1 4 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

დავით სიხარულიძე აზერბაიჯანზე საზოგადოებისთვის მიწოდებულ ინფორმაციას რუსული პროპაგანდის გამოვლინებას უწოდებს

დავით გარეჯში განვითარებული მოვლენების შედეგად საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ აზერბაიჯანმა საქართველოს ტერიტორია მიითვისა და ამის გამო ქვეყნის ოკუპანტია. საპირწონეს აცხადებენ ექსპერტები, რომლებიც თვლიან, რომ აზერბაიჯანის ოკუპანტად მოხსენიება რუსული პროვოკაციის ნაწილია.

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს თავმჯდომარე დავით სიხარულიძე განმარტავს, რომ აზერბაიჯანის ოკუპანტად წარმოჩენა არარელევანტურია. საქართველოს ჰყავს ერთადერთი ოკუპანტი ქვეყანა და ეს რუსეთია.

„აბსოლუტურად არარელევანტურია  საკითხი, თითქოს აზერბაიჯანი ოკუპანტია. საქართველოს ტერიტორიის ოკუპანტი არის რუსეთი. რუსეთს აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიების 1/5.

ყველანაირი საუბარი იმაზე, რომ ნებისმერი სხვა ქვეყანის მოქმედებებზე დაისვას ტოლობის ნიშანი რუსეთთან რომელიმე კომპონენტში, არის  სრული სიცრუე და რუსული პროპაგანდის კიდევ ერთი გამოვლინება.

ძალიან მნიშვნელოვანია, დასრულდეს ის მოლაპარაკებები, რომელიც მიმდინარეობს საქართველო-აზერბაიჯანს შორის დელიმიტაცია-დემარკაციის თაობაზე.  ძალიან მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ დააჩქაროს ამ მოლაპარაკებების წარმართვა შესაბამის დონეზე. არ იყოს გაყინული ეს თემა.

საუბარი იმაზე, რომ ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოქმედებების იდენტიფიცირება რუსეთთან, რომელიც არის აგრესორი,  წინააღმდეგი საქართველოსი, როგორც სახელმწიფოსი, არის არამარტო არასწორი, ასევე - რუსული პროპაგანდის ნაწილი.

რუსეთი ცდილობდა, დაესვა ტოლობის ნიშანი საკუთარ აგრესიულ ქმედებებსა და  სხვა ქვეყანას შორის.  თითქოს, სხვაც მსგავს საქციელს ჩადის. ის, რომ აზერბაიჯანი ოკუპანტია არის არარელევანტური! “ -განაცხადა დავით სიხარულიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:47

    თიბისი ლიზინგს კორპორაციული მდგრადობის ჯილდო გადაე...

    19 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით “კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის “ მეშვიდე ცერემონია გაიმართა. SDG17 “პარტ...

  • 12:22

    PSP სტუდენტებს სიახლეს - სტუდენტურ ბარათს სთავაზობ...

    ახალი, PSP-ს სტუდენტური ბარათი, სტუდენეტების ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა. 20 თებერვლიდან სტუდენტური ბარათის აღება შეუძლიათ 18-24 წლის სტუდენტის სტატუსის მქონე ახალგაზრდებს. PSP-ს სტუდენტური ბ...

  • 17:37

    „თეგეტას” მულტიფუნქციურმა კომპლექსმა კორპორაციული ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კორპორაციული მდგრადობის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტით „თეგეტა X ვოლვოს ენერგოეფექტურ...

  • 12:37

    თიბისი x Amazon Web Services - ტექ პარტნიორობა და ...

    თიბისი მოწინავე ტექ კომპანიაა. ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია. ამის ნათელ მაგალითად კი, თიბისი IT აკადემია შეგვიძლია დავასახელოთ, სადაც სალექციო კურსებს, ძირი...

  • 14:32

    Thermo King-ის ავტოტრანსპორტის სამაცივრე აგრეგატებ...

    ექსკლუზიური სერვისი „თეგეტა მოტორსის“ პორტფელში - გეზის ტერიტორიაზე მდებარე სრულად განახლებულ ფილიალში კომპანია მომხმარებელს Thermo King-ის სამაცივრე აგრეგატების ნაწილების ფართო ასორტიმენ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...