1 4 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საფრანგეთის განვითარების სააგენტოს ჯგუფის წევრმა Proparco-მ თიბისისთან რეგიონში ყველაზე მსხვილი სასესხო ხელშეკრულება გააფორმა

თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) ჯგუფის წევრი საფინანსო ინსტიტუტის, Proparco-ს რეგიონულმა დირექტორმა თურქეთში, კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში, ბალკანეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში, სტეფან ფრუასარდმა 100 მილიონი ევროს სასესხო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ხელმოწერის ცერემონიალს ასევე ესწრებოდა, საქართველოში საფრანგეთის ელჩი, ქალბატონი შერაზ გასრი.

 

ეს არის ყველაზე მსხვილი სასესხო შეთანხმება, რომელიც Proparco-ს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში აქამდე განუხორციელებია. ხელშეკრულების თანახმად, პროპარკოსგან მიღებული ფინანსური რესურსი მიმართული იქნება საქართველოში კლიმატთან დაკავშირებული ინვესტიციებისა და მეწარმე ქალთა მხარდასაჭერად, რაც ქვეყანაში ბიზნესების კიდევ უფრო გაძლიერებას შეუწყობს ხელს. აღნიშნული დაფინანსება, მეტად გაამყარებს თიბისის, წამყვან როლს მწვანე და მდგრადი დაკრედიტების კუთხით და ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას.

 

„მოხარული ვარ, რომ თიბისის და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის და მნიშვნელოვნად ფართოვდება. აღნიშნული შეთანხმება ხაზს უსვამს, რომ ორივე ინსტიტუცია მტკიცედ უჭერს მხარს ადგილობრივი ბიზნესების მდგრად განვითარებას, მეწარმე ქალების ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და საქართველოში მწვანე ფინანსირების ზრდას. აღნიშნული შეთანხმება გააღრმავებს ჩვენს პარტნიორობას და ვიმედოვნებ, რომ მომავალში კიდევ, არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ ერთობლივად, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას შეუწყობს ხელს“ - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ, თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა.

 

„თიბისი ბანკთან 100 მილიონი ევროს ღირებულების ტრანზაქციის გაფორმებით ძალიან ვამაყობთ. ეს თანამშრომლობა შესაძლებლობას მისცემს თიბისის, გაზარდოს მდგრადი პორტფელი, განსაკუთრებით - კლიმატისა და გენდერული დაფინანსების მიმართულებით, რაც Proparco-ს მთავარ პრიორიტეტებს წარმოადგენს რეგიონში. ეს მნიშვნელოვანი ტრანზაქცია Proparco-ს ყველაზე დიდი დაფინანსებაა ქვეყანაში, რაც მას თიბისის სიდიდით მესამე კრედიტორად აქცევს. აღნიშნული თანამშრომლობა გამოხატავს საფრანგეთის მზაობას, მხარი დაუჭიროს პასუხისმგებელ და მდგრად მოთამაშეებს ფინანსურ სექტორში და გვერდში დაუდგეს საქართველოს ისეთ მნიშვნელოვან მომენტში, როდესაც მას ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსი ენიჭება.“ - აღნიშნა სტეფან ფრუასარდმა, თურქეთის, კავკასიის, ცენტრალური აზიის, ბალკანეთისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონულმა დირექტორმა.

 

პროპარკო Agence Française de Développement ჯგუფის (AFD Group) კერძო სექტორის დაფინანსების ინსტიტუტია. ის 45 წელზე მეტია, რაც მდგრად ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსდაცვით განვითარებას უწყობს ხელს. პროპარკო აფინანსებს ბიზნესებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს აფრიკაში, აზიაში, ლათინურ ამერიკასა და ახლო აღმოსავლეთში და ისეთი სექტორების განვითარებაში შეაქვს წვლილი, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, განახლებადი ენერგია, აგრობიზნესი, ფინანსური ინსტიტუტები, ჯანდაცვა განათლება და სხვა.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:07

    თიბისი კამპუსის განათლების პროგრამები იწყება...

    თუ ხარ 18-დან 24 წლის, არ აქვს მნიშვნელობა საქართველოს რომელ კუთხეში ცხოვრობ, ეს შენი შანსია დაეუფლო ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს და თიბისი კამპუსში, სრულიად უფასოდ ისწავლო ბიზნესის და ტექნოლოგიური მ...

  • 10:49

    PSP ფარმას მეორედ მიენიჭა GDP სტანდარტთან შესაბამი...

    PSP ფარმამ GDP სტანდარტის შესაბამისობის აუდიტი უკვე მეორედ, წარმატებით გაიარა და მიენიჭა „კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის“ შესაბამისობის სერტიფიკატი.     მსოფლიოს განვითარებული ქვ...

  • 10:42

    „ჭიქა“ — კაფე საკუთარი წარმოების ყავითა და საკონდი...

    კაფე „ჭიქას“ შექმნის ამბავი ზუსტად გვახსენებს, რომ რაიმეს დასასრულს ყოველთვის რაღაც ახალი მოსდევს. ყველაფერი რთულ დროს დაიწყო — მაშინ, როცა მსოფლიოში კოვიდ-19-ის პანდემია იყო გავრცელ...

  • 11:41

    ქართული რაგბის არქიტექტორი...

    მსოფლიო რაგბი ლეგენდარულ კლოდ სორელს ემშვიდობება - ფრანგ მორაგბესა და მწვრთნელს, რომელიც 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. სორელი საფრანგეთის ქალაქ ბეზიეში, 1948 წლის 17 აპრილს დაიბადა და როგორც ფრანგულ, ი...

  • 11:32

    თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმარ...

    თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის ასოციაციის ორგანიზებით, 10-13 აპრილს ექსპო ჯორჯია თბილისის წიგნის ბაზრობას უმასპინძლებს. თბილისი წიგნის ბაზრობა - ეს არის ადგილი, სადაც ყველა თაობის ადამიან...

  • 14:58

    თიბისი x ქართული რაგბი - 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრე...

    საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ი...

  • 11:58

    თიბისიმ, საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურ...

    მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა.   ჯილდო ბანკმა თიბისი კონცეპტისა და თიბისი WM-ის მაღალშემ...