0 4 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკმა დირექტორთა საბჭოში განხორციელებულ ცვლილებებზე განაცხადა

2 აპრილი, 2019- საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა, დირექტორთა საბჭოში განხორციელებულ ცვლილებებზე განაცხადა. საქართველოს ბანკის დირექტორთა საბჭოს და მათ მიერ დაკავებულ პოზიციებს ტოვებენ გენერალური დირექტორის მოადგილეები: დავით წიკლაური და რამაზ კუკულაძე. ფინანსური მიმართულებით ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციას დაიკავებს სულხან გვალია. სულხანს გვალიას საბანკო სფეროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის საქართველოს ბანკში არაერთ მმართველ თანამდებობას იკავებდა. მათ შორის,  მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს ბანკის საკრედიტო რისკების (2005-2012) და  კორპორაციული საბანკო საქმიანობის მიმართულებას (2012-2016) ხელმძღვანელობდა. სულხან გვალია არის კომპანია „E-Space”-ს დამფუძნებელი და დირექტორი, ასევე არის „ინეკობენკში“ (სომხეთი) სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. 

კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო მიმართულებით გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე, ვასილ ხოდელს ჩაანაცვლებს გიორგი ფაილოძე. ამავე დროს, ვასილ ხოდელი დირექტორთა საბჭოს შემადგენლობაში გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე რჩება. 

გიორგი ფაილოძე ბანკს უერთდება Evercore-დან, საინვესტიციო საბანკო ფირმის ლონდონის ოფისიდან, სადაც ის სტრატეგიულ კონსულტაციებს ახორციელებდა კორპორაციული და კერძო საინვესტიციო კომპანიებისთვის სხავდასხვა დარგებში. გიორგი სხვადასხვა დროს იკავებდა წამყვან თანამდებობებს საბანკო სფეროში, მათ შორის ნიუიორკში Citi Investment Bank-ში, შემდეგ Evercore-ში ნიუ იორკის ოფისში და ბოლოს ლონდონის ოფისში. გიორგის დამთავრებული აქვს Cornell University-ის მენეჯმენტის სკოლა, MBA ხარისხით.   

ბანკის დირექტორთა საბჭოში განხორციელებული ცვლილების მიხედვით მცირე და საშუალო (SME) ბიზნესი და SOLO ცალკე მიმართულებებად გაიყოფა. მცირე და საშუალო (SME) ბიზნესის მიმართულებას უხელმძღვანელებს ზურაბ მასურაშვილი, რომელიც მიკრო და მცირე ბიზნესის დაკრედიტების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ხოლო SOLO ბიზნეს მიმართულებას უხელმძღვანელებს ეთუნა ირემაძე, რომელიც საქართველოს ბანკში, წლების განმავლობაში, კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტში VIP დირექტორის და SOLO-ს მიმართულებით პრემიუმ საბანკო მომსახურების ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა. ეთუნა საქართველოს ბანკის გუნდს კომპანია „ჯორჯიან გლობალ უთილითის“ (GGU) გენერალური დირექტორის მოადგილის, პოზიციიდან უერთდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:47

    თიბისი ლიზინგს კორპორაციული მდგრადობის ჯილდო გადაე...

    19 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით “კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის “ მეშვიდე ცერემონია გაიმართა. SDG17 “პარტ...

  • 12:22

    PSP სტუდენტებს სიახლეს - სტუდენტურ ბარათს სთავაზობ...

    ახალი, PSP-ს სტუდენტური ბარათი, სტუდენეტების ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა. 20 თებერვლიდან სტუდენტური ბარათის აღება შეუძლიათ 18-24 წლის სტუდენტის სტატუსის მქონე ახალგაზრდებს. PSP-ს სტუდენტური ბ...

  • 17:37

    „თეგეტას” მულტიფუნქციურმა კომპლექსმა კორპორაციული ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კორპორაციული მდგრადობის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტით „თეგეტა X ვოლვოს ენერგოეფექტურ...

  • 12:37

    თიბისი x Amazon Web Services - ტექ პარტნიორობა და ...

    თიბისი მოწინავე ტექ კომპანიაა. ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია. ამის ნათელ მაგალითად კი, თიბისი IT აკადემია შეგვიძლია დავასახელოთ, სადაც სალექციო კურსებს, ძირი...

  • 14:32

    Thermo King-ის ავტოტრანსპორტის სამაცივრე აგრეგატებ...

    ექსკლუზიური სერვისი „თეგეტა მოტორსის“ პორტფელში - გეზის ტერიტორიაზე მდებარე სრულად განახლებულ ფილიალში კომპანია მომხმარებელს Thermo King-ის სამაცივრე აგრეგატების ნაწილების ფართო ასორტიმენ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...