2 3 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ფეხბურთის ევროპის 2020 წლის ჩემპიონატისთვის „სოკარი“ კრეატიულ კამპანიას იწყებს

ფეხბურთის ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი, UEFA-ს ინიციატივით, გლობალურად აღინიშნება და, ფეხბურთის ისტორიაში პირველად, მატჩები მსოფლიოს 12 სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარდება. კომპანია „სოკარი“ ჩაერთო ჩემპიონატის გლობალურ ღონისძიებებში და 2019 წლის მარტიდან კრეატიულ კამპანიას იწყებს.  

 21 მარტიდან 21 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს მასშტაბით განთავსებულ „სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებს რებრენდინგი ჩაუტარდება. 11 სადგურის დიზაინი ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქების, რომის, ამსტერდამის, გლასგოს, ბუდაპეშტის, კოპენჰაგენის, ბილბაოს, ბუქარესტის, მიუნხენის, დუბლინის, ბაქოსა და ლონდონის ძირითადი მახასიათებლებითა და ღირშესანიშნაობებით გაფორმდება. ჩამონათვალში არ შედის მხოლოდ პეტერბურგი. კომპანია „სოკარი“ ითვალისწინებს ქვეყნებს შორის არსებულ ვითარებას და საქართველოში რუსეთის ქალაქის პოზიციონირებისგან თავს იკავებს.

პირველი რებრენდირებული ავტოგასამართი სადგური, რომელიც ქალაქ რომში გამოგზაურებთ,  21 მარტს, 13 საათზე, სოკარის სათაო ოფისის მიმდებარედ გაიხსნება.

თითოეული რებრენდირებული სადგურის გახსნის ცერემონიას საფეხბურთო სფეროს, სოკარისა და შესაბამისი საელჩოს წარმომადგენლები დაესწრებიან.

ავტოგასამართი სადგურების რებრენდინგთან ერთად, დაგეგმილია თანამშრომლების უნიფორმის ანალოგიურ დიზაინში გადაწყვეტაც. ასევე, სადგურებზე, ქალაქების მიხედვით, გაიხსნება სუვენირების მაღაზიები.

ავტოგასამართი სადგურების რებრენდინგზე   ცნობილმა  დიზაინერებმა იმუშავეს.

„სოკარის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმის „პასუხისმგებლობის 5 სტანდარტი“ ერთ-ერთი მიმართულება ახალგაზრდების მხარდაჭერაა, რაც განათლების, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის, მათ შორის, ფეხბურთის პოზიციონირების ხელშეწყობას გულისხმობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:47

    თიბისი ლიზინგს კორპორაციული მდგრადობის ჯილდო გადაე...

    19 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით “კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის “ მეშვიდე ცერემონია გაიმართა. SDG17 “პარტ...

  • 12:22

    PSP სტუდენტებს სიახლეს - სტუდენტურ ბარათს სთავაზობ...

    ახალი, PSP-ს სტუდენტური ბარათი, სტუდენეტების ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა. 20 თებერვლიდან სტუდენტური ბარათის აღება შეუძლიათ 18-24 წლის სტუდენტის სტატუსის მქონე ახალგაზრდებს. PSP-ს სტუდენტური ბ...

  • 17:37

    „თეგეტას” მულტიფუნქციურმა კომპლექსმა კორპორაციული ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კორპორაციული მდგრადობის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტით „თეგეტა X ვოლვოს ენერგოეფექტურ...

  • 12:37

    თიბისი x Amazon Web Services - ტექ პარტნიორობა და ...

    თიბისი მოწინავე ტექ კომპანიაა. ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია. ამის ნათელ მაგალითად კი, თიბისი IT აკადემია შეგვიძლია დავასახელოთ, სადაც სალექციო კურსებს, ძირი...

  • 14:32

    Thermo King-ის ავტოტრანსპორტის სამაცივრე აგრეგატებ...

    ექსკლუზიური სერვისი „თეგეტა მოტორსის“ პორტფელში - გეზის ტერიტორიაზე მდებარე სრულად განახლებულ ფილიალში კომპანია მომხმარებელს Thermo King-ის სამაცივრე აგრეგატების ნაწილების ფართო ასორტიმენ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...