2 3 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

პაშა ბანკი საქართველოში სატელეკომუნიკაციო შეხვედრების - TMG 2019-ის სპონსორიაპპპ

10-11 აპრილს, TMG 2019 - „სატელეკომუნიკაციო შეხვედრები საქართველოში“ გაიმართება. პაშა ბანკი უკვე მესამედ გაუწევს სპონსორობას აღნიშნულ ღონისძიებას, რაც ბანკის მხრიდან, გამოხატავს საქართველოში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების და ეკონომიკის განვითარების მხარდაჭერას. 

პაშა ბანკი ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას. 

„სატელეკომუნიკაციო შეხვედრები საქართველოში“ 2010 წლიდან ტარდება. ღონისძიებას რამდენიმე ათეული დელეგატი ესწრება საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთის და ევროპის საშუალო და მსხვილი სატელეკომუნიკაციო კომპანიებიდან. 

ღონისძიება კავშირგაბმულობის ბაზარზე არსებულ სიახლეებს აშუქებს; ამასთან, ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს შორის ორმხრივ შეხვედრებს მართავს, რითიც ინფორმაციის გაცვლასა და ახალი საქმიანი ურთიერთობების დამყარებას უწყობს ხელს. 

TMG 2019-ის მონაწილეთა შორის არიან ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორებიცაა: China Mobile (ჩინეთი), RETN Capital (გაერთიანებული სამეფო), NewTelco (გერმანია), DanTelco (დანია), IPVOIP s.r.o. (ჩეხეთი) და სხვები. 

„პაშა ბანკი ღონისძიებას „სატელეკომუნიკაციო შეხვედრები საქართველოში“ უკვე მესამედ უჭერს მხარს. ჩვენი გუნდი კიდევ ერთხელ გამოხატავს მზაობას ხელი შეუწყოს საქართველოში ადგილობრივი ბიზნესის და ეკონომიკის განვითარებას. იმედი მაქვს, სატელეკომუნიკაციო/კავშირგაბმულობის ბაზრის განვითარებისთვის, აღნიშნული ღონისძიება, ისევე, როგორც წინა წლებში, წარმატების მომტანი იქნება.“ - აღნიშნა გოგა ჯაფარიძემ, პაშა ბანკის კომერციულმა დირექტორმა და დირექტორთა საბჭოს წევრმა.    

“პაშა ბანკი "სატელეკომუნიკაციო შეხვედრების" სპონსორია უკვე მესამე წელია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა ღონისძიებისთვის არა მხოლოდ ფინანსური, არამედ არამატერიალური კუთხითაც. პაშა ბანკის გვერდში დგომა ნიშნავს იმას, რომ ბანკი მიესალმება და იზიარებს იმ მიზნებსა და ხედვებს, რაც ჩვენს ღონისძიებას გააჩნია ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობის ხელშეწყობისთვის” - განაცხადა TMG-ის ორგანიზატორმა, სოფი ამირანაშვილმა.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: http://www.tmgeorgia.com/index.php?cat=submit&catid=4&lang=2
მსურველებს დარეგისტრირება 9 აპრილის ჩათვლით შეეძლებათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:47

    თიბისი ლიზინგს კორპორაციული მდგრადობის ჯილდო გადაე...

    19 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით “კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის “ მეშვიდე ცერემონია გაიმართა. SDG17 “პარტ...

  • 12:22

    PSP სტუდენტებს სიახლეს - სტუდენტურ ბარათს სთავაზობ...

    ახალი, PSP-ს სტუდენტური ბარათი, სტუდენეტების ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა. 20 თებერვლიდან სტუდენტური ბარათის აღება შეუძლიათ 18-24 წლის სტუდენტის სტატუსის მქონე ახალგაზრდებს. PSP-ს სტუდენტური ბ...

  • 17:37

    „თეგეტას” მულტიფუნქციურმა კომპლექსმა კორპორაციული ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კორპორაციული მდგრადობის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტით „თეგეტა X ვოლვოს ენერგოეფექტურ...

  • 12:37

    თიბისი x Amazon Web Services - ტექ პარტნიორობა და ...

    თიბისი მოწინავე ტექ კომპანიაა. ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია. ამის ნათელ მაგალითად კი, თიბისი IT აკადემია შეგვიძლია დავასახელოთ, სადაც სალექციო კურსებს, ძირი...

  • 14:32

    Thermo King-ის ავტოტრანსპორტის სამაცივრე აგრეგატებ...

    ექსკლუზიური სერვისი „თეგეტა მოტორსის“ პორტფელში - გეზის ტერიტორიაზე მდებარე სრულად განახლებულ ფილიალში კომპანია მომხმარებელს Thermo King-ის სამაცივრე აგრეგატების ნაწილების ფართო ასორტიმენ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...