0 4 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკი ტრადიციულად, წელსაც უერთდება მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ საქველმოქმედო სპორტულ ღონისძიებას- Wings for Life World Run

3 მაისი, 2019-  საქართველოს ბანკი მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ საქველმოქმედო სპორტულ ღონისძებას- Wings for Life World Run-ს უკვე მეხუთედ უერთდება. საქართველოს ბანკისთვის, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია, საკუთარი თანამშრომლების გაერთიანება და მოტივაცია  იმ საერთო მიზნის გარშემო, რასაც საქველმოქმედო მისია ჰქვია. ასევე, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში ხელშეწყობა.  სხვადასხვა წლებში საქართველოს ბანკის 300-მდე თანამშრომელმა რბოლაში მონაწილეობით საკუთარი წვლილი უკვე შეიტანა მარათონის ორგანიზებასა და მისი მისისის განხორციელებაში.   

„საქართველოს ბანკის, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის მიზანია, მხარი დავუჭიროთ ზურგის ტვინის დაზიანებათა სამკურნალოდ თანხების მობილიზებას და საქველმოქმედო მისიის განხორციელებას, რათა შევცალოთ მსოფლიოში უამრავი ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ. მჯერა, რომ ჩვენ, ყველას ერთად, შეგვიძლია შევცალოთ მსოფლიო უკეთესობისკენ. აღსანიშნავია, რომ ყოველ წელს ბანკის 100-მდე თანამშრომელი დიდი ენთუზიაზმით ერთვება აღნიშნულ მარათონში“,- განაცხადა საქართველოს ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულების დირექტორმა, ხათუნა კაკაბაძემ. 

Wings for Life World Run საქველმოქმედო მარათონია, რომელიც ერთდროულად უამრავ ქვეყანაში იმართება. მარათონს უნიკალური ფორმატი აქვს. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც პროფესიონალ, ისე მოყვარულ მორბენლებსა და ეტლით მოსარგებლე ადამიანებს. Wings for Life World Run-ს არ აქვს სტანდარტული ფინიშის ხაზი. შემოწირულობის გასაზრდელად თითოეულ კილომეტრსაც მნიშვნელობა აქვს. მარათონიდან შემოსული თანხის 100% მოხმარდება კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ. აღნიშნულ მარათონში გასულ წელს მონაწილეობა 200-მდე კომპანიამ მიიღო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:47

    თიბისი ლიზინგს კორპორაციული მდგრადობის ჯილდო გადაე...

    19 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით “კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის “ მეშვიდე ცერემონია გაიმართა. SDG17 “პარტ...

  • 12:22

    PSP სტუდენტებს სიახლეს - სტუდენტურ ბარათს სთავაზობ...

    ახალი, PSP-ს სტუდენტური ბარათი, სტუდენეტების ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა. 20 თებერვლიდან სტუდენტური ბარათის აღება შეუძლიათ 18-24 წლის სტუდენტის სტატუსის მქონე ახალგაზრდებს. PSP-ს სტუდენტური ბ...

  • 17:37

    „თეგეტას” მულტიფუნქციურმა კომპლექსმა კორპორაციული ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კორპორაციული მდგრადობის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტით „თეგეტა X ვოლვოს ენერგოეფექტურ...

  • 12:37

    თიბისი x Amazon Web Services - ტექ პარტნიორობა და ...

    თიბისი მოწინავე ტექ კომპანიაა. ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია. ამის ნათელ მაგალითად კი, თიბისი IT აკადემია შეგვიძლია დავასახელოთ, სადაც სალექციო კურსებს, ძირი...

  • 14:32

    Thermo King-ის ავტოტრანსპორტის სამაცივრე აგრეგატებ...

    ექსკლუზიური სერვისი „თეგეტა მოტორსის“ პორტფელში - გეზის ტერიტორიაზე მდებარე სრულად განახლებულ ფილიალში კომპანია მომხმარებელს Thermo King-ის სამაცივრე აგრეგატების ნაწილების ფართო ასორტიმენ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...