0 4 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

HUAWEI-მ თბილისი მოლში გამართულ შოურუმზე მოსული ყველა სტუმარი დაასაჩუქრა

2 მარტს, თბილისის მოლის მთავარ ატრიუმში კომპანია HUAWEI-ს შოურუმი გაიხსნა, სადაც წარმოდგენილი იყო HUAWEI Mate 20 სერიის სმარტფონები და არამარტო.  მომხმარებელს შესაძლებლობა ჰქონდა გაცნობოდა HUAWEI Mate 20 სერიის სმარტფონების შესაძლებლობებს: გადაეღო ფოტოები, გამოეცადა მაკრო გადაღების რეჟიმი,  დაემუხტა სმარტფონი და გამოეცადა ეკრანში ჩაშენებული თითის ანაბეჭდი. მომხმარებელი ნამდვილად დარწმუნდა მოდელების სწრაფი და უმძლავრესი დამუხტვასა და სუპერ ენერგიის ძალაში, ამასთან ძალიან კარგად გაერთო სათამაშო კუთხესთანაც. 


მოსულ მომხმარებლებს საშუალება ჰქონდათ გადაეღოთ ფოტოები HUAWEI-ს სტენდთან და დაებეჭდათ იქვე სრულიად უფასოდ. ფოტოს სოციალურ ქსელში გაზიარების შემთხვევაში კი მომხმარებლებს  გადაეცათ სიმბოლური საჩუქარი კომპანია HUAWEI-სგან.  თუმცა ეს ყველაფერი არ იყო, რადგან შოურუმის განმავლობაში არაერთი სახალისო გათამაშება მოეწყო  ყველა მონაწილესთვის. 


თბილისი მოლში ღონისძიებები 8 მარტის ჩათვლით გაგრძელდება და წინ კიდევ ბევრი სიურპრიზი ელის მომხმარებელს.


შეგახსენებთ, რომ კომპანია HUAWEI-მ მსოფლიოს, ახალი, Mate 20 სერიის ფლაგმანური სმარტფონები ოქტომბრის დასაწყისში წარუდგინა. ექსპერტების შეფასებით Mate20 სერია წარმაოდგენს უმაღლეს მიღწევას ინოვაციურ ტექნოლოგიებში.   HUAWEI Mate 20 სერია აღჭურვილია მსოფლიოში ყველაზე ინოვაციური და ყველაზე პატარა 7 ნანომეტრიანი პროცესორით – Kirin 980-ით, რომელიც 20% -ით უფრო ეფექტურად მუშაობს და მოიხმარს 40%-ით უფრო ნაკლებ დროს. Kirin 980 არის ასევე პირველი პროცესორი რომელშიც ჩაშენებულია Cortex-A76-ზე დაყდრნობით შექმნილი ბირთვი, რომელიც 75%-ით უფრო ძლიერია და 58%-ით უფრო ეფექტურია წინა თაობასთან შედარებით.HUAWEI Mate 20 სერიის სმარტფონებში გვხვდება უნიკალური განბლოკვის ფუნქცია - ეკრანში ჩაშენებული თითის ანაბეჭდით და უსადენო რევერსული დამუხტვის შესაძლებლობა. 

ახალ სმარტფონში შენარჩუნებულია ძველი ტრადიცია და სამივე ძირითადი კამერა შექმნილია ლეიკასთან თანამშრომლობით, რომელთა სისტემაც იძლევა ობიექტების მინიმალურ დისტანციაზე გადაღების სშუალებას და იჭერს ფოკუსს ლინზიდან 2,5 სანიტიმეტრის დაშორებითაც კი. წინამორბედებისგან განსხვევბით ახალ მოდელში გვხვდება უფრო მეტად გაძლიერებული ფართო ხედვის მქონე ლინზა (16 mm). ეს არის ის მახასიათებლები, რომლებიც სრულიად ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს მომხმარებლებს. 


HUAWEI Mate 20 სერია ასევე გამოირჩევა ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე შექმნილი პორტრეტული ფერადი ვიდეორეჟიმით. ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით HUAWEI Mate 20 სერიას შეუძლია ადამიანის გამოსახულების იზოლაცია და მისი ჩაშლა ფერებად ისე, რომ ხაზი გაუსვას პიროვნულ მახასიათებლებს.  გარდა ამ ძირითადი ფუნქციონალური მახასიათებლებისა HUAWEI_ის ახალ მოდელებში დახვეწილი და გაუმჯობესებულია ელმენტის გამძლეობა. 4200 მილიამპერიანი ელემენტისა და 40W-იანი უსწრაფესი დატენვის ტექნოლოგიის საშუალებით, ახლა უკვე შესაძლებელია 30 წუთში ელემნეტის 70%-მდე შევსება. 

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ.  მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში.  HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს.  HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:47

    თიბისი ლიზინგს კორპორაციული მდგრადობის ჯილდო გადაე...

    19 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით “კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის “ მეშვიდე ცერემონია გაიმართა. SDG17 “პარტ...

  • 12:22

    PSP სტუდენტებს სიახლეს - სტუდენტურ ბარათს სთავაზობ...

    ახალი, PSP-ს სტუდენტური ბარათი, სტუდენეტების ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა. 20 თებერვლიდან სტუდენტური ბარათის აღება შეუძლიათ 18-24 წლის სტუდენტის სტატუსის მქონე ახალგაზრდებს. PSP-ს სტუდენტური ბ...

  • 17:37

    „თეგეტას” მულტიფუნქციურმა კომპლექსმა კორპორაციული ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კორპორაციული მდგრადობის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტით „თეგეტა X ვოლვოს ენერგოეფექტურ...

  • 12:37

    თიბისი x Amazon Web Services - ტექ პარტნიორობა და ...

    თიბისი მოწინავე ტექ კომპანიაა. ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია. ამის ნათელ მაგალითად კი, თიბისი IT აკადემია შეგვიძლია დავასახელოთ, სადაც სალექციო კურსებს, ძირი...

  • 14:32

    Thermo King-ის ავტოტრანსპორტის სამაცივრე აგრეგატებ...

    ექსკლუზიური სერვისი „თეგეტა მოტორსის“ პორტფელში - გეზის ტერიტორიაზე მდებარე სრულად განახლებულ ფილიალში კომპანია მომხმარებელს Thermo King-ის სამაცივრე აგრეგატების ნაწილების ფართო ასორტიმენ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...