიდე ცერემონია გაიმართა. SDG17 “პარტ...

  • 12:22

    PSP სტუდენტებს სიახლეს - სტუდენტურ ბარათს სთავაზობ...

    ახალი, PSP-ს სტუდენტური ბარათი, სტუდენეტების ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა. 20 თებერვლიდან სტუდენტური ბარათის აღება შეუძლიათ 18-24 წლის სტუდენტის სტატუსის მქონე ახალგაზრდებს. PSP-ს სტუდენტური ბ...

  • 17:37

    „თეგეტას” მულტიფუნქციურმა კომპლექსმა კორპორაციული ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კორპორაციული მდგრადობის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტით „თეგეტა X ვოლვოს ენერგოეფექტურ...

  • 12:37

    თიბისი x Amazon Web Services - ტექ პარტნიორობა და ...

    თიბისი მოწინავე ტექ კომპანიაა. ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია. ამის ნათელ მაგალითად კი, თიბისი IT აკადემია შეგვიძლია დავასახელოთ, სადაც სალექციო კურსებს, ძირი...

  • 14:32

    Thermo King-ის ავტოტრანსპორტის სამაცივრე აგრეგატებ...

    ექსკლუზიური სერვისი „თეგეტა მოტორსის“ პორტფელში - გეზის ტერიტორიაზე მდებარე სრულად განახლებულ ფილიალში კომპანია მომხმარებელს Thermo King-ის სამაცივრე აგრეგატების ნაწილების ფართო ასორტიმენ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...